საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორდღიანი ვიზიტი რაჭაში ამბროლაურის მშენებარე სტადიონზე დასრულდა.

ლევან კობიაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, პირადად დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი კეთდება. სტადიონს 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და შესაბამისი კომუნიკაციები ექნება.

ამ ეტაპზე, ამბროლაურში უკვე დასრულდა ხელოვნურსაფარიანი ერთი მოედნის მოწყობა, თუმცა არსებობს ხარვეზები შემსრულებლის მხრიდან, რომლის გამოსწორების ვალდებულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს.

ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ექსპერტთა გუნდი საკითხის სწორად წარმართვისათვის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

"ამბროლაურში ძალიან მასშტაბური და ვიტყოდი, რომ ისტორიული პროექტი ხორციელდება რეგიონისთვის, ადგილობრივებისთვის და ფეხბურთისთვის. უკვე გაკეთებულ საფეხბურთო მოედანზე არსებობს გარკვეული პრობლემები, ხარვეზები, რომლებიც განპირობებულია შემსრულებლის მუშაობით. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ დაპირება მუნიციპალიტეტისგან, რომ ეს ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება და რაჭას ძალიან კარგი სტადიონი ექნება", - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ მშენებარე შენობა-ნაგებობები და მეორე სტანდარტული საფეხბურთო მოედანიც მოინახულა. მოედანზე ამჟამად სადრენაჟე და სისტემის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - ფეხბურთი ყველგან... ყველა ქალაქსა და სოფელში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

sdfffff
ხოო, ვალინკებით თუ შეუშვეს მანდ მაგარი თაობები გაიზრდება.
მერაბი
ძალიან კარგია რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვა სპორტში!
QT
კარგია. ასე თუ გაგრძელდა მალე ყველგან ხელნისაწვდომი იქნბა ფეხბურთის თამაში ნორმალურ მოედნებზე და ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო