"ლელომ" კოლეგებს შორის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა
"ლელომ" კოლეგებს შორის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა ასე ჩამოყალიბდა: რამდენად სწორად მიგაჩნიათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ვლადიმირ ვაისისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება?

ელენე ბილიხოძე (საქართველოს რადიოს პირველი არხი):

"უმჯობესი იქნება, ფედერაციის ხელმძღვანელებმა ვაისთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ, არჩევანი რომელიმე ქართველ მწვრთნელზე შეაჩერონ, მწვრთნელზე, რომელიც გუნდთან ერთად გაიზრდება".

ბიძინა ბარათაშვილი (სილქმედია):

"არ მივეკუთვნები ვაისის არც მეხოტბეთა და არც იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მას აბრალებენ. შექმნილ სიტუაციაში მაინც მგონია, რომ ვაისმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამიტომ მე მაინტერესებს, რამდენად იქნებიან ნაკრებში ახალი სახეები, ახალგაზრდა ფეხბურთელები...

ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთა ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენთვის, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ.

რეალურად, როცა ამ შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, პირადად მე მქონდა იმედი და ამბიცია იმისა, რომ მოვახერხებდით ბოლომდე ბრძოლას ორ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნები ვაისის მიმართ...

მეორე საკითხია, ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია თუ იმ რეალობის, რომელშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ მდგომარეობამდე მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა".

მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა):

"ვაისს ჰქონდა ხარვეზები... მაგალითად, რამდენიმე შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ, ასევე მინუსად ეთვლება მოლდოვასთან მოუგებელი მატჩები და საერთოდ შესარჩევი ეტაპის მოგების გარეშე ჩამთავრება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი სლოვაკი სპეციალისტისთვის უფრო გაცნობითი ხასიათის იყო. ნაკრებმაც მეტ-ნაკლებად გამართული ფეხბურთი ითამაშა, პატივს გვცემდნენ მეტოქეები და შედარებით მორიდებულები იყვნენ ჩვენთან მიმართებაში... ჩვენც უფრო თამამები ვიყავით შეტევაში... ვფიქრობ, ვაისს კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი უნდა ვაცადოთ მუშაობა".

გიორგი მელქაძე (worldsport.ge):

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვეთანხმები სფფ-ის გადაწყვეტილებას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით. მართალია, ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს არ ჰქონია შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, წინასთან შედარებით უკეთესი იყო თამაშის ხარისხი. ობიექტურად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ადვილი შესაძლებელი გახლდათ, ნაკრებს გაცილებით მეტი ქულა მოეპოვებინა შესარჩევში.

მომხრე ვარ სლოვაკის დარჩენის, რადგან, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებმა ნაწილობრივ მაინც დაიწყო თანამედროვე ფეხბურთის თამაში, შესაძლებლობების ზღვარზე. ვაისი ყველანაირად ცდილობს, შანსი მისცეს ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც თავს, ასე თუ ისე, კარგად წარმოაჩენს. გარდა ამისა, ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა დამღლელია - რამდენი მწვრთნელი შეიცვალა საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ ამან რა მოიტანა? - არაფერი. ვფიქრობ, დროა კიდევ ერთი შანსი მიეცეს ვაისს, რომელიც უკვე იცნობს გუნდს და რომელმაც უკვე გამოკვეთა ის წერტილები, რაზეც თამაშის აგება შეიძლება.

ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ ვხედავ გამოსავალს ახალ მწვრთნელში, პირიქით - ამან შეიძლება ისევ უკან დააბრუნოს ნაკრები და ის თამაშიც ვერ აჩვენოს, რაც აჩვენა თუნდაც კარდიფში... ასეც რომ არ იყოს, ისედაც თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა მწვრთნელი არ არის - ქართულ ფეხბურთს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი და მწვავე დაავადებებიც სჭირს.

და ბოლოს, თუ კონკრეტულად მოუგებელ შესარჩევზე ვისაუბრებთ, აღვნიშნავ, რომ სულაც არ ყოფილა ჩვენი ნაკრები ისეთ ადვილ ჯგუფში, როგორც ბევრს ჰგონია. მართალია, არ ყოფილა გრანდი, მაგრამ იყო ოთხი ძალიან კარგი გუნდი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით. მე პირადად ნამდვილად დავინახე დადებითი მხარეები გუნდის თამაშში.

თუნდაც ის რად ღირს, რომ მეტოქე მწვრთნელები საქართველოს ნაკრებზე მოწიწებით, პატივისცემით ლაპარაკობდნენ. ეს უდავოდ იმის დამსახურებაა, რა თამაშიც საქართველომ აჩვენა. მოკლედ, ვაისს უნდა მიეცეს მეორე შანსი".

ილია ნანობაშვილი (worldsport.ge):

"სწორად მიმაჩნია, ოღონდ, დავაკონკრეტებ. ვაისის ფორმაციის ნაკრები თამაშობს თანამედროვე და გამართულ ფეხბურთს, რაც იძლევა იმის წინა პირობას, რომ შედეგი მოვა.

პირადად მე, როცა თემურ ქეცბაიას ნაკრებს ათმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ვამბობდი, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ამის გამო არაერთხელ "მომხვდა", არაპოპულარული გამოდიოდა მაშინდელი კრიტიკა. არადა, მაშინდელი ნაკრების თამაშის ხარისხი არანაირ იმედს არ იძლეოდა და ჩანდა, რომ იღბალი ყოველთვის ჩვენკენ არ იქნებოდა.

მწვრთნელი მარტო ტაბლოთი კი არა, იმითიც იზომება, თუ რამდენად დალაგებული აქვს გუნდის თამაში, რამდენად ჩანს მისი ნააზრევი მინდორზე...

რომელი ჭკუათამყოფელი მოიწონებს შედეგს, როცა მოგება არ გვაქვს, მაგრამ ჩანს პოტენციალი, რომ ვაისის ხელში ნაკრები წარმატებით ათამაშდება. ხარისხობრივად, ვაისის გუნდმა ორი მატჩი ჩააგდო: შინ - მოლდოვასთან და ასევე შინ - უელსთან. სხვა მატჩებს რაც შეეხება, მეტოქეთა მწვრთნელებს ვალდებულების გამო არ უთქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს თამაშის მიხედვით გაცილებით მეტი ქულა უნდა ჰქონოდა.

გავითვალისწინოთ უამრავი საკადრო პრობლემა. საქართველო ფეხბურთელებით განებივრებული ქვეყანა არ არის და დანაკლისს რთულად ვიტანთ. ვაღიაროთ, რომ მწირი არჩევანი გვაქვს. ვაისს ჰქონდა შეცდომები, თუნდაც შეცვლების მხრივ, თუნდაც საწყის მატჩებში გაუბედავი ტაქტიკის გამო... ოღონდ, ერთსაც დავამატებ: მგონი, პირველად ხდება, რომ ნაკრებში გამოძახებული შემადგენლობის ირგვლივ მითქმა-მოთქმები აღარ არის. ან თუ არის, ძალიან ნაკლებად".

საბა საპანაძე (adjarasport.com):

"მიუხედავად იმისა, რომ ვაისის გუნდმა შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე დაასრულა, მაინც ვფიქრობ, რომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა.

მისი მოსვლის შემდეგ ნაკრებში ბევრი დადებითი რამ შეინიშნება. ნებისმიერ მეტოქესთან ვცდილობთ, ბურთზე კონტროლი დავამყაროთ, გამართულად ვუტევთ და ყველაზე მთავარი, რაც სლოვაკი მწვრთნელის ხელმძღვანელობისას შევნიშნე - გოლის გაშვების შემდეგ გუნდი არ იბნევა და ამას არ მოჰყვება უცებ საკუთარ კარში მიღებული კიდევ რამდენიმე გოლი. ეს პრობლემა ნამდვილად გვქონდა კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდშიც.

ამასთან, ვაისის გუნდს მატჩების უმეტესობაში არ ჰყოლია სრული შემადგენლობა. ყოველთვის გვაკლდნენ წამყვანი მოთამაშეები, თუმცა მაინც ვახერხებდით ხარისხიანი ფეხბურთის თამაშს. მწვრთნელების ხშირ ცვლას არასდროს არავისთვის მოუტანია შედეგი და არც ახლა იქნება გამონაკლისი".

ნიკოლოზ ნეფარიძე (ლელო):

"ნული გამარჯვება ათ შესარჩევ მატჩში ნამდვილად არ არის იმის წინა პირობა, რომ მწვრთნელს კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაისის მუშაობას ცალსახად უარყოფითად არ ვაფასებ, ახლა ცვლილებების დროა".

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი):

"ვაისი უნდა დარჩეს. მისი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს პრაქტიკულად ყველა თამაშში ჰქონდა გამონათებები და თანამედროვე, გამართული, დისციპლინირებული ფეხბურის დემონსტრირებას ახდენდა. თანაც ისე, რომ ხშირ შემთხვევებში მეტოქეს აშკარად აღემატებოდა. ასე იყო ირლანდიასთან, ავსტრიასთან, უელსთან, სერბეთთან...

ოღონდ, ეს ხდებოდა ხან ნახევარი საათის, ხან ერთი ტაიმის, ზოგჯერაც 70 წუთის განმავლობაში. ვაისის გუნდს 90 წუთი ასე სწორი ფეხბურთის თამაში არ შეეძლო. რამდენად არის ეს ვაისის ბრალი? ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაკლებად. მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე, ანაც სულაც უგუნდო ფეხბურთელები 90 წუთს ვერ ითამაშებენ. ვაისი კი არა, გვარდიოლა ან კონტეც რომ ჩამოვიყვანოთ, საქართველოს ნაკრებს 90 წუთს ჯერ ვერ ათამაშებენ.

არის ხარვეზები, რაც ვაისმა საკუთარ თავში უნდა აღმოფხვრას. პირველ რიგში, ეს არის უფრო მეტი ყურადღება ეროვნული ჩემპიონატის მიმართ და შეცვლების უფრო დროულად და თამამად განხორციელება. სხვა მხრივ, ჩემი აზრით, ვაისს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს".

გალაკტიონ ესაკია (sportall.ge):

"მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია შედეგს მოსთხოვს და მის გამართლებას არ დაიწყებს ყოველი თამაშის შემდეგ. ახალი საკვალიფიკაციო ციკლისათვის სხვა მწვრთნელის მოყვანა რისკია. ვაისი კარგად იცნობს ეროვნული ნაკრების პლუსებსა და მინუსებს. მას უნდა დაუსახონ მიზნად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გასვლა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მინიმუმ მეორე ადგილი".

გელა უშარიძე (sportall.ge):

"როგორც ყველაფერში, ფეხბურთშიც არსებობს ლოგიკა და ამ ლოგიკის თანახმად, ვაისს სერბეთთან თამაშის დასრულების შემდეგ მადლობა და ბოდიში უნდა გადაეხადა-მოეხადა ქართველი გულშემატკივრებისა და სფფ-ის ხელმძღვანელებისთვის და ეთქვა - მშვიდობით! ეს იქნებოდა სავსებით ლოგიკური ნაბიჯი შესარჩევ ციკლში ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით.

ამის შემდეგ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უნდა მოეხადა ბოდიში გულშემატკივრებისთვის, იმ არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მოსვლიდან დღემდე სანაკრებო საკითხებში დაუშვა.

ინტერნეტში ქექვის დრო ჯერ არ მაქვს, მაგრამ მინდა მოვიძიო ის მწვრთნელები, რომლებმაც შესარჩევ ჯგუფში დასახული მიზანი ვერ შეასრულეს და კონტრაქტი მაინც გაუგრძელეს. ეჭვი მაქვს, თავმოყვარე ქვეყნების "თავმოყვარე" ნაკრებებში მსგავსი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი იქნება".

კობა ინასარიძე (sarbieli.com):

"არასწორად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა... მარტივი ლოგიკაა და ვფიქრობ, ბევრიც დამეთანხმება: ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფის 10 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო! ასეთი გუნდის მწვრთნელის პოსტზე დარჩენა კი ყოვლად მიუღებელია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ორიოდ დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ბრძანა, ნაკრები ვაისის ხელმძღვანელობით თავის თამაშს თამაშობსო... ვფიქრობ, ეს არ არის არგუმენტი, რისი გათვალისწინებითაც წაგებულ მწვრთნელს კონტრაქტი უნდა გაუგრძელდეს. ნაკრები თუ თავის თამაშს თამაშობს და ათიდან ვერც ერთ თამაშს ვერ იგებს, ხოლო ფედერაციაში ეს ახალი კონტრაქტის წინა პირობად მიაჩნიათ, საერთოდ წასული ყოფილა ჩვენი საქმე".

ბასკი სხირტლაძე (მაესტრო):

"მიმაჩნია რომ უნდა დარჩეს ვაისი. თუნდაც იმიტომ, რომ იმ ანტიფეხბურთის შემდეგ, რასაც ნაკრები წლების განმავლობაში თამაშობდა, გუნდმა ძლივს დაიწყო ფეხბურთის თამაში და ეს უშუალოდ ვაისის დამსახურებაა. თუნდაც იმიტომ უნდა დარჩეს, რომ ყველა შესარჩევს არ უნდა ვიწყებდეთ ახალი მთავარი მწვრთნელით".

ლაშა თაბაგარი (adjarasport.com):

"ჩემი აზრით, ვაისისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გამართლებულია. რა თქმა უნდა, შედეგი არ არის მისაღები, ნაკრებმა თამაში ვერ მოიგო შესარჩევ ციკლში, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. არ არის საკმარისი რესურსი და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ციკლში მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ოპტიმალური შემადგენლობით.

ბოლო დროისგან განსხვავებით, ნაკრებმა შეიძინა თავისი სახე. ჯგუფში მხოლოდ სერბეთმა მოგვიგო ორივე მატჩი. ვისწავლეთ ის, რომ გაშვებული გოლის შემდეგ თამაში არ უნდა შეწყვიტო.

ვაისის ბრალი ნამდვილად არ არის, ჩვენი ფეხბურთელები ცოტას რომ თამაშობენ თავიანთ კლუბებში და, შესაბამისად, იდეალურ კონდიციებში ვერ ჩამოდიან ნაკრებში. არის ფინანსური მომენტიც. ჩემი აზრით, ამ ხელფასზე ვაისის დონის სპეციალისტის მოძიება გაჭირდება. ეს კაცი თავს არასოდეს იმართლებს უაზრო არგუმენტებით. ადრე გაცილებით დიდი ხელფასი ჰქონდა ნაკრების მწვრთნელს, მაგრამ მაინც მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გავდიოდით".

პაატა გელაშვილი (ლელო):

"მიმაჩნია, რომ ვაისი უნდა დარჩეს და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება სწორია, თუნდაც კახა ცხადაძის მაგალითიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, შედეგი არ არის სახარბიელო, რა თქმა უნდა, მწვრთნელს ჰქონდა შეცდომები, ნაკრებმა ვერ მოიგო ერთი ოფიციალური მატჩიც კი და ეს ვის უნდა მოსწონდეს, მაგრამ გამოჩნდა დადებით ტენდენციები თამაშის ხარისხის მხრივ, ვაისი უკვე კარგად იცნობს რესურსს და ვფიქრობ, ერთი შესარჩევიც უნდა ვაცალოთ. ოღონდ, ახალ კონტრაქტში მკაცრად უნდა იყოს მითითებული შედეგის მოთხოვნა და მერე ფედერაციამ ამ მოთხოვნის შესრულება-არშესრულების მიხედვით იმოქმედოს.

საქართველოს ნაკრებს დღეს არ ჰყავს ფეხბურთელების ის კონტინგენტი, რომელსაც ერთ შესარჩევ ციკლში დააყენებ ფეხზე. ეს ობიექტური რეალობაა. საკლუბო ფეხბურთი სულ სხვაა. იქ მწვრთნელისგან მალე ითხოვენ შედეგს, ნაკრები კი განსხვავებული ფენომენია იმ მხრივ, რომ აქ მწვრთნელს ძალიან ცოტა დროს აქვს ფეხბურთელებთან მუშაობისთვის.

საქართველოს ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მწვრთნელების ხშირი ცვლაც არის. წარმოიდგინეთ, ვაისის ნაცვლად მოსული ახალი მწვრთნელი რა დროს მოანდომებს ფეხბურთელების გაცნობას, ტაქტიკურ ექსპერიმენტებს თუ ყველა იმ ნაბიჯს, რაც ახალმა მწვრთნელმა უნდა გადადგას. ამასობაში, ის ერთა ლიგა და შესარჩევი ციკლიც შემოგვადნება ხელში ისე, რომ შედეგი არ გვექნება. ანუ დაიკარგება კიდევ ერთი წელიწადი, მით უმეტეს, ძალიან მეეჭვება, ფეხბურთის ფედერაციამ უფრო ძვირად ღირებული და სახელიანი სპეციალისტის მოყვანა შეძლოს. და ვივლით ასე ერთ წრეზე".

კახა ბერიძე (leaderbet.com):

"მახსოვს, ანალოგიური გამოკითხვა "ლელომ" ვლადიმერ ვაისის ნაკრებში დანიშვნის დროსაც გააკეთა და მაშინ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი კახა ცხადაძის გაშვებას. ვაისის სამწვრთნელო ცოდნაში ეჭვი არ შემაქვს, ნამდვილად კარგი სპეციალისტია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგში ვერ აისახა და ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო. მწვრთნელი კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შედეგით იზომება.

მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ ჩვენს ეროვნულ გუნდს სასიკეთო რომ არაფერი მოუტანა, მშვენივრად ჩანს. თუ 2 წლის წინ ვაისის მოსვლა არასწორად მიმაჩნდა, ახლა ვფიქრობ, მას კიდევ უნდა მიეცეს ერთი შანსი და თავადაც თუ აქვს დარჩენის სურვილი, მუშაობა გააგრძელოს".

პაატა ძნელაძე (დამოუკიდებელი ჟურნალისტი):

"შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე დავასრულეთ და, რა თქმა უნდა, ეს შედეგი არავის გვაკმაყოფილებს. ამის მიუხედავად, ფედერაციის ნაბიჯს დადებითად ვაფასებ. საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი უკეთესია, ვიდრე ადრე. სწორ გზაზე ვდგავართ. ჩემი აზრით, თუ მომავალ შესარჩევ ციკლში ტრავმები არ გაგვაწამებს, უკეთესი შედეგი გვექნება".

დიმა შარიქაძე (adjarabet.com):

"ვაისმა გააერთიანა გუნდი. ფსიქოლოგიურად ასე ძლიერი და ტაქტიკურად ასე განსწავლული საქართველოს ნაკრები არ მახსენდება. ჩვენ ვახერხებთ გოლის გაშვების შემდეგ გავუტანოთ არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ, ევრო 2016-ის ნახევარფინალში გასულ უელსს კარდიფში. ბოლოს, სერბეთთან საქართველოს ნაკრებმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა გოლის გაშვების შემდეგ.

ნეიტრალური თვალით უელსთან, ავსტრიასა და ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩები სენსაცია იყო, რადგან დღეს ქართველი ფეხბურთელები მეტოქეებზე გაცილებით სუსტ გუნდებში ასპარეზობენ. გარდა ამისა, საქართველო ფიფას რეიტინგში მათ ბევრად ჩამორჩება.

ვაისმა დაუშვა შეცდომები სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას, მაგალითად, ავსტრიასთან შინ და მოლდოვასთან სტუმრად, როცა ნიკა კვეკვესკირზე უარი თქვა და თამაში ვერ დავალაგეთ, მაგრამ შემდგომ ამ ტიპის შეცდომები გამოასწორა.

კიდევ ერთი საკითხია გუნდში ახალგაზრდების გამოჩენა - გვილია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, ქვილითაია, კაჭარავა, ტაბიძე, მაკარიძე და ჯიღაური გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად იქცნენ. საერთო ჯამში, კახა ცხადაძის მიერ დაბალანსებული გუნდის ხელმძღვანელობა ვაისმა ძალიან კარგად გააგრძელა.

იყო შეცდომები, რომლებიც ალბათ უნდა ყოფილიყო კიდეც, რადგან სხვანაირად გუნდის შენება არ გამოდის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ვაისისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება სწორი გადაწყვეტილებაა, შედეგი კი - მეხუთე ადგილი, რის გამოც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ მას, არსებული კონტინგენტის შესაბამისია".

ნიკა ბაიდაური (სპორტერი):

"ჩემი აზრით, ვაისი ამ გუნდში უნდა დარჩეს. მიზეზი რამდენიმეა:

1) აშკარაა რომ ვაისის ფორმაციის ნაკრები აღარ ჰგავს ქაოსურად მოთამაშე გუნდს, რომელიც 10 კაცით ყრუ დაცვაში იჯდა;

2) გუნდი გააზრებულ კომბინაციებზე აკეთებს აქცენტს. მართალია, ამას ჯერ 90 წუთის განმავლობაში ვერ ვაკეთებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წლის წინ ამაზე საერთოდ არ კეთდებოდა აქცენტი.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს ნდობა და დრო სჭირდება. მეორე მხრივ, ნაკრებისთვისვეა ცუდი ასე ციკლიდან ციკლამდე მწვრთნელის ცვლა, ვინაიდან ასეთი არასტაბილურობის განცდით თამაშის ხარისხის მხრივ პროგრესი შეუძლებლად მესახება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

z.
-სპორტში , როგორც პოლიტიკაში გაუნათლებლობაა და შესაბამისად კულტურაც. ფაქტი ჯიუტია.
vaso
ახლა ახლის მოყვანას, ისევ ეს დარჩეს ჯობია. მგონი ახალ გუნდს გააკეთებს. ლორია, ნავალა ჯაბა და დვალიშვილი, საერთოდ უნდა გაუშვან. კვერკველიას და კაშიას ნაცვლად ხოჭოლავა და დვალია გამოსაცდელი. პრობლემებია ნახევარდაცვაში, გამოსაცდელია ჭანტურიშვილი, არაბიძე, პაპუნაშვილი, ბერიძე, ებრალიძე, აბურჯანია, . დღეის მდგომარეობით ნახევარდაცვაში მხოლოდ ჯანოს დავთოვებდი, დანარჩენი სანახავია ახალ სახეებში. ვაისი ასეც იზამს და ამხანაგურებს და ლიგას ახალი გუნდის გაკეთებაში გამოიყენებს და დარწმუნებული ვარ წარმატებას დადებს, ასე რომ უნდა დარჩეს, იგი უკვე მთლიანად ფლობს სიტუაციას
otar
ვაისი უნდა დარჯეს ,ამაზე კარგი სპეციალისტი საკატველოსჰი არაა
ზაზა
რას დაამსგავსა,რას? თამაშის მოგების გემო დაავიწყდათ ნაკრების ფეხბურთელებს....
ზაზა
დრო ყველაზე ძვირფასია ადამიანის ცხოვრებაში.მაგ ვაისს ამდენ დროს რომ აძლევთ და ახარჯავთ,ააქვს კი ქართულ ფეხბურთს მაგხელა ფუფუნება?... დრო უნდა მისცე კლუბის მწვრთნელს,რათა შეიძინოს ფეხბურთელები,ავარჯიშოს,გაწვრთნას(გამოწვრთნას),ჩამოაყალიბოს,დააყენოს და აათამაშოს გუნდი. ნაკრების მწვრთნელმა კი უბრალოდ რა პროდუქტიც გაქვს, მისგან გემრიელი კერძი უნდა მოამზადოს.ანუ,მხოლოდ შეარჩიოს ფეხბურთელები,ერთი გუნდი უნდა შეკრას და რაიმე ტაქტიკა შეიმუშავოს.დრო რამდენიც არ უნდა მისცე,ის თავისით მაინც ვერ აღზრდის ახალ ფეხბურთელებს და ვერც ფფპ-ს აყიდინებს მისთვის სასურველ ფეხბურთელს. ამიტომ,როგორ კარგადაც არ უნდა თამაშობდეს გუნდი,როცა 10-დან ერთ თამაშს ვერ მოიგებ(აქედან მოლდოვასთან 2 თამაში),იქ ასეთი შეკითხვები აღარ უნდა დაისვას. მას ან აქვს პოტენციალი მოაგებინოს საქართველოს ნაკრებს თამაშები,ან არა.
გგგგგგგგგგგგგ
დარწმუნებული ვარ ვაისის გაშვება უნდოდათ და მის ადგილას გეგუჩაძის დანიშნვა, თუმცა ამ ჩე მისა გეგუჩაძემ იმდენი მოახერხა რომ ფარერების U21 -თან წააგო, ჰოდა ეხლა ეგ ამბავი ვეღარ გამოვა. კაცმა ფარერებთან წააგო და მაგას ხო არ დანიშნავდნენ მთავარი გუნდის მწვრთნელოად?! ზოგადად ლოგიკა არის ნოლი! ეს სპორტული ჟურნალისტები სულ გამოიმასქნენ??? კაცმა ერთი თამაში ვერ მოიგო! ერთი შემადგენლობა ვერ გაარტყა! შეცვლებს ვერ იცნობს და აგვიანებს!!! ტაქტიკა არ მოქმედებს! არაადეკვატურია შეფასებებში! და თურმე იმიტომ უნდა გაუგრძელოთ კონტრაქტი რომ "გამართულ" ფეხბურთს ვთამაშობთ, ისიც მაქსიმუმ 70 წუთი!!!! საერთიდ რას ნიშნავს გამართული ფეხბურთი? თუ გამართულს ვთამაშობთ შედეგი რატომ არ გვაქვს?? აქ კიდე ეს სპორტული ჟურნალისტები იწერებიან "პირველ რიგში მწვრთნელი შედეგით იზომებაო", ჰოდა მერე სადაა ეს "პირველ რიგში"?!!! და ნუ აბრალებთ ფეხბურთელებს!!!!! თუ უთამაშებელია ან საერთოდ უგუნდოდაა, მწვრთნელი იმისაა რომ ესეთი ფეხბურთელი არ გამოიძახოს და ათამაშოს მასზე ნაკლებად ცნობადი ფეხბურთელი ოღონდ ის ვისაც რეგულარული პრაქტიკა აქვს. მოკლედ ძალიან ბევრი გამაზგვა აქვს ვაისს და ამდაგვარ სიტუაციაში ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი იმუშავებს
gela
საქარტველოს ნაკრების ტრეინერი უნდა იყოს ქარტველი, რომელის ყველა ტურის ტამაშებს ნახავს და არა ერტს ტელევიზორში მაგიდასტან.
ბესო
მე გაიოზ დსრსაძის მომხრე ვარ მთავარ მწვრთნელად,გამოცდილია და დაალაგებს ნაკრების თამაშს
zuu
ეს რა ერთსულოვანი სპორტული ჟურნალისტიკა გვყოლია . ესენი არ იყვნენ ქეცბაიას რომ ერთხმად შეუტიეს? რას გპირდებათ კობი ასეთს ლოგიკაზე რო აიღეთ ხელი? სირცხვილია ქართველი სპორტული ჟურნალისტიკა ფედერაცია და საერთოდ
ჯორჯ
ვაისი აუცილებლად უნდა დარჩეს და შედეგიც აუცილებლად მოვა. ვერ მოგება ერთია მაგრამ, გააზრებული და გამართული ფეხბურთის თამაში ვისწავლეთ ეს კი იოლი არ ყოფილა.. უნდა ვაცადოთ ვაისს რომ გააგრძელოს თავისი დაწყებული საქმე და გუნდის შენება. ბურთის კონტროლი და ამდენი პასი არასოდეს გვქონია.
კობა
სასწაულია.
444444
უფრო სწორია შეკითხვა: უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა?
Sheyvarebuli
Ar mainteresebs vaisi darcheba tu ara,me chem sheyvarebuls vetyvi rom dzalian dzalian miyvars.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მოითხოვეთ თამაშის დრო 70 წუთამდე შემცირდეს და ნახავთ რო არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არა გვყავს
emigranti
ქეცბაიასაც ასე მისტიროდი?...ესტონეთთან 0:4 გაიხსენე ერთი, ესეც საკმარისია.
ლაშა
ერთ დონეზე ყოფილა ქართული ფეხბურთი და სპურტული ჟყრნალისტიკა. სპორტული ჟუნალისტები, რომლებიც ყველა ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულები და მომთხოვნები არიან იძახით მთავარი ტაბლო ხომ არ არისო )) სად დაკარგეთ თავმოყვარეობა ხალხნო რეებს იძახით. ელემენტარული ანალიზი ხო უნდა გააკეთოთ მომდევნოს შესარჩევის ნაცვლად ერთა ლიგას ვთამაშობთ სადაც ჩვენი დონის და ჩვენზე სუსტი მეტოქეები გვეყოლებ. ჩვენზე სუსტ მოლდოვას ორი ცდიდან ერთი ვერ მოუგეთ, ვაისმაა ვერ მოუგო მოლდოვას ორი თამაშიდან ვერცერთი, მოლდოვასთან 8 დაცვითი და ჩამშლელი ფეხბურთელით დაიწყო და ორი გოლი გაუშვა ერთ ტაიმში, ანუ სუსტ გუნდებთანაც არ იცის ამ კაცმა თამაში, 10 თამაშიდან ვერ მოიგო ვერცერთი და სხვა რა უნდა ექნა რო გაგვეშვა
ვავა
თუ ვაისის მაგივრად,,უის,,მოიყვანს ფედერაცია,მაშინ ჯობია ვაისი დარჩეს.,მაგრამ თითქმის ერთი წელია ,,ერთა ლიგის,, პირველ ოფიციალურ მატჩამდე და რატომ ჩქარობს ფედერაცია?ხომ არ არის სიჩქარის მიზეზი? უპრეტენზიო ვაისთან ადვილია ურთიერთობა?... რჩება?რა პირობით?ვინ იღებს პასუხისმგებლობას შედეგზე?ვინც ტოვებს,ის რა დომნეზე იღებს პასუხისგებლობას? და რა შედეგის შემთხვევაში გადადგება ვაისი?ფედერაცია?..ერთა ლიგაში წარუმატელობის შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი?! -..მაოცებს- არავის მსგავსი შეკითხვაც არ გააჩნია?... -ყველაზე საშინელი ისაა,რომ საერთოდ ბჭობის საგანია მწვრთნელის დარჩენა,რომელმაც ვერცერთი თამაში ვერ მოიგო(((ეს უკვე პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენია ქართული ფეხბურთის,როცა ამიცია პლინტუსს ქვევით არის -ნაკრების თამაში მართალც უკეთესია,მაგრამ შედარებით რომელ ნაკრებთან?ქეცბაიას დროინდელ ნაკრებთან,რომელიც კარებში იდგა მთელი გუნდით?თუ ქეცბაიას კატარსტროფა-ნაკრებს ვადარებთ,მაშინ ჩვენ არასდროს არ გვეყოლება ნაკრები და...
დავითი
მოიცადე და იმ ხალხს რას ეუბნები, თავისი ფეხბურთელები თუნდაც ჰამშეკის დონის რომ გონია...ჩამოვრჩით და არ გვესმის. ჯერ კიდევ ცხადაძე ამბობდა 13-14 ფეხბურთელი გვყავს მხოლოდო - გამოაკელი ოქრიაშვილი და მჭედლიძე, რამდენი კაცი გამოდის ☹
simartle
განსაკუთრებულად მომეწონა: ამ ხელფასზე სხვა არ დაგვთანხმდებაო))))რა ვიცი,იქნებ და მოინახოს ვინმე ვაისის ნახევარხელფასზე რომ დათანხმდეს?უკეთესი არ იქნება?ისე მართლაც რას ვკამათობთ და ვნერვიულობთ?ჟურნალისტია თუ ფეხბურთის გულშემატკივარი,რომ იტყვის-გუნდს თამაში დაეტყოო,ან სხვის თამაშებს არ უყურებს,ან მართლა სჯერა რომ ამ შემადგენლობამ უკეთესად ითამაშა ვიდრე 2-3 წლის წინა შემადგენლობამ? ჯერ ჯგუფის შემადგენლობა ნახე-უელსი,ირლანდია,სერბია,მოლდოვა და ავსტრია.იმ ავადხსენებულ წლებში შოტლანდიაც დავამარცხეთ,ხორვატიაც და მოლდოვაც.ეხლა ?რა გუნდური თამაში დაეტყო ამათ?ან სად დაინახეს ლოგიკური შეტევითი ფეხბურთი?
Levani kobidze
Cxadadze rato gaushves vicit vinmem sinamdvileshi? Fuli to moiyvanes mizezat, mag kacma tqva vinc formashi ariqneba at dauzaxebo, eg arawyobdat tan cxadazem to icis qartvelebis use vaisma rigor unda icodes, end arawyobfat tan principuli kacia da magat laparakze arivlida, vaisi ro kargi mwvrtnelia magaze aravin davobs, magram qarvels ufro esmis AQ ra chorni xofebia an ra shedegze laparaki mogeba ara gvaq. Azerbaijanma chveze meti qula daagrova Mara prosinechki mainc gadadga.chentan, an mwvrtnelia ra shuashia, movashorot kaladze kobiashvili mufiri jgarkava davnisnot martla girseulebi da mwvrtnels mere movtxovot shedegi
დავითი
ირაკლი, ფინეთის და მასეთიქვეყნების დონის ნაკრებს ფინელების ტოლფასი პროფესიონალიზმი ჭირდება. აქ რომ დაინგრა ფეხბურთი ისე არ დანგრეულა იმ ქვეყნებში და ფულსაც ბევრად აზრიანად ხარჯავენ - გამგებლის საახლობლო არ მართავს მილიონებს საკლუბო მენეჯმენტის სახელით...
სოსო
ტოტენჰემთან აქ 1-1.ლონდონში 1-5.
გიგა
ხალხო მესმის რომ მთავარი ისაა რაწერია ტაბლოზე, მაგრამ დღეს ნაკრებმა ისწავლა გუნდურობა, ცდილობენ ითამაშონ კომბინაციური გამართული ფეხბურთი, პლიუს ამდენი ზუსტი პასი, ცოტაც დავაცადოთ მჯერა ეს კაცი გაგვიყვანს ევროპაზე.
ირაკლი
საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა ბოლომდე ვერ დავეთანხმები. სლოვენიის, სლოვაკეთის და ფინეთის დონის გუნდი მაინც უნდა გვყავდეს, რადგან არც ამ ქვეყნებში იდება მილიონები ფეზბურთში. უბრალოდ რაც იდება სწორად გამოიყენება და განსწავლული მენეჯერები ჰყავთ. ჩვენთან ბოდიში და ეს სფერო ძველი ბიჭების კრებულს უფრო გავს, ერთხელ დაესწარით ბავშვთა კლუბების მატჩს და მოისმინეთ მწვრთნელთა ლექსიკა. ასე მგონია ქართულ ფეხბურთში ინტელექტის დეფიციტია ძირიდან კენწერომდე.
Kote
"გავროზგოთ", "გავამათრახოთ", "ძელზე გავსვათ", "დილეგში ჩავაგდოთ", "შაყი ვკრათ", "თავი მოვკვეთოთ" - და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დღემდე ყველაზე გამართული (შედარებით, რა თქმა უნდა) ფეხბურთი ათამაშა, 11 ფეხბურთელით საკუტარ ნახევარზე არ ამოიკეტა და ცალკარა არ შეასრულა!
jorj
ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწოს რეფორმები ვაისი წავა თუ არა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
თენგო
ამ კაცს როცა არ მოსწონს თუ რა დონის ჩემპიონატებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები,და წარუმატებლობის მიზეზად პირველ რიგში ეს დაასახელა,სამომავლოდ რაა? ვითომ ეს ფეხბურთელები ბუნდესლიგა, ან პრემიელ ლიგაში გადავლენ?ამიტომ მარტო ასეთი გაცხადების გაკეთების გამო გაუშვებს ვაისს თავ მოყვარე ფედერაცია.
gia
ქართველი გვინდა ვინც იცის გულშემატკივარის და საზოგადოების განწტყობა ...იმითომ რომ გულშემატკივარი ზოგჯერ პირველი მოთამაშეა და არა მე-12..ცხადაძე რომ ყოფილიყო გულშემატკივარის დასწრება უფრო მაღალი იქნებოდა და სტადიოიც შეივსებოდა...ხალხს ყური უნდა უგდონ
Dato
არჩევნებში ხმა მიეცით ქართველებს - გეგუჩაძეს, ცხადაძეს ცეცაძეს, ქეცბაიას, არველძეს და სხვებს!
ნოდო
ეგ კი არა ხელფასიც უნდა გაუორმაგოთ ცოდა კაცი თურმე ხალხი არ ყავს მარა ესპანეთან მატჩის დროს ყავდა სულ ტოპ-5 ში მოთამაშეები მარტო ამ წინადადებისთვის უნდა გაუშვა
rezo
ვაისმა შესაძლოა ვერცერთი ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო მაგრამ ესპანეთის ნაკრები დაამარცხა ეს ერთი. მეორე, ყველა თამაშში გუნდმა ითამაშა ფეხბურთი და რომ გაგვმართლებოდა შეიძლებოდა რამდენიმე თამაშის მოგება და ბოლოს მესამე, ისე განწირულად არავისთან წაგვიგია როგორც ადრე ვაგებდით. გუნდს ხელი ეტყობა და ვაცადოთ ამ კაცს. ამ მწვრთნელების ხშირი ცვლა კარგს არაფერს მოგვიტანს.
დავითი
ნამდვილად სასიხარულოა, რომ სპორტული ჟურნალისტების უმეტესობა ჯანსაღად აფასებს სიტუაციას: 1. ხედავენ ვაისის დადებით მხარეებს - ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად ასეთი ძლიერი ნაკრები არასდროს გვყოლია; 2. ამჩნევენ ვაისის შეცდომებს, თუმცა ობიექტურობას არ კარგავენ და ხვედბიან, შეცდომების ნაწილი გუნდის და არსებული რესურსის გაცნობის თანმდევი პროცესი იყო; 3. ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციას ობიექტურად ფასებენ - 70 წუთი თუ გუნდი კარგად თამაშობს ეს ფეხბურთელთა უთამაშებლობის და სუსტი ფიზიკური მომზადების ბრალია და არა ვაისის. მადლობა ბიჭებო, ცოტა ხასიათზე მოვედი - ქართველი ჟურნალსიტები სწორად ხედავენ სიტუაციას. დროა ჩინოვნიკებმაც მიბაძონ!
ავთო
რატომ უნდა გავუშვათ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება.
aburjga
ვაისს არ ვამართლებ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ამ ჩავლილ შესარჩევ ეტაპს სათანადო შეფასება მივცეთ და აღვნიშნოთ, რომ თავისი თამაშით ნაკრებმა რამდენჯერმე გვარიანად გაგვახარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდ ბრიტანეთში გასვლაზე ჩატარებული ხარისხიანი თამაშები. სამწუხაროდ რიგი ობიექტური მიზეზების გამო ჩვენი, გულშემატკივრების მოთხოვნა ნაკრების თამაში გაუმჯობესებაზე და ერთ-ერთ წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნად საქართველოს ჩამოყალიბებაზე დღევანდელ ვითარებაში არის უსაფუძვლო. ამ ამაღლებულ მოთხოვნას ძირითადად საფუძვლად უდევს მოგონებები დინამოს სახელოვან წარსულზე, იმ დროზე როცა დინამო მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. იმ დროსაც იყო საქართველოს ჩემპიონატი, მაყურებელიც დადიოდა და საკუთარ გქალაქის თუ რაიონის გუნდს გულშემატკივრობდა (ყოველ დღე ტელევიზიით ათას სხვადასხვა არხზე არ გადაიცემოდა ბარსელონას და რეალის, ბაიერნის და ჩელსის... თამაშები). არც თუ ურიგო საყურებელი იყო, ჟინი და აზარტი არ კლდა! მაგრამ იმ ბედნიერ დროშიც რომ შეგვეკრიბა იმ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ნაკრები და მიგვეღო მონაწილეობა ევროპის თუ მსოფლიოს შესარჩევზე, მიჭირს წარმოდგენა ისეთი საშინელი დღე დაგვადგებოდა! მაშინ იმ ჩემპიონატში ახალგაზრდა კაცები თამაშობდნენ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბავშვებს სხვაგან გაქცევის საშუალება არ ქონდათ. კიდევ კარგი იმ დროს საზღვრები ჩაკეტილი იყო და ვინც საზღვარგარეთ წავიდოდა (გაიქცეოდა) მას და მის ოჯახს სხვა ათას უბედურებასთან ერთად სამშობლოს მოღალატის სახელი დიდი ხნით გარანტირებული ჰქონდა! და ერთხელ კიდევ, კარგი ასე რომ იყო თორემ არც ქართული ფეხბურთი იარსებებდა და არც მესხი და მეტრეველი! სადღაც ევროპის მეორეხარისხოვანი გუნდის დუბლში მოხვდებოდნენ 17-18 წლისანი და მოაცვეთინებდნენ საკამს! ეს ერთი! მეორეც იმ დროსაც კი საქართველოში ერთი ძალიან კარგი გუნდი კომპლექტდებოდა მთელი საქართველოს მაშტაბით -თბილისის დინამო! მიუხედავად ბრწყინვალე წარმატებებისა იმ დინამოსაც ქონდა ძალიან მძიმე ჩავარდნის წლები. ამას გარდა როცა აღმავლობას განიცდიდა მაშინაც კი ძალიან უჭირდა ევროპულ გრანდებთან ტოლ- სწორად თამაში. გავიხსენოთ თუნდაც ტოტენჰემი დინამო 6:0 თუ 6:1 ზუსტად ვერ ვიხსენებ, წავაგეთ. პიტერსი-ჩივერსი... გოოლ! საშინელება იყო. მეორე იყო ქუთაისის ტორპედო დანარჩენების და ახლადგამოჩენილი ტალანტების ნაკრები. ხანდახან ლანჩხუთის გურიაც დაადგებოდა აღმავლობის გზას, გამოიბრწყინებდა. მაგრამ უნდა ითქვას მაშინაც ჭირდა მესამე გუნდის დაკომპლექტება/ ამის გამო გურიაში წამყვან პოზიციებზე თამაშობდნენ ბრწყინვალე ფეხბურთელები სხვა რესპუბლიკებიდან - ვასილი ტროიანი, ვიქტორ ხლუსი, ფომენკო... ყველას ვერ ვიხსენებ. ეს ადამიანები გურიაში პატრიოტიზმის გამო არ ჩამოდიოდნენ სათამაშოდ! ჩამოდიოდნენ იმიტომ რომ იმაზე მეტს უხდიდნენ ვიდრე უკრაინაში ან სხვაგან! ახლა კი ამ მსოფლიო ფეხბურთში ისეთი ფული ტრიალებს, ჩვენ მაგას ვეღარ გავქაჩავთ ვერასდროს! მე არ ვიცი გამოსავალი რაშია? ალბათ უფრო ინდივიდუალურ სახეობებზე უნდა ავიღოთ სწორება, მაგალითად ჩოგბურთი, სნუკერი... (ეს მილიონები 250-300 მილიონი, სნუკერის და ჩოგბურთის განვითარებას ნამდვილად ეყოფა) ან პლიაჟის ფრენბურთი, რა ვიცი?! ვიმსჯელოთ!
ომარი73
გეგუჩაძე დააყენეთ!
Zura
ვაისმა გუნდი რაღაცას დაამსგავსა.ამდენი ზუსტი პასი ორ და სამ შესარჩევში ერთად აღებულში არ გაკეთებულა.ვერცერთ მოთამაშეზე ვერ იტყვით,რომ ჯიგარს არ დებს თამაშში. თუ დააკვირდებით ახლა პირიქითაა,საკუთარ კლუბებთან შედარებით ნაკრებში ნაკრებში უფრო მეტს ინდომებენ.
LIVE
დააბრუნეთ ცხადაძე ეს ყველაზე კარგი გამოსავალია და მორჩით ამ ფედერაციაში კუდაბზიკობას, შეცდომის აღიარებასაც კაცობა უნდა ხოდა აღიარეთ შეცდომა და დააბრუნეთ ცხადაძე.
giorgi
მწვრთნელის შეცვლა არ შველის საქართველოს ნაკრებს. მთავარია ის საშინელი კორუფცია ფულების მოპარვა მოტეხვა ნეპოტიზმი და ჩაწყობები დამთავრდეს რაც მეფობს დღემდე ქართულ ფეხბურთში. არაპროფესიონალი კორუმპირებული კარდები ვინც კი არსებობს ქართულ ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ გაქრნენ ფეხბურთიდან და ყველა რგოლში მოვიდნენ პროფესიონალები ვისაც უყვარს თავისი საქმე ,როგორც კლუბებში ასევე ფედერაციაში აი ეს თუ მოხდა მაშინ ნამდვილად გამოსწორდება სიტუაცია.
ალექსანდრე
უნდა დარჩეს, იმიტიომ კი არა რომ კარგია, იმიტომ რომ უკეთესი არავინაა
გამოკითხვა
კარგი იქნება თუ გულშემატკივრებშიც ჩაატარებთ ანალოგიურ გამოკითხვას.
imereli
ცხადაძე არ უნდა გაეშვათ ნაგრამ ამ ეტაპზე მაინც ვაისი უნდა დარჩეს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...