ხვალ, 25 სექტემბერს, "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე ტურში რუმინულ "ვულვზს" (მგლები) ქუთაისში, "აია არენაზე" 16 საათზე უმასპინძლებს.

განვლილ ორ ტურში ჩვენმა მეტოქემ ისრაელის "ჰითთან" 20:25 წააგო, "ბათუმს" კი 37:25 სძლია და 5 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. "შავმა ლომმა" "ბათუმს" ბონუსით, 29:3 მოუგო, "ჰითს" 25:25 დაუზავდა და 7 ქულით პირველ ადგილზეა.

ქართულ ფრენჩაიზს ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა, განსაკუთრებით მეორე ხაზში და დამატებით ორი მოთამაშის გამოძახება გახდა საჭირო. "ვულვზთან" სასტარტო შემადგენლობაშია სანდრო ქოიავა, რომელიც ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება, მარქაფაში კი გიგა ჯულუხაძეს ვიხილავთ. 23-კაციან განაცხადში, მარქაფაში 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშეა.

"ჰითთან" მატჩის შემდეგ ხაზში სამი ცვლილებაა. ცენტრში ბრუნდება მერაბ შარიქაძისა და დემე თაფლაძის წყვილი, ხოლო ფრთაზე სანდრო თოდუა. მეორე ფრთაზე, ფულბეკის პიზიციაზე და ღერძზე ადგილი შეინარჩუნეს აკა ტაბუცაძემ, მირიან მოდებაძემ, თენგიზ პერანიძემ და ლუკა მატკავამ.

შერკინების პირველ ხაზში ორი ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება შალვა მამუკაშვილი, მარცხენა ბურჯად კი დათო აბდუშელიშვილი. მარჯვენა ბურჯმა ნიკა პატარაიამ წინა თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა. უცვლელია მესამე ხაზი – მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

მარქაფაში არიან კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ბურჯები გოგა ქადარია და გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გიგა ჯულუხაძე და მესამე ხაზში პაატა გალდავა და გიორგი ჭყოიძე. ხაზში შეცვლაზე შევლენ გიორგი ბაბუნაშვილი და თორნიკე კახოიძე.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. III ტური

25 სექტემბერი. ქუთაისი. „აია არენა“. 16:00

შავი ლომი (საქართველო) – ვულვზი (რუმინეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. გიორგი ჭყოიძე; 21. გიგა ჯულუხაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. თორნიკე კახოიძე.

Rugby.ge

N
კაცო, ვერ გავიგე: არის რაიმე შანსი, რომ 15 ლომმა (რა ფერისაც არ უნდა იყოს) 15 მგელი ვერ დაგლიჯოს?!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის