სუპერლიგის ფინალური სერია გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლეში, ადგილობრივი გუნდისა და “ოლიმპის” დაპირისპირებისას, შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. დარბაზი სავსე იყო ქომაგებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქუთაისელებს ქომაგობდა. თამაშმაც გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი და საინტერესოდ ხომ წარიმართა, შედეგიც დარბაზში შეკრებილთა უმეტესობისთვის მისაღები დაფიქსირდა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” შესანიშნავი დასკვნითი პერიოდი ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 96:88. არადა, ბოლო პერიოდის წინ ოლიმპელები 8 ქულით – 64:56 იგებდნენ და გამარჯვების უკეთესი შანსიც ჰქონდათ. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მთელი საწყისი 3 პერიოდი სტაბილურად ჩაატარა და გამარჯვებისკენ გეგმაზომიერად მიდიოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფინალური მატჩებისთვის სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. მასპინძლებმა 10-წუთეული 40:24 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვება გაიფორმეს. 40 ქულის ერთ პერიოდში ჩაგდება იშვიათი ამბავია, მით უფრო, ფინალური სერიის მატჩში და ეს ტუღუშის გუნდმა მოახერხა.

ქუთაისელთა ამ წარმატებაში დიდი წილი უკავია შორ სროლებს – დასკვნით პერიოდში მასპინძლებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს, რომელთაგან 3 სტივენ ფლეჯერის ანგარიშზეა, 2 – ოთარ ფხაკაძის, ერთიც გუნდის ვეტერანმა კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ მიითვალა. ქუთაისელებმა მეტოქე შორი სროლებით გატეხეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, დასკვნით წუთებზე თამაში არ დაძაბულა.

ქუთაისელთა რიგებში 28 ქულით საუკეთესო იყო სტივენ ფლეჯერი. 21 ქულა ოთარ ფხაკაძემ მიითვალა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. "ოლიმპში" 22 ქულითა და 9 მოხსნით ედვარდ ეკიორი გამოირჩა. 21 ქულა დავით ლომიძემ მიითვალა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ილია ლონდარიძემ, კევინ ობერვაიზერმა და კახა ჯინჭარაძემ, 10-10 ქულა მოაგროვეს.

3 მოგებამდე მიმდინარე ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 25 მაისს, ისევ ქუთაისში, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა