არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო.

პირველ პერიოდში ანგარიში პეტრიაშვილის სასარგებლოდ 12:11 იყო, სუფთა გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მეტოქემ ჩელენჯი მოითხოვა, ქართველს 2 ქულა ჩამოაკლეს, 10:1 დაფიქსირდა და ჭიდაობა გაგრძელდა. ირანელმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება და ოქროს მედალი გენოს დარჩა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0), პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს (7:0) სძლია.

პეტრიაშვილი
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი აქამდე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

ბრინჯაოს პრიზიორები მეშვილდიშვილი და თურქი ტაჰა აკგული გახდნენ.

altპეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 46 /
ტოკიოში გენომ რომ წააგო, ჩამყვა ძილში და რამდენიმე ღამე წესიერად არ მეძინა. წუხელაც სულ მეღვიძებოდა, მაგრამ ამჯერად დიდი სიხარულით. გაიხარე გენო, ასე რომ გაგვახარე ქართველები! ურთულესი რამე ჰქენი, წინა ოლიმპიადაზე დრამატული წაგების შემდეგ დაბრუნება და ოქროს მოგება ნამდვილი გმირობაა!
ნიკო
11:00 11-08-2024
0
ჩემმა სქაუზერმა ძმა დაბრუნდა,იბრძოლა და მოიგო. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა,როგორ სქაუზერულად გააკეთა ყველაფერი,10-1 იგებდა,გვანერვიულა და მაინც მოიგოო,ხოდა ეგრეა რა. დამსახურებული გამარჯვებული და დამსახურებული ოქრო საქართველოსთვის. მადლობის მეტი რა გვეთქმის,იბრძოლა ბოლომდე და შედეგი დადო. ყველას გილოცავთ

რაც შეეხება ფინალის პერიპეტიებს,უსამართლობის პიკი იყო და მოგებული ბრძოლა აბრძოლეს თავიდან. თუ ვინმე მეტყვის,რა და რატომ გააკეთეს მსაჯებმა,არ იქნებოდა ცუდი. აგერ კიდევ ერთხელ დადასტურდა,ამ ოლიმპიადაზე და ზოგადად,სპორტში ლობიზმი თავის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს,ამიტომაც ეხმარებიან ვიღაცეებს და ზოგიერთს უკვირს,რანაირად არის შესაძლებელი. შენ თუ ვერ იჯერებ,არ ნიშნავს რო ეგრე არ არის და არ ხდება. ბევრს ღმერთის არსებობის არ სჯერა,თუმცა ხომ არსებობს? ხალხი იმასაც ვერ იჯერებდა,რომ ამერიკა არაფრით არ განსხვავდებოდა რუსეთისგან,თუმცა ხომ დაიჯერეთ? ჯერ სად ხართ,უფრო დარწმუნდებით ამაში ისეთებს გააკეთებენ.
იასონას უდარი
06:28 11-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული