ემოციური კადრები: გენო პეტრიაშვილის ოჯახის წევრების ემოციები მისი საფინალო შეხვედრის დროს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.

ავტორი: ია თინიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 8 /
არა უშავს, გენო, კარგი გაკვეთილია. მომავალ ოლიმპიადამდე (ევროპა,მსოფლიო)ყველას უნდა გადაუარო,საკუთარი თავის რწმენა განიმტკიცო და 2024 შენია.
შეტევა
06 აგვისტო 2021 23:16
2
ამ წუთამდე შოკში ვარ, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, მაგრამ გული არ გაიტეხო გენო, დამშვიდდი და სულ რაღაც 3 წელია შემდეგ ოლიმპიადამდნ, და იცოდეს ყველამ, რომ მაინც ძაან მაგრები ვართ! გადახედეთ პოსტი საბჭოთა და პოსტ სოციალისტური ქვეყნების შედეგებს და ცოტა გულს დავიმშვიდებთ, ერთი იმათი ჯინი მჭირს გერმანია და ზაგადად ევროპა რომ თავზე ევლებათ (კოსოვოს და ხორვატებს ვგულიხმობ), ჩვენ რომ რუსებს მიგვიგდეს და მაინც მაგათ ნალოლიავებ გაპიარებულ ქვეყნებს რომ ვჯობივართ.
ქორ-პარიკმახერი
06 აგვისტო 2021 21:07
3
აი ეხლა მოვდივარ აზრზე, ეს რა უბედურება იყო. თუ ვინნეა შესაცოდი, თუ ვინმეს სჭირდება განმხნევება, ეს გენოა. მაინც გმირი ხარ! გული არ გაიტეხო. უყვარხარ მთელ საქართველოს. წარმატებები მომავალში. ეეეჰ, როგორ ვიფიქრებდი, თურმა გამოუცდელობა პლუსი ყოფილა. რომელი გამოცდილი მოჭიდავე გააგრძელებდა ბრძოლას #1 ფალავანთან, როდესაც 13 წამით ადრე 3 ქულას აგებს, ან 6 წამით ადრე.....
Alexandre
06 აგვისტო 2021 19:10
0
გენო გული არ გაიტეხო. მაგ ამერიკელს მომავალში ღირსეული რევანში უნდა აუღოთ
შენც და ტახამაც.აბა შენ იცი მაგარო კაცო.
გიორგი
06 აგვისტო 2021 18:57
1
ეუფ... ოჯახი უფრო შემეცოდა..
papai
06 აგვისტო 2021 17:11
0
რა გული გიძლებთ ? რატომ დებთ ამ კადრებს? არ მინახავს და არც ვნახავ. რაც ვნახე, სადარდებლად მეყოფა მომავალ ოლიმპიადამდე
: )))))))
06 აგვისტო 2021 17:01
0
ძალიან მაინტერესებს ამ ტიპს ასეთი უპასუხისმგებლო წაგებისთვის კიდე უნდა მიეცეს შანსი და ისევ ნაკრებში დააყენონ?
მეტი აღარ უნდა გააკარონ ნაკრებს.
06 აგვისტო 2021 16:25
41
მაინც ყველაზე მაგარია გენო, საფრანგეთში მოიგებს..............
თბილისელი
06 აგვისტო 2021 16:25
3

სიახლეები პოპულარული