ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერთასი | "შავი ლომი" ნახევარფინალისთვის დაირაზმა

სუპერთასი | "შავი ლომი" ნახევარფინალისთვის დაირაზმა

ერთთვიანი შესვენების შემდეგ, "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის დაცვას განაგრძობს და ერთრაუნდიან ნახევარფინალში ხვალ, 4 დეკემბერს (16 საათი) ესპანურ "იბერიანსს" "ავჭალაზე" მასპინძლობს.

ჯგუფური ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა და "შავმა ლომმა" 23 ქულით აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. "იბერიანსმა" დასავლეთ კონფერენციაში ექვსიდან 5 თამაში მოიგო და "ლუზიტანუშის" მსგავსად 24 ქულა მოაგროვა, მაგრამ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ სუპერთასის პირველი გათამაშების ნახევარფინალში, "შავმა ლომმა" "იბერიანსს" ასევე "ავჭალაზე" უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში 43:40 დაამარცხა.

მომავალ თამაშში "შავ ლომს" ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია და გიორგი კერვალიშვილი დააკლდება. ამის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა ოპტიმალური სათამაშო შემადგენლობა შეარჩია.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა პატარაია იწყებენ; მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება; გამოცდილი და შეთამაშებულია მესამე ხაზიც – სანდრო მამამთავრიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლუკა ივანიშვილი.

ღერძზე თენგიზ პერანიძე ტრადიციულად ლუკა მატკავას შეუწყვილდება, ცენტრში კი მერაბ შარიქაძისა და დემე თაფლაძის დუეტს ვიხილავს. ფულბეკის პოზიციაზე მირიან მოდებაძე ბრუნდება, ხოლო ფრთებზე აკა ტაბუცაძე და ოთარ ლაშხი დადგებიან.

მარქაფიდან პირველ ხაზს ჯაბა ბრეგვაძე, ნიკა ხატიაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი გააძლიერებენ, მეორე ხაზს პაატა გალდავა, ხოლო მესამეს ნიკო აფციაური. ხაზის მარქაფაში არიან გიორგი მარგალიტაძე და ლაშა ლომიძე, ასევე სოსო მათიაშვილი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, დიდ 10-ში ითამაშა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "შავ ლომს" უბრუნდება.

"ნახევარფინალს ვთამაშობთ და მის მნიშვნელობაზე აღარ შევჩერდები. სუპერთასზე ერთთვიანი შესვენება გვქონდა, რა პერიოდშიც მოთამაშეთა ნაწილი ნაკრებში, ხოლო ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში აქტიურობდა. კვირის დასაწყისში შევიკრიბეთ და მზადებამ ნორმალურად ჩაიარა. შეთამაშების მხრივ პრობლემა არ გვაქვს და კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტრავმას, არსებულ მოცემულობაში უძლიერესი შემადგენლობა გვყავს", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალი

4 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 16:00

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. აკა ტაბუცაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სოსო მათიაშვილი.

ლუზიტანუში (პორტუგალია) – ჰითი (ისრაელი) (19:00 საქ. დრო)

Rugby.ge

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"

ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის