"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 4 დეკემბერს ავჭალაში "ლოკომოტივ-პენზასთან" გასამართი თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის შეხვედრა 16 საათზე იწყება და მას კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, გულშემატკივართა მესამედი, 33 პროცენტი დაესწრება.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" "ლოკომოტივს" პენზაში 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით, 27:11 დაამარცხა. მაშინ სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ და ახლა ძირითადში არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, გიორგი პერტაია, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ლაშა ლომიძე და სანდრო თოდუა.

"შავი ლომის" ფერებით პირველ შეხვედრას ჩაატარებენ ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ნიკა აბულაძე, სანდრო სვანიძე და გურამ ქანდაურაშვილი. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა მოედანზე ტრავმის შემდეგ ბრუნდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მათთან დაკავშირებით ამბობს:

"ძალიან ბევრი მოთამაშე დაგვიბრუნდა ტრავმიდან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს რუტინას ბევრი ვერ უძლებს. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული მოედანზე გასვლისთვის დროის სწორად შერჩევაზე.

ლაშა ჯაიანმა ტრავმის შემდეგ ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნიკა ხატიაშვილი სანაკრებო შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო, თუმცა მისი თამაში მაშინ ვერ გავრისკეთ. ახლა ორივენი იქნებიან მოედანზე. ასევე დიდი დრო გაუცდა იოსებ გუშარაშვილს, რომელიც იმედისმომცემი მოთამაშეა და საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება.

შეცვლაზე გვყავს ნიკა აბულაძე, რომელიც ასევე ტრავმიდან გვიბრუნდება და ორი დებიუტანტი - სანდრო სვანიძემ შეკრებაზე ძალიან ბევრი იშრომა, თუმცა პატარ-პატარა ტრავმების გამო, აქამდე თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა; ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა გურამ ქანდაურაშვილს, ახლახან კარგი თამაშები ჩაატარა დიდ 10-ში, პროგრესირებს და 23-კაციან შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა".

მწვრთნელების გადაწყვეტილებით ამ კვირაში ისვენებენ და მცირე ტრავმებს იშუშებენ ის მორაგბეები, რომლებმაც "ბორჯღალოსნების" კვართით ითამაშეს. მაისაშვილის თქმით:

"გვაქვს მსუბუქი ტრავმები და მოთამაშეთა სრული რეაბილიტაციიდან გამომდინარე, მათი დასვენება გადავწყვიტეთ. კაპიტანმა (მერაბ შარიქაძე) ნაკრებში ორივე შეხვედრა მოტეხილი თითით ჩაატარა და ახლაც ითამაშებდა, მწვრთნელებს მისი დასვენების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო. ასევე ისვენებენ აკა ტაბუცაძე და შალვა მამუკაშვილი. სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გიორგი ბეგაძემ. ესეც რომ არა, შემადგენლობაში როტაცია მაინც იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მომავალ შეხვედრას კარგი შემადგენლობით, კარგად მომზადებული ვხვდებით".

მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მოედანზე გამოცდილი მორაგბეები საკმარისად იქნებიან და დებიუტანტებიც წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას:

"გუნდს ლაშა ხმალაძე უკაპიტნებს, ასევე მოედანზე იქნება სანდრო თოდუა და გამოცდილების მხრივ პრობლემა არ გვექნება. გარდა ამისა, "შავი ლომი" სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ მოთამაშეებმა სადღაც მიიღონ შანსი და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. ამ მხრივ ხვალ მოედანზე ძალიან ბევრი მოშიებული მოთამაშე გვეყოლება".

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

V ტური. 4 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივ-პენზა (რუსეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

rugby.ge

შალვა
ცალსახად, პერანიძე არ არის ამ დონის მოთამაშე, ნუთუ არ არის საქართველოს ჩემპიონატში უფრო ძლიერი 9 ნომერი
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის