ეროვნული ნაკრების წევრის, კახა ჯინჭარაძის დიდებული დებიუტის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისმა” სუპერლიგის მორიგი შეხვედრა მაინც დათმო. იმერულ კლუბს ოლიმპიურ სასახლეში “ოლიმპმა” უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე – 92:77 (სტატისტიკა) მოუგო. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სტაბილურად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და მიუხედავად ყოფილი თანაგუნდელის შედეგიანობისა, რომელმაც ამჯერად ქუთაისის მაისურით 30 ქულა და 12 მოხსნა მოინაგრა, დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმეს.

კახა ჯინჭარაძემ სუპერლიგაში დღევანდლამდე ბოლო მატჩი გასული სეზონის ფინალურ სერიაში, სწორედ “ქუთაისის” წინააღმდეგ ჩაატარა, რის შემდეგაც ერაყში გადაბარგდა და მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი აზიაში გაატარა. იგი ქუთაისმა დაიმატა და დებიუტიც თავის ყოფილ გუნდთან – ოლიმპთან ჰქონდა. ჯინჭარაძემ 33 წუთში 30 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მაგრამ თავის ახალ გუნდს მაინც ვერ უშველა.

ოლიმპის მხრიდან შეუჩერებელი იყო ლინტონ ელაისი, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. მხოლოდ ის არა, ოლიმპის ყოჩაღი და გამრჯე ბიჭებიც მშვენივრად თამაშობდნენ და როგავას გუნდმაც სწორედ გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა მეტად საჭირო გამარჯვების მოპოვება. ოლიმპი მოგებ-წაგებებით გაუთანაბრდა სუპერლიგის ლიდერ კაკტუსს, რომელიც ამ ტურის მატჩს 19:00 საათზე, თსუ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

GBF

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა