"შავმა ლომმა" ქარის თასის მეორე ტურში "ელეფანტსს" პორტ-ელიზაბეთში 25:22 სძლია. სტუმრებმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს - 17:3 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ შეცვდომები მოუმრავლდათ და მასპინძლებს სხვაობის შემცირების შანსი მისცეს.

პირველი 40 წუთი ქართველებმა კარგად ჩაატარეს. "შავი ლომი" უპირატესობას ფლობდა შერკინებაში, მრავალფეროვნად უტევდა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა. ანგარიში მე-6 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა. სამ წუთში ლუკა ივანიშვილმა მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოსტაცა, კონტრშეტევა წამოიწყო; მას თემურ ჭიჭინაძე მიჰყვა, სისწრაფე აკრიფა და ლელოში შეფრინდა, ბაბუნაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

"ელეფანტსმა" მე-16 წუთზე ჯარიმა გაქვითა, თუმცა თამაში რომ განახლდა, სანდრო მამამთავრიშვილმა პირველი ბურთი მოიპოვა, მირიან მიდებაძემ შეუტია და ნიკო აფციაურს ოფლოუდი ამოუგდო. მან თითქმის 5-მეტრიანამდე ირბინა, რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა ხაზში და მიხეილ ბაბუნაშვილმა გრძელი გადაცემის შემდეგ ლელო გაიტანა, ბაბუნაშვილმა გარდასახა. დარჩენილი დრო უქულო ბრძოლაში გაილია და "შავი ლომი" 17:3 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, თუმცა მეტოქე მეტად მობილიზებული თამაშობდა და 55-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. პასუხმა არ დააყოვნა. თამაში რომ განახლდა, ბურთი მამამთავრიშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა. მოდებაძემ ორჯერ გაჭრა ხაზი და მისი პასით ჭიჭინაძემ დუბლი გაიფორმა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

თამაშის განახლებისთანავე უკვე სამხრეთაფრიკელებმა მოიპოვეს პირველი ბურთი და სწრაფი ლელოთი გვიპასუხეს. დავით მოძღვრიშვილს 75-ე წუთზე მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი იყო. პასუხად, 78-ე წუთზე "ელეფანტსმა" მოლით ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და დასკვნით წუთებში დაძაბულობამ იმატა, მაგრამ "შავმა ლომმა" შეძლო თავის დაცვა და ტურნირზე მეორე გამარჯვების მოპოვება.

ეს ქართული ფრენჩაიზის მეორე მოგებაა ქარის თასზე. ის ახლა შინ დაბრუნდება და სრული შემადგენლობით, 17 აპრილს რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანზს" "ავჭალაზე" დაუხვდება; ქარის თასის მესამე ტურში კი, 23 აპრილს, "გრიფონს" შეხვდება.

ქარის თასი. II ტური. 7 აპრილი

პორტ-ელიზაბეთი. "მადიბაზ სთედიუმი"

ელეფანტსი – შავი ლომი 22:25

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.

3 ლელო: ჭიჭინაძე (2), მ ბაბუნაშვილი

2 გარდასახვა: გ. ბაბუნაშვილი

2 ჯარიმა: გ. ბაბუნაშვილი

rugby.ge

სოსო
.....-ს.რატომ პირდაპირ კლავიატურის ლომო?ისტორია ისტორიაა და დღევანდელობა ,დღევანდელობა.მეორე ტაიმში მეტოქე მაშინ გააქტიურდა,როცა ჩვენ გამარჯვება თითქმის მოპოვებულად ჩავთვალეთ და დისციპლინა მოგვეშალა.თანაც რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და აუცილებლად გასატანებიც ვერ გავიტანეთ.შავი ლომიც რომ უძლიერესი შემადგენლობით ყოფილიყო,მაშინ კოლოსალური უპირატესობა გვექნებოდა,მაგრამ შედარებით გამოუცდელმა ბიჭებმა,ხელმეორედ,სწრაფად მობილიზება ვეღარ შესძლეს და კინაღამ მართლაც წავაგეთ.მეტოქის დამსახურება,აქ ბოლომდე ბრძოლაა,თორემ ძირითადი ფაქტორი,მაინც ჩვენი ზოგიერთი ბიჭის გამოუცდელობა და ნაადრევი დამშვიდება გახდა.გამოუცდელობის ფაქტორში,ნამდვილად გეთანხმებით და აქაც მგონი სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ.

მოლში 100%-ით ვჩაგრავდით? თქვენ ალბათ სხვა თამაშს უყურეთ...

დალოცვილებო, რას წერთ ცოტა მაინც ხომ უნდა დაფიქრდეთ??? "ელეფანტსის" ისტორია წაიკითხეთ და ამის შემდეგ იპროფესორეთ. თამაშს ხომ უყურეთ, მე-2 ტაიმში როგორ გარდაიქმნა"სუსტი"მეტოქე, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე სამხრეთაფრიკული სარაგბო გუნდი!
r
მოლში 100%-ით ნამდვილად არ დაგვიჩაგრია. 75 წუთისთვის ჯერაც კაცნაკლულები ვიყავით, ქულის დაკარგვის გარეშე დაცვას დიდი ჯანი დაახარჯეს და ერთი შეხედვით იოლ 3 ქულაზე უარი არც უნდა ეთქვათ....

ცხადად ჩანდა,რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ.ჯერ მხოლოდ ორი თამაში ვნახე და არ ვიცი,სხვა გუნდების დონე,მაგრამ თუ სხვებიც ამ დონის გუნდებია,მაშინ ცოდვაა შავი ლომი,მათთან ბრძოლაში ვერ განვითარდება.მეორე მხრივ გასაგებია,რომ ეს კბილის მოსინჯვაა და პირდაპირ უმაღლეს ლიგაში არავინ შეგვიშვებდა. სოსო :)) კლავიატურის ლომო! რაგბის გაგებაში არა ხარ, არც შენ და არც ისინი ვინც შენი კომენტარი დაალაიკი.
Sapienti Sat
კინაღამ ქართულმა ცუნდრუკმა დაგვღუპა, აი იმან, წარმატებას რომ მოჰყვება... თამაშის მიწურულს, როცა ანგარიში იყო 25 : 15, შეგვეძლო სულ ცოტა 5 ქულა მიგვეთვალა. მათ 22-ში ჯარიმის უფლების მოპოვების შედეგად. მაგრამ რატომღაც 5 მეტრიანის დერეფანში გადატანის მაგივრად, კარებში დავარტყით, როდესაც მოლში 100%-ით ვჩაგრავდით. თან უბრალო არითმეტიკაა, 10 ქულით ვიგებდით და ჯარიმა რომ გაგვეტანა, იქნებოდა 13 ქულით უპირატესობა, რომელიც იმათ დადებულ ორ ლელოს ვერ ჰყოფნიდა(რის შიშმცა გვანერვიულა). სწორედ ასეთმა არითმეტიკამ გვანერვიულა ბოლო წამამდე. არადა დარწმუნებული ვარ დერეფნიდან მოპოვებული ბურთის შემდგომ, ჩვენების მოლს, მოწინააღმდეგე ვერ გაუძლებდა, თან დროც(!) გავიდოდა ჩვენს სასარგებლოდ. ასეთი ლაფსუსები, ექვსი ერში მოხვედრის პრეტენზიების მქონე ერს არ უნდა მოსდიოდეს. ან მწვრთნელი ვერ ქაჩავს უმაღლეს დონემდე.
r
არ დავიზარე და შევადარე ენისეისთან თამაშისას შემადგენლობას: ძირითადში მაშინ ითამაშეს და ეხლა არ იყვნენ 6 მოთამაშე: ლაშა ხმალაძე, აკა ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი. მარქაფიდან დაგვაკლდა სამი: გოგა ხუროშვილი, გიორგი პერტაია, თორნიკე აქუბარდია; ანუ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შავი ლომის პოტენციალი გაცილებით დიდია. მადლობა ბიჭებს. იმედია საკუთარ სუსტ მხარეებს (შეცდომებს) კარგად გაანალიზებთ და გამოასწორებთ. ლამის მეორე შემადგენლობით მშვენიერ შედეგიც და ტოლსწორი (უფრო სწორედ უმჯობესი) თამაშიც აჩვენეთ. წარმატებები და გამარჯვებები! ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი. მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.

ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე სამხრეთაფრიკული "ელეფანტსი" სუსტი გუნდია, რამოდენიმე თვის წინ შექმნილი საქართველოს ჩემპიომატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომლექტებულ"შავ ლომთან" შედარებით...

შარიქაძე და მამუკაშვილი აღარ ირიცხებიან შავ ლომში?

ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დიდი ისტორიის მქონე სამხრეთაფრიკული "ელეფანტსი" "შავ ლომთან" შედარებით სუსტი გუნდია.

აგრეთვე თავი იჩინა შავი ლომის ზოგიერთი მორაგბის საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოუცდელობამ!
სოსო
მშვენივრად დაწყებული მატჩი,კინაღამ მოვახერხეთ და წავაგეთ.ცხადად ჩანდა,რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ,მაგრამ ისიც გამოჩნდა,რომ კონცენტრაციის გარეშე,ყველაფრის განიავება,სულ რამდენიმე წუთის საქმეა.რა, რა და ამ საქმეში ქართველები პროფესორები ვართ.ჯერ მხოლოდ ორი თამაში ვნახე და არ ვიცი,სხვა გუნდების დონე,მაგრამ თუ სხვებიც ამ დონის გუნდებია,მაშინ ცოდვაა შავი ლომი,მათთან ბრძოლაში ვერ განვითარდება.მეორე მხრივ გასაგებია,რომ ეს კბილის მოსინჯვაა და პირდაპირ უმაღლეს ლიგაში არავინ შეგვიშვებდა.თანაც სხვადასხვა სანაკრებო ექსპერიმენტების გამოცდა,ასეთ გუნდებთან უფრო იოლი და უმტკივნეულო იქნება,ახალგაზრდობაც შეეჩვევა უცხოელების წინააღმდეგ თამაშს და სანაკრები სქემებს.იქ რომ იქნებიან,სავარაუდოდ იქაური უმაღლესი ლიგის გუნდების თამაშებსაც დაესწრებიან და საკუთარი თვალით ნანახს,ხომ სულ სხვა ფასი აქვს.ბევრს ისწავლიან.ასევე მწვრთნელებიც.ასე რომ იმედი ვიქონიოთ.ასეა თუ ისე,გამარჯვებას ვულოცავ ბიჭებს და მომავალ ნახევარფინალშიც გამარჯვებას ვუსურვებ.გადაცემის ხარისხი თუ გაუმჯობესდება,კარგი იქნება.ვინც მატჩს ვერ უყურა,მათ ვეტყვი,რომ 21 საათზე,რაგბი ტვ-მ გადმოსცა და შეგიძლიათ მაი ვიდეოზე გადაახვიოთ.

პირველი ტაიმიდან სჩანდა,რომ შავ ლომს არ უნდა გასჭირვებოდა ამ თამაშის მოგება. როგორც ეტყობა მოწინააღმდეგე გუნდი კარგად არ მოემზადა ამ თამაშისთვის. ამიტომ იყო რომ მეორე ტაიმში სულ სხვა მეტოქე გუნდი "ვიხილეთ".
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე