გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა. 

მეტოქემ ჩვენებური შებოჭვაზე დაიჭირა და წუთში ოდნავ მეტში იმარჯვა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2),

მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს (5:0) სძლია.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს, სადაც ჯამში 7 მედალი, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 29 /
დაწყების დღიდან ყველას და ყველაფერს ვაკრიტიკდებით ამ ოლიმპიადაზე,ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს,ოლიმპიადის ორგანიზატორებს,მსაჯებს,მწვრთნელებს,სპორტსმენებს...ყველაზე ცუდ ოლიმპიადადაც კი მივიჩნევდით.განსაკუთრებით ნინო სალუქვაძის დაცინვა იყო ამაზრზენი.რეალურად და ბოლოს კი მედლების ხარისხის მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო ოლიმპიადა აღმოჩნდა.3,5 მილიონიანი ქვეყნისთვის 3 ოქრო და 3 ვერცხლი,პლიუს ერთი ბრინჯაო გმირობის ტოლფასია.ბევრი რამ გვეშლება გულშემატკივრობაში და რეალურად ძალიან დიდ ნაწილს უბრალოდ არ ესმის სპორტი და ჩასაფრებულის პოზიციაშია.წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო ქართული ანდაზაა არადა...ვულოცავ საქართველოს საუკეთესო ოლიმპიადას.
Master
15:25 11-08-2024
5
თავისივე შეცდომით წაგო, რა ეჩქარებოდა, 50/50 ზე იყო შანსები და იქნებ აეღო ოქრო, ცუდი შედეგი არა ვერცხლი, მაგრამ ასე წაგება არასასიამოვნოა
გოგა
15:37 11-08-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული