სუპერლიგა: დინამოსა და ქუთაისის გამარჯვებები
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები დღეს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. დედაქალაქის ოლიმპიურ სასახლეში "დინამო“ "მგზავრებს“ შეხვდა, ხოლო ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა "სოხუმს“ უმასპინძლა.

ორივე მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს. მიმდინარე სუპერლიგის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა "დინამომ“ "მგზავრებს“ 80:64 სძლია. სადებიუტო წუთებში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიდიოდა. "მგზავრები“ სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს.

პირველი პერიოდი დინამოელებმა 21:16 მოიგეს, ხოლო მეორეში დომინირება განაგძეს და სხვაობას სათავისოდ ზრდიდნენ. "მგზავრების“ მოთამაშეები ცდილობდნენ, მაგრამ ჩამორჩნის 10 ქულაზე ნაკლებით შემცირება ვერ მოახერხეს. შეხვედრა საბოლოოდ 80:64 დასრულა და "დინამო“ კვლავ დაუმარცხებელია.

გამარჯვებულებს 17 ქულით კაელ ტურპინმა ულიდერა. ორმაგი დუბლი - 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ნიკოლა გაჩეშამ, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. "მგზავრებში“ 18 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

ქუთაისში გამართულ მატჩში 36-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. იმერულმა კლუბმა მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი მოგების მქონე "სოხუმს“ 112:76 მოუგო. პირველ ნახევარში ანგარიშში იმდენად დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა. მასპინძლებმა "სოხუმს“ პირველი პერიოდი 7, ხოლო მეორე - 2 ქულით მოუგეს და დიდი შესვენებისთვის 52:43 დაწინაურდნენ. მესამე ათწუთულში ქუთაისელებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, ლიდერობას კიდევ 12 ქულა წაამატეს და მატჩის ბედი ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაწყვიტეს.

ქუთაისელთაგან 6-მა კალათბურთლმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 18 ქულით საუკეთესო დეჟუან რაითი იყო. 16-16 ქულა ბექა ბექაურისა და ჯონათან ლის ანგარიშზე დაგროვდა. "სოხუმში“ დებიუტი ჰქონდა ლიტველ ლეგიონერ ვიტაუტას კარამანისს, რომელმაც 12 ქულა მოაგროპვა. გუნდის ბომბარდირი კი კვან უოლერი გახდა 14 ქულით.

დინამო - მგზავრები 80:64

ირაკლი ხოშტარია, "დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: „იმის გათვალისწინებით, რომ ევროსარბიელზე და სუპერლიგაში მიყოლებით გვაქვს თამაშები, ამ მატჩში ჩვენი მიზანი მოგება იყო, რასაც მივაღწიეთ. „მგზავრები“ კარგი გუნდია და ვეცდებით, მათთან მომავალ მატჩს უფრო მომზადებულები შევხვდეთ, ვიდრე დღეს ვიყავით“.
ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში დინამოს ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ ცოტა პრობლემები გვქონდა, იქედან გამომდინარე, რომ პაუერსი გუნდიდან წავიდა, ხოლო ოთო ფხაკაძე კი სულაც დილით ჩამოფრინდა საქართველოში და დღეს მოუმზადებლად ითამაშა. დინამო ფავორიტი გუნდია და რაღაც დონეზე დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ და თამაში დავხვეწოთ.“

ქუთაისი - სოხუმი 112:76

მიხეილ კობეშავიძე, "სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი: მოგეხსენებათ ორი ძირითადის მოთამაშე გვაკლია, ექიმების პასუხს ველოდებით და მალე გვეცოდინება, თუ როდის შევძლებთ სრული შემადგენლობით თამაშს.

კოტე ტუღუში, "ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი: გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მივულოცავ ჩემს გუნდს. სოხუმს აშკარად ეტყობა ჩავარდნა, თუმცა მჯერა, რომ ისინი მალე მოუმატებენ. წინ სანაკრებო ფანჯარა გველოდება, რომელსაც კარგად გამოვიყენებთ.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ