ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერ თასი | "შავი ლომი" ტიტულის დაცვას ბათუმიდან იწყებს

სუპერ თასი | "შავი ლომი" ტიტულის დაცვას ბათუმიდან იწყებს

რაგბი ევროპის სუპერ თასის ჩემპიონი "შავი ლომი" ტიტულის დაცვას ქართული დერბით იწყებს. 11 სექტემბერს ის „ბათუმი არენაზე“ საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს" 16:30 საათზე ეთამაშება.

2021/2022 წლების სუპერ თასის გამარჯვებული უკვე ბათუმშია. მანამდე გუნდმა 10-დღიანი შეკრება გაიარა „აია არენაზე“, სადაც ამ სეზონში საშინაო შეხვედრებს გამართავს. ტრავმის გამო პირველ შეხვედრას ექვსი მოთამაშე ტოვებს. ესენი არიან ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი, ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ტარიელ დონაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი.

„სამწუხაროა, რომ ამდენი ტრავმირებული გვყავს. მათ ნაწილს ძველი ტრავმები გადმოყვა. ქერდიყოშვილმა ოპერაცია საფრანგეთში გაიკეთა, მაგრამ ის წარმატებული არ აღმოჩნდა და ახლიდან დაჭირდა ქირურგიული ჩარევა. მოთამაშეთა ნაწილს ძველი ტრავმები გადმოყვა. გვაქვს იმედი, რომ მათგან რამდენიმე მალე დაგვიბრუნდება, ნაწილს კი შედარებით გრძელვადიანი ტრავმა აქვს“ – ამბობს მაისაშვილი.

სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. სასტარტო 15-ეულში ის მორაგბეები არიან, რომლებიც შარშანაც იცავდნენ "შავი ლომის" ღირსებას, მარქაფაში კი 5 დებიუტანტია:

„ახალი სეზონისთვის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, თუმცა გვაქვს გარკვეული ცვლილებები. შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდათ (ნიკო აფციაური და მიხეილ გაჩეჩილაძე) და საინტერესო იქნება მათი საქმეში ხილვა. ხუთი დებიუტანტია მარქაფაში – გიორგი ჭყოიძე, დათო აბდუშელიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე და გიორგი მარგალიტაძე. ეტაპობრივად ვეცდებით, რომ ყველას მივცეთ საკმარისი სათამაშო დრო. პირველი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ის მორაგბეები, რომლებიც ამ ეტაპისთვის ყველაზე უკეთ არიან მომზადებულები“.

მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ‘შავი ლომი’ სეზონის პირველ თამაშს მომზადებული ხვდება და მეტოქის შესახებ საუბრობს:

„ქუთაისში მოსამზადებლად ყველანაირი პირობა გვქონდა. ვფიქრობ, მომავალი შეხვედრისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებ, ნამუშევარს მოედანზე კარგად გადავიტანთ. ‘ბათუმის’ სუპერ თასში ჩართვა ბოლო მომენტში გადაწყდა. მანამდე მათ ნაცვლად სუპერ თასში იტალიური კლუბის მონაწილეობა განიხილებოდა, იყვნენ სხვა მსურველებიც, თუმცა რაგბის კავშირმა დიდი სამუშაო გაწია, რათა ევროტურნირებში ‘ბათუმი’ მოხვედრილიყო“.

„მათ ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა, რაც რთულია, თუმცა ევროტურნირებში თამაში საინტერესო და დიდი გამოცდილება იქნება. მეტოქის სიძლიერეზე დიდი 10-ის პირველი ორი ტურის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ‘ბათუმმა’ სრული პოტენციალი ვერ გამოავლინა, მეორე ტურში კი უძლიერესი შემადგენლობით არ უთამაშია, რადგან აქცენტი ჩვენთან შეხვედრაზე გაკეთდა. ვფიქრობ, მათი რეალური ძალა კვირას გამოჩნდება“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური

11 სექტემბერი. ბათუმი. „ბათუმი არენა“. 16:30

ბათუმი (საქართველო) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ლაშა ლომიძე.

Rugby.ge

• ჯაბა

ეს რა სტატიაა ბათუმზეც რომ გეთქვათ ირთი ორი სიტყვა არ შეიძლება?

• სოსო

ორივე გუნდს,კარგ თამაშს და ფინალში გაღწევას ვუსურვებ.იმედია ასეც მოხდება.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა

"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"

სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა

ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"

ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის

სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში