დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს
დღეს, 8 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს.

C ჯგუფის შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

საფრანგეთთან თამაშს მეტოქისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებენ და მე-9 ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ფრანგებს თასის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

ამის გამო "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელთა შტაბმა გუნდში 10 ცვლილება განახორციელა.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მორაგბეს მივცეთ სათამაშო დრო, მიიღონ გამოცდილება და გადამწყვეტ თამაშებს უფრო თავდაჯერებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, ბიჭებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ და ეს გუნდს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკასთან მატჩში შოთა არეშიძე დაშავდა. მას მინიმუმ ორი თამაშის გამოტოვება მოუწევდა და კიდევ ერთხელ მივმართეთ რეზერვს. დავიმატეთ სანდრო მამამთავრიშვილი, რომელიც დაცვაში ძალიან კარგად თამაშობს და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ერთ-ერთი გამორჩეულია.

მთლიანობაში, საფრანგეთთან მატჩისთვის მესამე ხაზში უფრო სწრაფი და კარგი დამცველები გავამწესეთ. გარდა ამისა, სამივე მოთამაშე 1998 წელსაა დაბადებული და მომავალი წლისთვის გამოცდილებას შეიძენს.

შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება გურამ პაპიძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. ის სტაბილურობით და მობილურობით გამოირჩევა. იყო საფრთხე, რომ გურამი ტურნირის ბოლომდე გამოგვაკლდებოდა, მაგრამ ჩვენმა სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა. მათი დამსახურებაა, რომ განვლილი ორი ტურის შემდეგ ბევრი მოთამაშე არ დავკარგეთ.

ლუკა დვალიშვილმა ორჯერვე შეცვლაზე ითამაშა. ახლა გვინდა, მთლიანი თამაში მივცეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გელა აფრასიძის ტრავმაცაა, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე არ აღმოჩნდა და მალე ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

მგეზავად თამაშს გიორგი გოგოლაძე დაიწყებს. ის ამპლუით შუამარბია. თუმცა დავით მოძღვრიშვილის ტრავმის შემდეგ პოზიცია იძულებით შევუცვალეთ და ახლა გვინდა, რომ ამ პოზიციაზე მეტი გამოცდილება შეიძინოს.

გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა გიორგი კვესელაძე, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო რვა თვე გაუცდა. მან განვლილ ორ შეხვედრაში დიდძალი ენერგია დახარჯა. გვინდა, მეოთხე თამაშისთვის ოპტიმალურ ფორმაში გვყავდეს. მის ნაცვლად თამაშს გიორგი წიკლაური იწყებს.

სათადარიგოთა სკამიდან დავაწინაურეთ კიდევ ერთი უთამაშებელი მორაგბე ბექა მამუკაშვილი. მას შემდეგ, რაც "ვესთერნ პროვინსთან" მატჩისას ფულბეკი ლუკა იურინი დაგვიშავდა, ჩვენ მას 15 ნომრის პოზიციაზე მოვიაზრებთ. ვნახოთ, ამ ამოცანას თავს როგორ გაართმევს.

საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შერკინება ჰყავს. გამორჩეულია მოლსა და დერეფანში თამაშისას. გუნდი ტანმაღალი, ღონიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ბურთის მოგების ზონაში ძლიერად თამაშობენ. დაუშავდათ კარგი მგეზავი, თუმცა შემცვლელიც ჰყავთ. დაემატათ "ლა როშელის" 9 ნომერი, რომელიც უკანა ხაზში რამდენიმე პოზიციას ფარავს და ამჯერად თამაშს გარემარბად იწყებს.

ვფიქრობ, ისინი ეცდებიან, რომ სრულად გამოიყენონ სივრცე და ფლანგებზე უპირატესობა მოიპოვონ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასეთია - პირველობისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. ყველაზე კარგი შანსი სამხრეთ აფრიკას აქვს, რომელიც კონკურენტებს ერთი ქულით უსწრებს. თუმცა ფრანგებს ჩვენი გუნდის პრემიალური ქულით დამარცხება და ჩამორჩენის გაბათილება შეუძლიათ.

A ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. ინგლისი თუ ავსტრალია, ეს უშუალოდ ამ გუნდების ბრძოლაში გახდება ცნობილი. ასევე დადგინდება ჩვენი მომავალი მეტოქე ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში. ეს ან სამოა იქნება, ან უელსი. მათ შორის გამარჯვებული, სავარაუდოდ, მე-5 ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას.

B ჯგუფში ახალი ზელანდია უკონკურენტოა. აქ საუკეთესოს ვინაობა გარკვეულია. სავარაუდოდ, ბოლოადგილოსანიც ცნობილია. ეს ყველასთვის მოულოდნელად ირლანდიის ნაკრებია, რომელიც ბოლო ტურში სწორედ "ბეიბი ბლექსს" ხვდება და, ცხადია, უშანსოდაა.

კიდევ ერთი ხელმოცარული შეიძლება იტალია ან შოტლანდია გახდეს. ესეც სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა. ამდენად, ჩვენი მომავალი მეტოქეები პლეი ოფში შესაძლოა იყვნენ ირლანდია, იტალია, შოტლანდია, უელსი და სამოა. ამ ხუთეულიდან სამს ნამდვილად მოუწევს ჩვენთან ერთად ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. III ტური. C ჯგუფი

საქართველო-საფრანგეთი

საქართველო (15-9) მამუკაშვილი, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, წიკლაური, სვიმონიშვილი, გოგოლაძე, დვალიშვილი. (1-8) ჭეიშვილი, ზამთარაძე, პაპიძე, ჯაიანი, ნუცუბიძე, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე, ჯალაღონია.

(16-23) პაპიძე, გოგიჩაიშვილი, დუგლაძე, საღინაძე, მაჩალაძე, აფრასიძე, აბჟანდაძე, მოდებაძე.

საფრანგეთი (15-9) კროსი, ფარტასი, დერკონი, უბერტი, რეტიერი, ჟალიბერი, ქუიუ. (1-8) კრეტი, ტოლოუა, რუმა, კაპელი, ვერჰაასი, კოლომბე, მაუვაკა, ბონიფასი.

(16-23) კოლია, დუფუ, ბრენანი, ჟერასი, პესანტი, კოვი, არატე, დურო.

არგენტინა-ს.აფრიკა

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ს.აფრიკა 2 1 1 0 +24 7 2

2. საფრანგეთი 2 1 1 0 +1 6 0

3. არგენტინა 2 1 0 1 +10 6 2

4. საქართველო 2 0 0 2 -35 0 0

A ჯგუფი

ავსტრალია-ინგლისი

სამოა-უელსი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ

1. ინგლისი 2 2 0 0 +69 10 2

2. ავსტრალია 2 2 0 0 +14 9 0

3. უელსი 2 0 0 2 -19 1 1

4. სამოა 2 0 0 2 -64 1 1

B ჯგუფი

იტალია-შოტლანდია

ახ.ზელანდია-ირლანდია

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ახ.ზელანდია 2 2 0 0 +64 10 2

2. შოტლანდია 2 1 0 1 -18 5 1

3. იტალია 2 1 0 1 -41 5 1

4. ირლანდია 2 0 0 2 -5 2 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ქართველ გულშემატკივარში ერთი ტენდენცია შეიმჩნევა,სტადიონზე იმისათვის მიდიან,რომ ვიღაცას აგინონ,გაბიაბრუონ.ინტერნეტშიც იგივე სიტუაციაა.მაგათ სპორტი არ უყვართ,არც იციან,არც აინტერესებთ,უბრალოდ ვიღაცის დამცირება სიამოვნებთ და ეს ჩვენი იქნება თუ მეტოქისა,დიდ მნიშვნელობასაც აღარ ანიჭებენ.არგენტინა,სამხრეთ აფრიკა,საფრანგეთი რაგბიში კაცს ვიღაც შაშტაკოლა რომ ჰგონია,თუ საერთოდ ჭკუა აქვს,იმდენი მაინც უნდა ესმოდეს,რომ ეს საქვეყნოდ არ გამოთქვას,მაგრამ ვერ ხვდება რომ თავს იმასხარავებს და რა ქნას.
quTaiseli
ინგლისი უელსი ირლანდია ახალი ზელანდია ესენი უკვე საუკუნეა რო თამაშობენ და შენ გუშინ შედი რასაც ქვია ელიტაში არა რა მოთმინება და სიდინჯე გვაკლია ქართველებს ზოგადად დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს და ბოლოში არცერთი გაქ და არც მეორე.დროუნდა ყველაფერს დრო.ძალიან მალე მასქსიმუმ ოთხ ხუთ წელიწადში სულსხვა დონის გუნდი გვეყოლება ბევრად ძლიერი და გამართული.
mish-s
რაღაცნაირად, რომ ჩამოაყალიბოთ რისი თქმა გინდათ არ იქნება? მე პირადად ვერაფერი ვერ გავიგე
misha
არა და რომ უყურებ ზელანდიის ინგლისის უელსის ირლანდიის თამაშს ყველა გადაღლილობა გეყსნება და სიამოვნება გენიჭება. და როცა უყურე ახალგაზრდულის თამაშს პირიქით. მე ძირითად ნაკრებზე არა მაქვს საუბარი მათ ვენაცვალე თავისი სიტყვა თქვეს საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ამათმა გაგრძელების მაგივრად უკან ვიხევთ თუ ესე გააგრძელეს.
misha-ს
სამხრეთ აფრიკა 2011წ - 51 770 560 საფრანგეთი 2016წ - 66 660 000 არგენტინა 2010წ - 40 091 359 საქართველო 2016წ - 3 720 400 აღარაფერს ვამბობ ეკონომიკაზე,რაც ზოგადად ყველაფერზე ახდენს ზეგავლენას. ამ მრავალჯერ დიდ ქვეყნებს ეთამაშებიან ბიჭები! ჩვენი გაღატაკებული საქართველოს ბიჭები და ხვალ თუ ზეგ აუცილებლად მოუგებენ!რაც შეეხება შაშტაკოლობას, რატომ ლანძღავ მეგობარო?მაგრად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
misha
კარგით გამოვასწოროთ მირჭობა შევცვალოთ ფრანგიბიც მოგვიგებენ ან ჩვენ დავმარცხდებით ფრანგებთან ალბათ ორიდან ერთი მათგანი მაინც იქნება უფრო მიახლოებული იქნება ქართთულ გრამატიკასთან.
misha-ს
მალიარი ხარ ბიჭო?
merabi
საერთოდ კომენტარებზე გამოხმაურება ალბათ არა სწორია, ყოველ შემთხვევაში მე არ მიყვარს, მაგრამ ვინმე "misha" წერს "ეხლა მესამესაც ფრანგები მიარჭობენო", ცოტა დაუკვირდი მეგობარო რას წერ შენი ჭირიმე, ქართველ ბიჭებზე, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებზე, დარწმუნებული ვარ შემთხვევით/გაუცნობიერებლად დაწერე.
misha
დაკარგეს ბიჭებმა უკვე ავტორიტეტი გააფუჭეს საქმე ნელ ნელა ეგენიც ფეხბურთელებივით იქნებიან თუ ესე გააგრძელეს სირცხვილია სახლში 2 მატჩი სახლში და ორივე წაგება ვინ ჩემი შაშტაკოლაა ან არგენტინა ან სამხრეთ აფრიკა ორივე უნდა მოეგოთ ეხლა მესამესაც ფრანგები მიარჭობენ და მერე ალბათ მეოთხედ ცარიელ სტადიონზე ვითამაშებთ და მაშინ მაინც მოვიგებთ.სტუმრები რომ წავლენ 18 ივნისის შემდეგ.აბა წარმატებები ბიჭებო.
სოსო
ძალიან კარგია,რომ ხელმძღვანელობა ცდილობს თანაბრად დატვირთოს მთელი შემადგენლობა.ჩემი აზრით ამ თამაშში მთავარი ამოცანაა,რომ შევინარჩუნოთ უკანა ხაზის დარჩენილი კონტინგენტი,ახალი ტრავმები კატასტროფა იქნება.
euhhh
dges gavani gadit mwvrtnelebi,ise zaan arbolavs.miuxedavad yvelaze zalismieri sportisa,ragbi yoveltvis gamoircheoda tabisi etikit.wina tamashze ki ise abolebdnen ,yovelgvar saragbo kulturas gadausves xazi.P.S.MARTLAC SANAQEBO TAOBA GVEZDEBA RAGBSHI,GAIGET PULI DA MOUYVANET KARGI SAMWVRTNELO SHTABI.KONTRAQTSHI UNDAIYOS ROM ICXOVRON SAQARTVELOSHI,VAISIVIT TURISTIVIT KIARUNDA CHAMODIODES....WARMATEBEBI LOMEBO
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან