“დელტა” ჯერჯერობით პლეი-ოფის საუკეთესო გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა “მგზავრებს” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს და პლეი-ოფში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებენ. მეოთხედფინალში “დელტამ” 3:0 სძლია “ოლიმპს”, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ “მგზავრებს” კი უკვე 2:0 ამარცხებს.

თუკი გუშინდელ, სერიის პირველ მატჩში “დელტას” თავიდან” გაუჭირდა და მთელი პირველი ნახევარი აგებდა, დღეს უპირატესობას თავიდანვე დაეპატრონა. ლაფანაშვილის გაწვრთნილი კალათბურთელები გუნდურად და რაც მთავარია, დაცვაში აგრესიულად, ხოლო შეტევაში შედეგიანად თამაშობდნენ. პირველი პერიოდის შემდეგ “მგზავრები” 14:21 ჩამორჩა, დიდი შესვენებისთვის კი დელტელთა ლიდერობა 9 ქულამდე გაიზარდა. ამას ისიც დაერთო, რომ “მგზავრების” ამერიკელმა ლეგიონერმა ჯეიჯობ არმსტრონგმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ვითარება არ შეცვლილა არც მესამე პერიოდში. “დელტა” აგრძელებდა შედეგიანად თავდაცვასა და სწრაფი შეტევებით, ასევე პოზიციური, ფარქვეშა თამაშით ქულების გროვებას და ლაფანაშვილის გუნდის უპირატესობამ ორნიშნა ნიშნულს გადააჭარბა. თამაში დელტელთათვის ხელსაყრელი სცენარით გაგრძელდა და შეხვედრის ბოლომ ისე მოატანა, თამაში არ დაძაბულა. “დელტა” ლიდერის ამპლუაში იოლად მივიდა ბოლო წამებამდე და საბოლოოდ, წინა მატჩის მსგავსად, კვლავ 8 ქულით – 75:67 იმარჯვა.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. 14 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. “მგზავრებში” უმეტესი – 15 ქულა ადრიან ბოუიმ მოაგროვა, 11 ქულა კი ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 9 წუთით მყოფმა ჯეიკობ არმსტრონგმა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
ნახევარფინალურ სერიებში "ქუთაისი" და "დელტა" დაწინაურდნენ
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ