სუპერლიგის მე-3 ტური დღეს, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო. აჭარაში სათამაშოდ “მგზავრები” ჩავიდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული ფინალით დასრულდა, არადა, ბათუმელები თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით 65:55 იგებდნენ.

დასკვნით წუთებში “მგზავრების” მოთამაშეებმა მოახერხეს მობილიზება და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე, ტაჯ სპენსერის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ 68:67 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმეს. “მგზავრებს” 2 გუნდური ჯარიმა ჰქონდა, თუმცა ერთის სარგებლიანად გამოყენება მოასწრო, მეორესი კი ვერა: ჯუნიუს პროველმა მოასწრო სროლა და მასზე სპენსერი დაჯარიმდა. ბურთი ჩავარდა, პროველმა საჯარიმოც ზუსტად შეასრულა და “ბათუმი” საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე 70:68 დააწინაურა.

სტუმრებმა სროლის ორგანიზება ვერ მოასწრეს და მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა. ზღვისპირელებს 20 ქულითა და 7 მოხსნით ლევან მასხულიამ ულიდერა. 11-11 ქულა რევაზ ჩაჩანიძემ და ლევან ელიაძემ მიითვალეს. 10 ქულა და 9 მოხსნა კოლინ მალკოლმის ანგარიშზე დაგროვდა. “მგზავრებში” 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი. 14 ქულა და 5 პასი იკენა აგუსმა მიითვალა.

მე-3 ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა. გასული სეზონის ფინალურ მატჩში მომხდარი არეულობის გამო ქუთაისის გუნდს ცარიელ დარბაზში უწევს თამაში. სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონთან სათამაშოდ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ ჩავიდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში დამარცხება არ აქვს. თსუ-ელებს დანაკლისი ჰქონდათ ძირითადი ცენტრის, გიორგი ტურძილაძის სახით, რომელიც ტრავმირებულია და 1 თვეს გამოტოვებს.

მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტელებს არაფერი გასჭირვებიათ. პირველი ნახევრის 6 ქულით მოგების შემდეგ, თსუ-ელებმა მასპინძლები მესამე პერიოდში გატეხეს. ათწუთეული თბილისელებმა 27:18 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 15 ქულით გალიდერდნენ, ხოლო მალე თსუ-ს უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს – მათ თამაშის გადარჩენის რესურსი არ ჰქონდათ. საბოლოოდ თსუ-მ 91:75 მოიგო და 3-დან 3 გამარჯვებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

უნივერსიტეტელთაგან საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 17 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 19-19 ქულა მოაგროვა რიკი მედისონმა და სანდრო სანაძემ. 9-9 ქულით გუგა პატაშური და ჯორჯი მილოსავლიევიჩი გამოირჩნენ. “ქუთაისში” 30 ქულით საუკეთესო იყო გასულ სეზონში თსუ-ში მყოფი ჯეიმს მილიკენი. 23 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა.

სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 26 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"