"შავმა ლომმა" "ენისეისთან" შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ბიჭებმა გადაიმეორეს ის დავალებები, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურის შეხვედრა ხვალ, 11 დეკემბერს, 17 საათზე დაიწყება და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, „ავჭალაზე“ მაყურებელთა მესამედი დაიშვება.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მწყობრშია, თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია:

"ცოტა გასაკვირი იყო ის, რაც გასულ კვირაში დაგვემართა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ. როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ახლა "ენისეისთან" თამაშისთვის ვემზადებით და მთელი კვირა დიდი მონდომებით ვივარჯიშეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ხვალ თითოეული ჩვენგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს“.

„რაც შეეხება მეტოქეს, ის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. "ენისეი" სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსები და შესაბამისად, ჰყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, მათ შორის, ლეგიონერები. მას ჩელენჯ ქაფზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ დასამარცხებლად მზად ვართ“.

"ენისეის" ძლიერ და საინტერესო მეტოქედ მიიჩნევს "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

"ვეთამაშებით რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდს, რომელიც გაძლიერებულია სამხრეთაფრიკელი ლეგიონერებით. "ენისეის" ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტს აღემატება და წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ გრძელვადიანი, უცხოური შეკრებების მოწყობას. აქვთ ჩელენჯ ქაფზე თამაშის გამოცდილება და რამდენიმე ტოპ 14-ის გუნდიც დაამარცხეს. ჰყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს, თუმცა ჩვენ მეტოქეს მომზადებულნი ვხვდებით და საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით“.

GeorgianRugby

შოკირებული გულშემატკივარი
ამბობთ ჰყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს და თქვენ ვინ დაგიშალათ ჰეიგი აღარ მოგწონდათ სამხრეთაფრიკელ მწვრთნელზე წერდით მთელი წელი და ახლა ვინც გყავთ ის შედეგი არის
გიორგი
ეეჰ...
გგგ
მეგობარო ხომ ვერ მეტყვი რაგბი ვინ მიიყვანა ასეთ მაღალ დონეზე და ვინ აფინანსებდა? რაგბის უნიკალური ბაზა ვინ ააშენა? მრავალ ქალაქში კოხტა სარაგბო მოედნები ვინ გააკეთა?მიშამ ნეტავი? რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ფული მთლიანად შთანთქა?მე სირზე მკიდია ოცნებაც და ნაცხროვაც მაგრამ კაცს არ უნდა დაუკარგო ნაკეთები.არარის მიზანშეწონილი.სად ახლა რომ ფინანსდება სპორტი და ჯანდაცვა და სად დორბლიანის დროს
ელგუჯა
როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ რომელ თამაშს უყურა არავითარი უირატესობა არ გვქონია
გლახუნა
დაიწყეთ უკვე დაბალი დაფინანსება- უფულობაზე- ც ლაპარაკი,რაც მალე სპორტის ყველა სახეობაზე გავრცელდება ...აბა რისთვის მოათრია კრემლის გენერალიტეტმა- საქართველოს ხელისუფლებაში- 2012 წელს მისი ; მსტოვრები, ვაჭრები, ქურდები და კარიერისტები , ე.ი. ქეც- ნი ხარბი, ცბიერი და გაიძვერა ქოცები ?! - სახელმწიფო საქართველოს ეტაპობრივი და მიზანმიმართული დაუსუსურება, დაკნინება, გ ა ძ ა რ ც ვ ა, გ ა ღ ა ტ ა კ ე ბ ა , უპერსპექტივო წარმონაქმნად გადაქცევისათვის ...ერის ნიჭი, უნარი, შესაძლებლობის ჩახშობა, დახშობა,დამცრობა - დაკნინებისათვის, რაც სპორტის ყველა სახეობას დაეტყობა, თავისი ბიუჯეტიდან ფული არა გვაქვს (!)- მიზეზით ...
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის