გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
ეხლა ეგ უქულო ხუობები ბავშვებს უნდა მოახვიოთ თავზე. მასეთი ქულები ბევრი აიღო ფეხში შესვლით , მაგრამ არ დაუწერეს.
sddd
06 აგვისტო 2021 16:15
4
სულ ბოლო წამებზე რატომ ვაგებთ, ფეხბურთშიც?! რისი ბრალია?! დაბალი პროფესიონალიზმის ხომ არა?! 13 წამით ადერე სამ ქულას რომ იგებ ამდენი წვალების შემდეგ და გაცილებით გამოცდილი რომ ხარ არ უნდა წააგო!!! ეხლა არ დაიწყოთ ვერცხლიც მაგარია ძალიანო!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
06 აგვისტო 2021 16:13
0
მოგებას ცოდნა უნდა, მარტო ჭიდაობის, და სხვა თამაშის ცოდნა საკმარისინარ არის.
ლუკა
06 აგვისტო 2021 16:54
0
6 ფინალისტი გვყავდა და აქედან 5 წააგო. ვარლამ ლიპარტელიანის სინდრომი.
დაT
06 აგვისტო 2021 16:10
1
ეხ გენო ოლიმპიურ ოქროსთან ერთად მერობის შანსიც დაკარგე, ახლა რა რომელიმე სოფლის მაჟორიტარად წარგადგენენ.დ
fff
06 აგვისტო 2021 16:09
16
მივულოცავ გენოს ფინალში გასვლას! და მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გაახაროს - გახდეს ჩემპიონი! ეს პირველი ოლიმპიადის სტატიაა საიტზე. ამიტომ აქ ვწერ! ეხლა 11:10. იქ კარატისტი, მხატვრული გიმნასტი (მაგას ვუყურებთ) გამოდიან! ძაან მნიშვნელოვანია რუსი რას შვება ოდიკაძეს რომ მოუგო! არაფერს არ წერთ! თქვენთან კომენტარს მაინც დადებს გულშემატკივარი, პოპსპორტ.კომ-ზე ესეც შეუძლებელია. სირცხვილი თქვენ
alexandre
06 აგვისტო 2021 11:10
4
ახალგაზრდა ამერიკელი მართალია კარგი მოჭიდავეა,მაგრამ შუშუა.ოლიმპიურ ჩემპიონს როგორ წაეუზრდელა...გენო მას გამოცდილებით მოუგებს.
....
06 აგვისტო 2021 10:40
2
კაი მოჭიდავეა ეგ ამერიკელი მაგრამ აგკული არ გავდა თავის თავს.. წესით უნდა აწყვიტაოს გენომ უბრალოდ არუნდა ელოდოს იმის შეტევას სულ გენომ უნდა იაქტიუროს
რომა
05 აგვისტო 2021 20:44
0
შენ გენაცვალე მაგ ქართულ ჯიგრიან გულში, მადლობა ჯიგაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
სტალინი
05 აგვისტო 2021 18:55
0
ხვალინდელი დღე ბატონ ნუგზარს უნდა მიეძღვნას,წარმატებები გენო!
საქართველო
05 აგვისტო 2021 18:46
0
გენოს დამარცხება,მხოლოდ პეტრიაშვილს შეუძლია...როგორც ნახევარფინალის პირველ ნაწილში იყო...გავთავდი კიღამ. გონი და მარჯი.
გივი-გია
05 აგვისტო 2021 18:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული