სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
სუპერლიგის მორიგ ტურს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. პირველ მატჩში მარნეულის “დელტამ” “ქუთაისს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 81:89 დამარცხდა.

ქვემოქართლურმა გუნდმა წინა ტურში “დინამო თბილისი” დაამარცხა და ზოგადად, ამ გუნდს ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია. მარნეულელები ქუთაისელებსაც უგებდნენ, ერთხანს 10 ქულითაც, მაგრამ ლიდერობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და ბრძოლაში დამარცხდნენ.

პირველი პერიოდის შემდეგ “მარნეული” 5 ქულით აგებდა, თუმცა მეორე მეოთხედი მახვილგონივრულად ჩაატარა და ათწუთეულის 26:14 მოგების შემდეგ, დიდი შესვენებისთვის 7 ქულით დაწინაურდა. თამაშის განახლების შემდეგ, ქვემოქართლელები მალევე 10 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ სუპერლიგის ლიდერი მალევე გამოერკვა, სწორი გადაადგილებები გააკეთა და მესამე მეოთხედშივე ვითარება გამოასწორა. აღნიშნული პერიოდი სტუმრებმა 26:17 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 61:59 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. მარნეულელებმა ვეღარ მოახერხეს მწყობრად მოთამაშე ქუთაისელების გატეხვა და საბოლოოდ, 81:89 დამარცხდნენ. “ქუთაისს” 20 ქულით და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 19 ქულა და 6 პასი ჯონათან ლიმ მოაგროვა. 15 ქულა დაგროვდა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე. “მარნეულში” 21 ქულით საუკეთესო გახლდათ საბა ლობჯანიძე. 12-12 ქულა ლევან ფაცაციამ და დეანდრე რეიმ მოაგროვეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

თემურ კანკია – მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი:

„მოგეხსენებათ, მაღალი მოთამაშეები არ გვყავს, რის გამოც ჩვენი შანსები მცირდება. დღეს პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, დაცვითი ფუნქციები კარგად შევასრულეთ და საკმაოდ რეალური შანსი გვქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში დაგვჯაბნა მეტოქემ და შედეგიც სახეზეა. ვულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას.“

კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული თამაში გვქონდა. „მარნეულმა“ განვლილ ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა, შეიძლება ითქვას, ფავორიტებთან. აქედან გამომდინარე, მძიმე თამაშს ველოდით, რაც გამართლდა კიდეც. პირველ ტაიმში ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა „მარნეულმა“. გარდა ამისა, იცით, რომ დანაკლისი გვქონდა და ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს გავიმარჯვეთ.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიერ

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
სუპერლიგა: "მარნეული" - "კაკტუსი" 106:95
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს