სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიები დაიწყეს დარჩენილმა წყვილებმაც. თითო შეხვედრა დღეს, თბილისის ოლიმპიურ და ქუთაისის სპორტის სასახლეებში გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის 2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში ჩაება, რომელთაგან ერთმა იმარჯვა, მეორემ კი მარცხი განიცადა.

დავიწყოთ “მგზავრებით”, რომელმაც რეგულარულში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში მეშვიდეადგილოსან “ბათუმს” ხვდება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” ტრავმირებული ჯეიკობ არმსტრონგი დაუბრუნდა, მაგრამ “ბათუმმა”, რომელიც სეზონის უმეტესობა “ა” ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს წყვილში ფავორიტად შერაცხულ “მგზავრებს” და მათი ბრძოლა ბოლო წუთებზე გამარჯვებით დაფასდა. “ბათუმმა” შეხვედრა 90:88 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. შესაბამისად, ბათუმელებმა “მგზავრებს” მოედნის უპირატესობა აართვეს.

მატჩი თანაბარი და საკმაოდ ემოციური გამოდგა. ბათუმელები თავდაპირველად გალიდერდნენ, თუმცა “მგზავრები” სწრაფი გარღვევებით ჩამორჩენას აბათილებდა და სტუმრებს წინ არ უშვებდა. პირველი მეოთხედი ზღვისპირელთა მინიმალური უპირატესობით – 22:21 დასრულდა, მეორეში კი მასპინძლებმა მოიპოვეს უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 43:41.

პირველი ნახევრის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. თამაში თანაბარ რიტმში მიდიოდა, “მგზავრებმა” კი ლიდერობას 1 ქულაც წაამატეს და ბოლო ათწუთეულის წინ 61:58 დაწინაურდნენ. როცა მეოთხედის სტარტზე “მგზავრებმა” გაქცევა მოაწყეს და 65:58 დაწინაურდნენ, “ბათუმი” ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ზღვისპირელთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, მოთამაშეებმა კი ტაქტიკა შეცვალეს, მეტოქის სწრაფი შეტევების ჩაშლა ჯარიმებით გადაწყვიტეს და გაუმართლათ – “მგზავრების” მოთამაშეები საჯარიმოებს უმეტესწილად აცილებდნენ, რითაც “ბათუმი” სარგებლობდა და 3-წუთიანი მონაკვეთის 10:1 მოგების შემდეგ სტუმრები 68:66 გალიდერდნენ.

თამაშიც გათანაბრდა და წავიდა ქულა-ქულაში ბრძოლა. ნოდარ თენიეშვილის და სპენსერ კოლინსის სამქულიანების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ბათუმელები 7 ქულით დაწინაურდნენ, რითაც გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს. “მგზავრების” მოთამაშეებმა – რეზო ჩაჩანიძემ, ადრიან ბოუიმ და ჯეიკობ არმსტრონგმა სწრაფი ქულები კი მიითვალეს, თუმცა სტუმართა საუკეთესო მოთამაშე კეისი შეპარდმა ბოლო წამებზე დიდოსტატურად ითამაშა და მისმა ზუსტმა მოქმედებებმა, ასევე ორქულიანმა, “ბათუმს” მოგება გაუნაღდა.

ზღვისპირელებს 30 ქულით სწორედ შეპარდმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა სპენსერ კოლინსმა. სტეფან ანდრეევიჩის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა, ხოლო ჯეიკობ არმსტრონგმა 17 ქულა მიითვალა.

ეს გუნდები მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს 4 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში – 16:00 საათზე ითამაშებენ.

რაც შეეხება დღევანდელ მეორე მატჩს, ქუთაისში რეგულარულის გამარჯვებული “ქუთაისი” მერვეადგილოსან “ტიტებს” დაუპირისპირდა. სერიის პირველ მატჩში ქუთაისელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 93:87 გაიმარჯვეს, რაშიც ლომის წილი აკაკი დვალიშვილსა და ჯონათან ლის მიუძღვით. დვალიშვილმა 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ლის ანგარიშზე კი 23 ქულა და 9 პასი დაგროვდა. “ტიტებში” 27 ქულით საუკეთესო იყო ჟოელ ალმეიდა, ლუკ მეიერმა 15 ქულა მიითვალა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

ამ გუნდების სერიის მეორე მატჩიც ქუთაისში, 4 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ