"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]

- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ისინი ცდილობდნენ, ფიზიკურად დავეჯაბნეთ და მერე გაეშალათ თამაში. თავიდან მათ ამ ტაქტიკას გავუმკლავდით, მაგრამ პირველ ტაიმში 4-5 წუთი მოვდუნდით და ეს მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.

დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.

Vova
ნამდვილად KAXA! ესე თუ გაგრძელდა პირველი ადგილი ბოლოდან მუდამ ჩვენი იქნება სად მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები?! უკანასკნელ ადგლს ხომ ნებისმიერი დაეუფლება!
რეზო
ესეთი დამპალი მსაჯობა არც ერთ სპორტში არ არის! ნამიბია გაიხენეთ? არ შეიძლება ესე!
kaxa
ფედერაციაც და მწვრთნელებიც სასწრაფოდ მინიმუმ გადასახალისებელია თორემ ფეხბურთელების ბედი გველის .....

ხაზში ყველაზე კარგი სვანიძე იყო და რატომ გაუშვით ნაკრებიდან? როგორც ჩანს თქვენ კარგი ბიჭები არ გჭირდებათ. ეუბნებით რომ საუკეთესო 13-ია საქართველოში, მაგრამ ნაკრებიდან გაუშვით და მსოფლიო არ ათამაშეთ. ეს რა ლოგიკაა არ მესმის.
ზაზა
მიუხედავად დიდი სიყვარულისა მთელი სარაგბო თემის მიმართ, 20 წლამდელებს უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდებათ. კარგი იქნება თუ ელიტიდან არ გავარდებით
გიორგი
ჩემთვის ამ ორი თამაშიდან თვალში საცემია კონცენტრაციის დაკარგვა მოედანზე და ჩავარდნები სათამაშო ეპიზოდებში. არგენტინას და აფრიკას ესეთი რამე ვერ შევამჩნიე, პირიქით, ჩვენ ჩავარდნას ეგრევე იყენებდნენ სათავისოდ. ეს გუნდები თავიდან ბოლომდე კონცეტრიტრებული იყვნენ იმაზე რომ თავისი საქმე ეკეთებინათ მოედანზე, რაც მწვრთნელმა დაავალა, ჩვენები კი კონკრეტულ ეპიზოდებში სათამაშო კონტექსტიდან ამოვარდნლები იყვნენ, თითქოს მოედანზე კი არა სადღაც სხვაგან იმყოფებოდნენ. ძირითადად მაგ მომენტებში წყდებოდა თამაშის ბედი. ეგ საერთოდ გვახასიატებს, არა მარტო რაგბში. მიზეზების ძიება შორს წაგვიგყვანს, მაგრამ მგონია რომ ეფექტური იქნება ფსიქოლოგის სისტემატიური მუშაობა ბიჭებთან ამ საკითხზე. 18 წლიანებტან ეს დაინერგა და გუნდი კმაყოფილია; ასე რომ მგონია რომ სისტემატიურად უნდა დაინერგოს ეგ პრაქტიკა ჩვენში, არა მარტო პატარებში, დიდებშიც; ფსიქოლოგი გუნდის წევრი უნდა გახდეს.
fraternity
ასეთი ხალხი ანუ შენნაირი. გინდა დაწერე შენი ვინაობა გინდა ნუ დაწერ, სახელს და გვარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ ის არის რომ რასაც შენ ამბობ მაგის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნერვებიც შეიძლება მოგეშალოს, პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდეს, ვინმემ უსამართლოდ დაგჩაგროს კიდეც, მაგრამ შენ რასაც ამბობ ეგ გამოსავალი არ არის. ეგ არის საკუთარი თავის და ქვეყნის დასამარება სპორტული თვალსაზრისით. უსამართლობა ყველგან ხდება. ფეხბურთში არ გინახავს არჩათვლილი გოლები? უსამართლო გაძევებები? ძიუდოში და ჭიდაობაში არ გინახავს სპორტსმენის დაჩაგვრა? ძლიერი მაშინ ხარ როცა ცივილურად და ღირსეულად გამოხვალ ასეთი სიტუაციიდან და არა ისე პირველყოფილურად რასაც შენ ამბობ. იპოვე ადვილი გამოსავალი რა, თან კიდე გიკვირს რატო უნდა დაბლოკონ ჩემი კომენტრიო
BMW
ჯერ რატომ გადმოდიხართ პირად შეურაწყოფაზე რატო რატო>>???? ან რატომ უნდა დაბლოკოს ჩემი კომენტარი ?? ან ასეთი ხალხი რას ქვია??მაინც როგორ ასეთი?? გინდა დავწერ ჩემს ვინაობას?? რა გინდათ საერთოდ?>? კლავიატურიდან შეურაცხყოფა ადვილია ხომ???? არცერთს სიტყვა არ დასცდენია მსაჯზე და საერთოდ მსაჯებზე ჩენს წინააღმდეგ. ჩემს კომენტარზე კი იცოცხლე ქილიკი აგრესია ოხრად აფრქვიეთ.. რომელი ქვეყნის. რომელი სპორტის სახეობები აღარ მინახავს ..მაგრამ ასეთი უსამართლობა რაც რაგბის მსაჯებიდან იგრძნობა წლებია უკვე ამაზრზენია.. ტესტების უფლებას არ მოგვცემენო ახლა რომ გვაძლევენ ხო რას ამბობ სულ 50 -50% გაქ შანსები თანაბრად თამაშის. დაიანახავენ იგებ თამაშს ჩაერთვება მსაჯი და მაინც წაააგებ . ასე რომ მაგრად ...თქვენი .... შემძვრომი კომენტარები .. მე დავიღალე და ამომივიდა ეს უსამართლობა... და საერთოდ ედიკა რა შუაშია>?? რა შიში და კრიმინალი მარტო მაშინ იყო?? ბნელა სად ხართ?? ან პოლიტიკას რატომ ურევთ?? სპორტზეა საუბარი ხო?
euhhh
es gundis ara saertod sportis sheuracyopaa tan ze sheuracyopa:sigarets ewevian mwvrtnelebs.....
regresi
მწვრთნელი დიდი ხანია შესაცვლელია და ეს უნდა გააკეთოს ფედერაციამ, თუმცა თვითონ ფედერაცია არაფრის მაქნისია და ამ გადაწყვეტილებასაც ამიტომ ვერ იღებს. აშკარად დიდი რეგრესი დაგვეწყო ნიჟარაძის წასვლის შემდეგ. ნიჟარაძე კი უნდა წასულიყო მან საკმაოდ მეტი გააკეთა და ახალი სისხლი იყო საჭირო მაგრამ არა ესეთი ძველ დროში ჩარჩენილი კადრი. სამწუხაროდ ჩვენს ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეტყობა ნელ ნელა უკუსვლა....
ნიკ
ალბათ მაინც წავაგებდით,მაგრამ ასეთი ბინძური მსაჯობა არ მინახავს,ზოგიერთების გასაგებად,რასაც დილეტანტიც კი ადვილად მიხვდება მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილებას გაგახსენებთ. 1.ჩვენი მორკინალი,რომ ჩაუჯდებოდა რაქში ბურთს,თუ ბურთიანად არ აიყვანდა ხელში სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს, მანამდე არ ნიშნავდა ჯარიმას. 2.მოედნის ცენტრში შერკინებიდან ჩვენი ბურჯის სინბინში გაშვება(პირველივე შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე)) ასეთ გადაჭყვეტილებას ნორმალური მსაჯები შემტევის სასარგებლოდ იღებენ 5 მეტრიანი შერკინებისას განმეორებითი დარღვევისას 3.ჩვენების 10 წუთიანი მასირებული შეტევის ჩაშლა ჯარიმებით და მსაჯის არანაირი ქმედება არც გაძევება, არც საჯარიმო ლელო(გამახსენდა ნამიბია) 4.სუფთა ლელო არ ჩაგვითვალა. მეტი რაღა უნდა ექნა... BMW-ს--- გაბრაზებული კი ხარ მაგრამ ასე არ შეიძლება
zaza
მაისურაძეს წასვლის დროც მოვიდა, მეტს ვეღარ ქაჩავს და ამ ბიჭებს უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდებათ; "თამაშის გეგმამ არ გაამართლა" და სად გქონდა საერთოდ თამაშის გეგმა??!
fraternity
BMW ეგ შენი კომენტარი იმედს ვიტოვებ რომ ხუმრობა იყო და ასეც რომ იყოს, უკბილო და უადგილოა ეგ ხუმრობა. სხვანაირად წარმოდგენაც კი არ მინდა. შენ რასაც ამბობ ეგ არის ........ ათი წლის ბავშვი მიხვდება იმას რომ შენ რასაც ამბობ მაგის გაკეთება ხარაკირია მაშინ, როცა 6 ერზე და პროგრესზე გვაქვს პრეტენზია. დაშინებით გინდა სამართლიან მსაჯობას მიაღწიო? რომელ საუკუნეში ცხოვრობ? ადმინისტრაციული ჯარიმა კი არა, მაგას ისეთი სანქციები მოყვება გუნდისთვის, ბობოლებთან ტესტებს კი არა, მათი თამაშების ტრანსლირების უფლებასაც კი აღარ მოგვცემენ. დაფიქრდი ცოტა რას ლაპარაკობ. კაი შენ ვერ ხვდები ვერ ხვდები, ... არ გიწყობს ხელს, მაგრამ საიტის ადმინისტრაციამ მაინც დაბლოკეთ ასეთი ხალხის ასეთი კომენტარები, რა უბედურებაა.
zura
ახალგაზრდა თაობა თუ გვინდა ძლიერი იყოს უნდა მოვიყვანოთ მილტონას დონის მწვრთნელი და არა დღევანდელი მწვრთნელის ნაირი,რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს !!! მსოფლიო ჩემპიონატია და სამწვრთნელო შტაბის მაგიდას ისეთი ბოლი აზდიოდა ალა პუგაჩოვას კონცერტზე ეგონებოდა კაცს თავი... ვერ მოითბინა რამოდენიმე წუთი სიგარეტი რომ არ მოეწია,ამით დაამტკიცა ის დონე რაც აქვს!!!
bmvs
ბიჭო ბიჭო კომანტარებს რომ ვკითხულობ რა გიქნათ ამ შევარდნაძემ დდდ როგოგ ხართ და.......ი
dato
datka ხარ თუ masarati
ლუკა
BMW-ს. ძალიან მაგარი "კლიჩკა" კი შეგიძენია (BMW სახით), მაგრამ, ნუ მიწყენ და თუ შენი კომენტარით ვიმსჯელებთ, აზროვნების დონე და გაქანება Москвич 408-დეც ვერ გაქაჩავს. რა ცემა-ტყეპა აგითტდა შე დალოცვილო. კარგი რა თუ ძმა ხარ!!!!!
რაგბისტი
მწვრთნელი უნდა შევცვალოთ,თუ გვინდა რომ პროგრესი იყოს.მილტონა არ დატანხმდება ალბათ,ტორემ კარგი ვარიანტი იქნებოდა,ხოლო ძირითადშიც ახალი სისხლი გვინდა,უფრო გამოცდილი.ეს რათქმაუნდა თანხებტანაა დაკავშირებული,სხვანაირად წინსვლა ძალიან გაგვიჭირდება
masarati
ვერ გავიგე ეს უპროსობა ყოველთვის თავს იმართლებენ, ქართველი ვიზე ნაკლებია ? დრო მოვიდა მსგავსი შედეგები გვქონდეს.ქმედითი ზომებია მისაღები წვრთნის და სწავლების კუთხით და არა დემაგოგია.
datka
ვერ გავიგე ეს უპროსობა ყოველთვის თავს იმართლებენ, ქართველი ვიზე ნაკლებია ? დრო მოვიდა მსგავსი შედეგები გვქონდეს.ქმედითი ზომებია მისაღები წვრთნის და სწავლების კუთხით და არა დემაგოგია.
BMW
ჩემი აზრით ჯობია მაისურაძე შევცვალოთ უცხოელი გამოცდილი მწვრთნელით. მსაჯებს რაც შეეხება რამდენჯერმე ვუყურე გამეორებებს და იმდენჯერ უნამუსოთ მოიქცა ნერვებს როგორ იკავებენ ჩვენები ეს გამკვირვებია? ერთადერთი ამ ფაქტისგან განრისხებული ნამიბიასთან.. მახსოვს გორგოძე რომ შეიშალა ცოტა დააკლდა რომ არ დაერტყა. ჩემი აზრით ამ გარეწარი მსაჯებისთვის ერთადერთი ჭკუის სასწავლებელი იქნება ასეთი რამ. როდესაც მორიგი უნამუსო ქმედებას დაიწყებენ მაგალითად 3 -დღეში საფრანგეთთან. ეს დალოცვილი ხომ შეიძლება ვიღაცა რაგბიზე და საქართველოზე თავგადაკლული გულშემატკივარი შევარდეს მინდორზე. მსაჯთან მივიდეს უკეთესია ბრიტანელი იყოს და ერთი გემრიელად ცხვირ პირი აუზილოს??? ბუნებრივია იმ გულშემატკივარს ადმინტრაციულს რამდენინე ლარს დააკისრებენ და მაქსიმუმ 1 -წელი აუკრძალონ თამაშებზე დასწრება. სამაგიეროთ ამ ქმედებით უდიდეს საქმეს გაუკეთებს საქართველოს ნაკრებს სხვა შეხვედრებში ნებისმიერი სხვა მსაჯი ყველაზე გარეწარიც კი რიდით და შიშით იქნება არც იმას აღარ იკადრებენ რასაც ახლა კადრულობენ. ასეა ეს ცხოვრებაშიც ერთხელ დახრი თავს ზედ გადაგივლიან არ გაგახარებენ .... იმედია არავინ დამიწყებთ ახლა რომ ეს ბინძური ქმედება იქნება ჩვენგან და ასე შემდეგ. რადგან არავითარი ბინძური ქმედება ეს არ იქნება ეს იქნება კანონზომიერება იმ სბინძურის წინააღმდეგ რასაც ჩვენ მიმართ სჩადიან. არც ის დაიწყოთ ახლა ნაკრებს აუკრძალევენ თამაშებს და ასე შემდეგ დამერწმუნეთ ერთი ვიღაცა გაზულუქებული მსაჯის ცემის გამო რამდენიმე მილიონიან ნაკრებს ერს არავინ გაწირავს!! ეს არის უკიდურესი ფორმა რომელიც დაგვეხმარება .. მეტყვით ალბათ შენ რატომ არ იზავ ამ კაი საქმესო .. მაგრამ რამდენიმე თვე ვერ შევძლებ ფიზიკური პრობლ;ემების გამო.. და ბოლოს გამოყოფა არცერთი მორაგბის არ მჩვევია . მაგრამ მაინც ვიტყვი ძალიან სუსტი მგონია ტაბიძე 3-ზე. ან ასე სულაც არ არის მაგრამ ისეთი ძლიერი ბიჭები იყვნენ მის პოზიციაზე წინა წლებში რომ მათ ფონზე მოჩანს ასე.. ყველაზე საუკეთესო კი ულაპარაკოდ კაპიტანი სპანდერაშვილია!!
lasha
საფიქრალი კი არა აზე არ ხარ მწვრთნელობის, ბარემ პლანი შეაკეთე და ის მოწე თამაშის მსვლელობისას, 20 საუკუნიშ ბოლო გამახსენდა მწვრთნელები სტადიონზე რო აფუილებდნენ
David
რამდენ ფურცლიანია თქვენი რვეული? ეს ერთი და არ შემიძლია არ შევეხო კიდე ერთ თემას, მინ უკულტურობაა მსოფლიო ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბი სიგარეტს რო ეწევა, გასაგებია ნერვიულობა მაგრამ არაპროფესიონალური მიდგომაა.
kaxa
იქნებ ბავშვებს ვურჩიოდ მამუკას სტილით თამაში, მხედველობაში მაქვს ზურგიტ შეტევა, შემობრუნებული, რატქმა უნდა ვისაც გამოუვა. მოსინჯონ. და კიდევ დარტყმა და უცებ ტრიალით გაქცევა, ხაზის გაჭრა.
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან