ფოტო: rugby.ge

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა 45:13 იმარჯვა.

მიუხედავად ამისა, მთელ რიგ ეპიზოდებში ქართველი მორაგბეები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, შერკინებაში კი უპირატესობაც ჰქონდათ.

ამას ელოდა მარცხენა ბურჯი ნიკა ღვალაძე, რომელიც განვლილ შეხვედრას აფასებს:

"ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ახალ ზელანდიას გახსნით მატჩში შევხვდით. ბიჭები ძალიან მოტივირებულნი ვიყავით. გვინდოდა მაქსიმუმის გაკეთება, სათამაშო სისტემის გამოცდა და გამოცდილების მიღება, რაც, ვფიქრობ, გამოგვივიდა.

ჩემი აზრით, არ ვიმსახურებდით ამხელა სხვაობით წაგებას, მაგრამ რაგბია და შეცდომებმა თავისი ქნა. ვფიქრობ, როგორც გუნდმა, კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი ფაქტორი, რითაც გვაჯობეს, კლასი და დონეა. ახალზელანდიელები მსოფლიოს გამორჩეულ ჩემპიონატებში თამაშობენ და სწორედ ამიტომ არიან ასეთი კარგი მოთამაშეები.

პირველ ტაიმში ძალიან ცოტა შერკინება იყო და ამიტომ თავი დიდად ვერ გამოვიჩინეთ, მაგრამ მოგვიანებით ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია. ველოდი, რომ ასე იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ და ყველა ჩვენგანი საფრანგეთში, ტოპ 14-ში ან პრო დ2-ში ვთამაშობთ, რამდენიმეს კი ელიტაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. შესაბამისად, ამ შედეგს მოველოდი".

მეორე-მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი ფიქრობს, რომ ახალ ზელანდიასთან გუნდმა პოტენციალი აჩვენა:

"როგორც ყოველთვის, შერკინებაში დომინანტები ვიყავით, მოლიც კარგი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ გაშლილ თამაშში კლასის ხარჯზე გვაჯობა. ისინი ძლიერები იყვნენ ოფლოუდებსა და მიყოლაში, ხოლო სათამაშო ტემპში ასე თუ ისე ავყევით. გამოჩნდა, რომ პოტენციალი გვაქვს და ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები შემდეგ თამაშებში დავამტკიცოთ. ამ თამაშების მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ".

ქომაგს მოსაგებად ბრძოლას ჰპირდება ნიკა ღვალაძეც:

"ჯგუფში ორი რთული თამაში დაგვრჩა და აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ბევრჯერ დაგვიმტკიცებია, რომ შეგვიძლია მაღალი დონის გუნდებთან მოგება. მომდევნო ორ მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ და შევეცდებით, რა შეცდომებიც პირველ შეხვედრაში დავუშვით, აღარ გავიმეოროთ".

განვლილი თამაშით კმაყოფილი დარჩა მიხეილ ალანია:

"ახალ ზელანდიასთან მატჩში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოჩნდა ჩვენი შერკინების ძალა, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, მეტად დასაბალანსებელია შერკინების და ხაზის თამაში.

მე-60 წუთამდე ახალ ზელანდიასთან ტოლ-სწორად თამაში კი გვაძლევს იმის იმედს, რომ სიურპრიზები ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, მეორე ტაიმში მოგვიწია ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ასპარეზობა, რამაც თავისი კვალი დაატყო თამაშს. ჭირდა განმუხტვა და დიდ დროს დაცვაში ვატარებდით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 10-15 ფაზის დაცვა კი, მსოფლიო დონის ნებისმიერ გუნდს უჭირს.

ხაზის თამაშსაც რომ შევეხოთ, ვფიქრობ, სტატიკური ფაზიდან კარგად დავიცავით და საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ კლასში არ ყოფილა დიდი სხვაობა სუპერრაგბის ამომავალ ვარსკვლავებს და ჩვენს უკანახაზელებს შორის.

გადავერთეთ სამხრეთ აფრიკასთან თამაშზე. იგეგმება ვიდეოანალიზები და ყველაფერს გავიღებთ მომდევნო მატჩებში გამარჯვებებისთვის".

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩს 8 ივნისს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიოშა
ვკითხულობ კომენტარებს და აშკარად იგრძნობა ჩვენი ქომაგების მიერ რაგბის თამაშის ცოდნის ამაღლება.თუმცა რა გასაკვირია რაგბი ხომ ჩვენი თამაში გახდა.ბოლო წლებში საქართველოში მრავალი ახალგაზრდა დაკავდა ამ უაღრესად საინტერესო თამაშით.
მერაბ გ.
ზელანდიელთა უკანა ხაზის კლასი ერთ დღეში არ მოვა, მაგრამ ს/აფრიკასთან თამაშისას ბოჭვებს, რაქის სწრაფად გასუფთავებას და მიყოლას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს და ს/აფრიკის დამარცხება სულაც არაა შეუძლებელი. მე პირადად სამეგობროში ჩვენების მოგებაზე და თაფლაძის ლელოზე მაქვს სანაძლეო დადებული
ქარ
აფრიკა ხშირად იყენებს შებრუნებულ პასს და 0ზონაში შეტევას, ამიტო ამ მიმართულებით იქნება ყურადღება გასამახვილებელი და რაც შეიძლება თამაში უნდა ჩავუკეტოთ და უბურთოდ უნდა დავტოვოთ, თორემ გაშლილ თამაშში და სისწრაფეებში გვაჯობებენ.იმედია ვიდეოანალიზებს სწორად და ნაყოფიერად გააკეთებენ მწვრთნელები. პ.ს. შეტევაში კონტაქტის ტექნიკაზე მეტი იმუშავეთ რა ბიჭებო, უპირატესობის გასაკეთებლად ეგ აუცილებელია.
სოსო
ბიჭები მშვენივრად აცნობიერებენ თავიაანთი თამაშის ღირსება ნაკლოვანებებს.დავამატებ მხოლოდ,რომ მეტოქის უკანა ხაზელები გაცილებით უფრო ზორბები იყვნენ ჩვენებთან შედარებით,ამიტომ მათი შეჩერება ვიზავის,ერთიერთზე უჭირდა და კიდევ სასტარტო სისწრაფე მეტოქეს უკეთესი ჰქონდა და ამის ხარჯზე ოპერატიულ სივრცეს ჰქმნიდა,კარგი მიყოლით კი შეტევის რამდენიმე არჩევანი ექმნებოდათ და ამას შესანიშნავად იყენებდნენ.ამიტომაც გადიოდა ასე იოლად, ლელოები.
გ
მინიმუმ ორი ლელო ვაჩუქეთ და მინიმუმ ერთი ლელო ვერ დავდეთ, ასე რომ, წინ ბიჭებო!
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მიხეილ ალანიას საოცარი დებიუტი საფრანგეთის პრო დე 2-ში [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირველი კომენტარი ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ
U20. ახალზელანდიელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს ნაკრების შესახებ
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
"რაგბი ევროპა" მიხეილ ალანიაზე - მამის ნაკვალევზე
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
"ბორჯღალოსნების" სამი დებიუტანტი
სამი "უმცროსი ბორჯღალოსანი" Rugbypass-ის რჩეულებში მოხვდა
რაღაც დაგვაკლდა - "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან მატჩს აფასებენ
rugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
The Telegraph: ყურადღება მიაქციეთ იაშაღაშვილს
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
სამხრეთაფრიკელთა მწვრთნელი: ქართველებს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა...