სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. “მგზავრებმა” “ბათუმთან” პირველი მატჩის წაგების შემდეგ მობილიზება შეძლო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ზღვისპირელებს 75:64 (სტატისტიკა) სძლია და მომდევნო 2 მატჩის გასამართად ბათუმში მიემგზავრება.

დღევანდელი მატჩი “მგზავრების” უპირატესობით წარიმართა, თუმცა “ბათუმი” უიმედოდ არ ყოფილა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, შანსს ინარჩუნებდა. დიდი შესვენებისთვის “მგზავრები” 2 ქულას იგებდნენ, მესამე პერიოდიდან კი უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და თამაში ისე ჩაამთავრეს, მეტოქესთვის წარმატების შანსი არ მიუციათ. საბოლოოდ “მგზავრებმა” 11 ქულით იმარჯვა და სერია 1:1 გაათანაბრა, თუმცა მოედნის უპირატესობას “ბათუმი” ფლობს, რომელიც მომდევნო 2 მატჩს საკუთარ ქალაქში ჩაატარებს და და წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა.

“მგზავრებში” 15 ქულით საუკეთესო იყო ჯეიკობ არმსტრონგი. 12 ქულა მიითვალა ადრიან ბოუიმ, კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ბათუმში” 15 ქულით კეისი შეპარდი გამოირჩა. 14 ქულა ნოდარ თენნიეშვილის ანგარიშზეა. სერიაში მომდევნო 2 მატჩი 7 და 8 მაისს, ბათუმში გაიმართება.

დღეს გამართულ მეორე მეოთხედფინალურ მატჩში 1-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “ქუთაისი” მესამე პერიოდში 20 ქულით – 59:39 უგებდა “ტიტებს”, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო პერიოდში დიდებულად ითამაშა, ჩამორჩენის გაბათილება შეძლო და ცოტაც რომ გამართლებოდა, იმარჯვებდა. ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, “ქუთაისმა” მაინც მოახერხა ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება და სასურველ შედეგს მიაღწია – 96:95.

ამ წარმატების შემდეგ ქუთაისელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო მატჩი 7 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში