ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"შავ ლომს" თელ-ავივში ფეხი დაუცდა

"შავ ლომს" თელ-ავივში ფეხი დაუცდა

რაგბი ევროპის სუპერთასის მეოთხე ტურში სამხრეთაფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა "ჰითმა" "შავ ლომს" თელ-ავივში 24:18 სძლია.

ისრაელის გუნდი ქართული ფრენჩაიზისთვის კერკეტ კაკლად იქცა. მეტოქემ გამარჯვება არც პირველ წრეში, ქუთაისში დაგვანება (25:25), განმეორებით შეხვედრაში კი სულაც ნუგეშ-ქულას დაგვაჯერა.

თამაში ხისტი გამოდგა. ხშირი იყო ტრავმები და გუნდებს ტონუსში შესვლა გაუჭირდათ. გარდა ამისა, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, რითაც მეტოქემ უკეთ ისარგებლა და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ანგარიში, ფაქტობრივად, პირველივე შეტევის შემდეგ გაიხსნა. ქართველებმა დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს, "ჰითის" კვაჭმა ხაზი გაჭრა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. განახლდა თუ არა თამაში, დემე თაფლაძე ბურთს დაეუფლა, მბოჭავს დაუსხლტა, ხაზი გაჭრა და 40-მეტრიანი დრიბლინგი ინდივიდუალური, საპასუხო ლელოთი დაასრულა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ვერა, მაგრამ მე-11 წუთზე ჯარიმა გაიტანა და "შავი ლომი" დააწინაურა.

"ჰითმა" 23-ე წუთზე ჯარიმით გვიპასუხა, სამიოდე წუთში კი სტუმართა მეორე ლელო გავიდა. ნოდარ ჭეიშვილმა მეტოქე ცენტრში შეაწუხა და ბურთი დააკარგვინა. მას გიორგი ბაბუნაშვილმა წაჰკრა ფეხი, აკა ტაბუცაძემ მცველს სისწრაფეში აჯობა, მაგრამ ზედ ლელოს ხაზთან წესების დარღვევით შეაჩერეს და მეტოქე სინბინით დაისაჯა. ჯარიმა გავითამაშეთ, რამდენიმე ფაზის შემდეგ მიხეილ გაჩეჩილაძემ რაქიდან ნულოვან ზონაში შეუტია და ბურთი ძელებშუა დაამიწა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. მასპინძლებმა შეძლეს საპასუხო შეტევისას ფაზების აკინძვა, მაგრამ წინსვლა არ ჰქონდათ. ამიტომ არეკნის დარტყმა გადაწყვიტეს და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს.

ტაიმის მიწურულს "შავმა ლომმა" ლელოზე ითამაშა, ორჯერ ააგორა მოლი და პირველს მეტოქე სინბინით შეეწირა, მერე კი ბურთი ჩაიხურა – 15:13.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში თელავიველებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, მათ შორის კი ერთი ზუსტი დარტყმა ბაბუნაშვილმა შეასრულა. უპირატესობის დაბრუნება 55-ე წუთზე შეიძლებოდა, თუმცა ქართველებმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და უქულოდ დარჩნენ. შეხვედრის დასკვნით მეოთხედში "ჰითმა" ერთხელაც აკინძა ფაზები. წინსვლა არც ამჯერად იყო, ამიტომ მათ მარჯვენა ფრთაზე ფეხით ითამაშეს და ალამთან ლელო გაიტანეს. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, "შავი ლომი" დასკვნით წუთებში ლელოს გატანას ეცადა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და "ჰითმა" 24:18 იმარჯვა.

მიუხედავად მარცხისა, 4 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციას 13 ქულით "შავი ლომი" ლიდერობს. 10 ქულა აქვს "ჰითს" და ერთით უსწრებს "ბათუმს", რუმინული "ვულვზი" კი 5 ქულით ბოლო საფეხურზეა. მეხუთე ტურში, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზე, "ბათუმი" "ჰითს" თელ-ავივში ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მეორე ადგილზე დაწინაურდება. "შავი ლომი" 23 ოქტომბერს ბუქარესტში "ვულვზს" ეთამაშება.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ჯგუფური ეტაპი. IV ტური

16 ოქტომბერი. თელ-ავივი.

თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) 24:18

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. პაატა გალდავა; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ოთარ ლაშხი.

Rugby.ge

• გიორგი

მაისაშვილო, მადლობა, მაგრამ სახლში წასვლის დრო მოგივიდა. გარტყმაში არ ხარ, სამწუხაროდ.

• ჟორა

ეს რა მესმის? ებრაელებს შავი ლომის დამმარცხებელი გუნდი ჰყავს? სად იყვნენ აქამდე, რომ არსად ჩანდნენ.

• 123

1 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატია, ისევ მოთამაშეების იმედი თუ გვექნება, თორემ ამ მწვრთნელით ყველა თამაშის წაგების პერსპექტივას უფრო ვხედავ.

• გიორგი-50

მაგრად მეწყინა... მაგრამ ანგარიში ლოგიკურია... რათქმაუნდა, მაისაშვილია შუაშიც და თავშიც, მაგრამ თუ მეგობარი მთავარი მწვრთნელი ვერ გეუბნევა წადიო, შეეენ რომ ხარ 30-ს გადაცილებული, ვეღარც შერკინებაში აწვები ძველებურად, ვეღარც ბურთს აგდებ დერეფნიდან ზუსტად, ვეღარც ბურთი მიგაქვს წინ და თაან გონორზეც ხაარ თანაგუნდელებთან... კაი რააა? გამგები გაიგეებს... ძიუდოსი არ იყოოს, ახალგაზრდობას მიეცით რა შანსი....

• წიწაკაანთ მარო

მაისიანია, მაისიანი!

• ბ. დილანიშვილი

გამახსენეთ ჩვენების ტრენერი ვინაა, მარტაშვილი თუ ოქტომბერაშვილი?

• სსს

წლების წინ როცა ქართველები შერკინებაშისხვებს ვჩაგრავდით ერთი ამბავი იყო ატეხილი რა დროს შერკინებაა ვიღა თამაშობს შერკინებით და მსგავსი იმ დონეზე დაიწყო ეგ პროცესი თითქოს სამარცხვინო იყო შერკინებაში დომინირება. შედეგად მივიღეთ ის რომ შერკინება დარჩა რაგბის შემადგენელი ნაწილი ხოლო ქართველები დამარცხებული. ჩვენი შერკინება რომ წავაგეთ იმას მოყვა ბოლო ლელო. სანამ ვიღაცის მიერ შემოგდებულ საკითხს ავიტაცებდეთ კარგად უნდა დავფიქრდეთ.სამწვრთნელო შტაბი ალბათ შვებულებაშია.

არ მინდა ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკს ჰგავდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ამდენი ხანია გუნდს მაისაშვილი წვრთნის და ტაქტის მსგავსიც არაფერი ჩანს შავი ლომის თამაშში. გუნდს სულ ოდნავ მაინც რომ ეტყობოდეს მწვრთნელის ხელი, ბოლო წუთებზე შერკინებაში ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდა. ისე ჩანდა , თითქოს ზრდილობის გულისთვის აწვებოდნენ. დიდად არც ჰიტი ბრწყინავდა, მაგრამ მეტოქის შეცდომების გამოყენების ნაცვლად, აქეთ ვჩუქნიდით მომენტებს. შავმა ლომმა ტუ ასე გააგრძელა, ამაზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა მარადიული ოცნება იქნება

• სოსო

უკვე მეორე სეზონია ვთამაშობთ და გუნდი მაიც ვერ დალაგდა.ამ თამაშში,ვერც ერთ კომპონენტზე ვერ ვიტყვით,რომ კარგად ვითამაშეთ.ყველგან უამრავ შეცდომას ვუშვებდით.ნაკრების კანდიდატებს,ამდენი ელემენტარული შეცდომა არ ეპატიებათ.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"

ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის