კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა მედლის შანსს ინარჩუნებს.

ოდიკაძემ პირველ ეტაპზე ირანელ მეტოქეს 6:3 სძლია, შემდეგ კი რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 დამარცხდა.

ელიზბარი დამამშვიდებელში  გადაერთვება, რადგან მისმა მძლეველმა  ფინალში გააღწია და აზერბაიჯანელ  შარიფი შარიფოვს დაუპირისპირდება, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია. წარმატების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის კუბელ რეინერს სალას პერესს შეხვდება.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს გენო პეტრიაშვილი (125) ფინალში ამერიკელ გეიბლ სტივენსონს დაუპირისპირდება.

altგენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
წადი ახლა და საკრებულოს თავმჯდომარეთ იყარე კენჭი პეტრიაშვილო.ტფუ
hhh
06 აგვისტო 2021 15:44
23
შენ მაგარი არასწორი პიროვნება ბრძანდები ბატონო ჩემო,რამ გაგაბოროტა ესე.გენო არის ქართული სპორტის და ჭიდაობის ლეგენდა. შენ ხარ უბრალოდ ლუზერი პიროვნება,წარმოდგენა არ გაქვს რა არის სპორტი და ადამიანობა ზოგადად. რომ გკითხოს კაცმა პატრიოტი და პირველი ქართველი იქნები. ნომერ პირველი მოღალატეა ყველა შენი შეგნების პიროვნება.
საქართველო
06 აგვისტო 2021 19:36
0
ეგ არაფერი;გენომ იმდენი კი დაიმსახურა,რომ გუბერნატორად მაინც დანიშნონ.
giorgi janikashvili
06 აგვისტო 2021 17:27
6
საააათი დაწერეთ
SHAME!
06 აგვისტო 2021 14:13
0

სიახლეები პოპულარული