"რაგბი ევროპის" აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი და თურქეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მურატ პაზანი "ავჭალაზე“ "შავი ლომისა" და ესპანური "ბერიანსის" თამაშს დაესწრნენ.

გარდა ამისა, მათ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური შეხვედრები გამართეს და როგორც მიმდინარე საკითხებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"ფლორან მარტს, ჩემ გარდა, ჰქონდა შეხვედრები რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. მას გავაცანით ქართულ რაგბიში ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესები. ასევე ვისაუბრეთ ახლად დაარსებული ტურნირის, რაგბი ევროპის სუპერთასის სამომავლო პერსპექტივებზე“.

"როგორც იცით, მომავალი სეზონიდან მისი 12 გუნდამდე გაფართოება იგეგმებოდა, თუმცა რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ ორი ვაკანტური ადგილი გაჩნდა. ამ პოზიციის შესავსებად უკვე გამოჩნდნენ კანდიდატები. ტურნირის განვითარების კუთხით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ჩემი აზრით, უკვე საინტერესო სუპერთასი მომავალში კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ასევე ვისაუბრეთ მარკეტინგულ მიმართულებაზე, რათა სუპერთასი ფინანსურადაც მიმზიდველი გახდეს“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ და განაგრძო:

"მურატ პაზანის ქართული ფესვები აქვს, ენერგიული და მონდომებული კაცია და მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გია ჭუმბურიძემ და პალიკო ჯიმშელაძემ მათ მწვრთნელებთან პროდუქტიული ტრენინგი ჩაატარეს. მურატს ყოველთვის სურდა საქართველოში ჩამოსვლა და მაღალი დონის თამაშზე დასწრება. ვისაუბრეთ 7-კაცას და 7-ქალას ერთობლივი შეკრებების შესაძლებლობაზე თურქეთში, სადაც ძალიან კარგი პირობები აქვთ და ფინანსური კუთხითაც საინტერესოა“.

"ჩვენ, როგორც განვითარებული სარაგბო ქვეყანა და რეგიონალური ლიდერი, ვალდებულებიც ვართ, მეზობლებს დავეხმაროთ. შევთანხმდით, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“.

Georgian rugby

გლახუნა
წარმატებები... - რეგიონის ლიდერი- მტკიცე - სამართლებრივი, მით წარმატებული სახელმწიფოს შექმნითა-ც უნდა ვიყოთ, ძლიერი; ეკონ- კა,ძლიერი თავდაცვა- უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება, მედიცინა, სპორტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-სახელმწიფო აზროვნება- სახელმწიფო პასუხისმგებლობით,რასაც მივაღწევთ დასავლეთთან სტრა- ლი პარტნიტნიორობით...და ა რ ა ს ო დ ე ს არსებული ხელისუფლების ბჟუტურით და ნაც- ცები, ნაც- ბს,ნაც-ებმა სიძულვილი,ზიზღის რუსული დაუსრულებელი პროპაგანდით,მით ერის მიზანმიმართულად გახლეჩვა- დაპირისპირება დასუსტებით.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის