ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR), რომელიც ორი მსხვილი საკლუბო ტურნირის – ჰეინეკენ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ორგანიზატორია, ქართული რაგბი თავის დიდ ოჯახში მიიღო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", წვეული გუნდის სტატუსით 2023-2024 წლების ჩელენჯ თასში ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის ქართველ ქომაგს, თბილისში, საფრანგეთის ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში მოთამაშე ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, იტალიური და სამხრეთ აფრიკული წამყვანი კლუბების ხილვის შესაძლებლობა ექნება.

ტურნირს ორი წვეული გუნდი ჰყავს: პირველი – სამხრეთაფრიკული "ტოიოტა ჩიტაზი" და მეორე – "შავი ლომი"!

"შავი ლომი" მესამე ჯგუფში ფრანგულ "კასტრთან" და "კლერმონთან", შოტლანდიურ "ედინბურგთან", ინგლისურ "გლოსთერთან" და უელსურ "სკარლეტსთან" ითამაშებს.

პირველ ჯგუფში მოხვდნენ ფრანგული "პო" და "ოიონ", უელსური "დრაგონსი", იტალიური "ძებრე", სამხრეთაფრიკული "შარქსი" და კიდევ ერთი წვეული გუნდი, სამხრეთაფრიკული "ჩიტაზი".

მეორე ჯგუფში ითამაშებენ ფრანგული "პერპინიანი" და "მონპელიე", უელსური "ოსფრიზი", ინგლისური "ნიუკასლი", სამხრეთაფრიკული "ლაიონსი" და იტალიური "ბენეტონი".

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4-4 შეხვედრას გამართავს – ორს შინ და ორს სტუმრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ტოპ-კლუბის თბილისში ხილვის შესაძლებლობა გარანტირებულად გვექნება. თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში ოთხ-ოთხი მოწინავე გადის, რომლებსაც ჰაინეკენ ჩემპიონთა თასიდან ოთხივე ჯგუფის მეხუთეადგილოსანი დაემატება. რომელ გუნდებთან მოუწევს თამაში "შავ ლომს" და სად, მოგვიანებით გაირკვევა.

ჰეინეკენის ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ თასი

1995 წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, დღის წესრიგში ევროპის საერთაშორისო საკლუბო ტურნირების გამართვის საკითხი დადგა. შეიქმნა შპს ევროპის სარაგბო თასი, რომელსაც მაშინდელი ხუთი ერის კომიტეტი მართავდა და 1995/96 წლებში ჰეინეკენის თასის პირველი ტურნირი გაიმართა, მომდევნო სეზონში კი მას ჩელენჯ თასიც დაემატა.

2012 წელს ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა ევროპის სარაგბო თასის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ მისი შემადგენლობიდან გადიოდნენ. სიტუაციის დასარეგულირებლად 2014 წელს ჩამოყალიბდა ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი, რომელმაც ჰეინეკენის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გამართვა საკუთარ თავზე აიღო. ორგანიზაციამ ბინა შვეიცარიაში, ლოზანაში დაიდო.

თავდაპირველად ტურნირებში მხოლოდ ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნების კლუბები მონაწილეობდნენ, გასული სეზონიდან კი მასში სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზებიც ჩაერთვნენ.

2023/2024 წლების ჰეინეკენის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშებები 8 დეკემბერს იწყება. ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4 თამაშს გამართავს – ორს შინ და ორსაც სტუმრად, რის შემდეგაც ოთხსაფეხურიანი ფლეი ოფები დაიწყება. ფინალური შეხვედრები (ორივე ტურნირის) 2024 წლის მაისში, ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ სტადიონზე გაიმართება.

ჰეინეკენის ჩემპიონთა თასზე 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული. თითოეული ჯგუფის მოწინავე ოთხეული ფლეი ოფში გადის, მეხუთეადგილოსნები კი ჩელენჯ თასზე გადაინაცვლებენ.

ჩელენჯ თასზე 18 გუნდი სამ 6-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული და 4-4 საუკეთესო თასისთვის აგრძელებს ბრძოლას. ჩელენჯ თასის გამარჯვებული მომავალ სეზონში ჰეინეკენის ჩემპიონთა თასის საგზურს მიიღებს. ‘შავი ლომისთვის’ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ჩემპიონთა თასზე მოსახვედრად.

ტურნირების არსებობის განმავლობაში ჩემპიონთა თასი ყველაზე ბევრჯერ ფრანგულმა კლუბებმა მოიგეს (11), მეორე ადგილზე ინგლისური გუნდები არიან (10), მესამეზე კი ირლანდიური (7). თასი 5-ჯერ მოიგო ფრანგულმა "ტულუზმა", 4-ჯერ ირლანდიურმა "ლენსთერმა", 3-3-ჯერ კი "სარასენსმა" (ინგლისი) და "ტულონმა" (საფრანგეთი).

2022/2023 წლების სეზონის ფინალში, „ავივა სთედიუმზე“ ფრანგულმა "ლა როშელმა" "ლენსთერი" 27:26 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი. ფინალურ შეხვედრას 51 711 მაყურებელი დაესწრო.

ჩელენჯ თასი 12-12-ჯერ აქვთ მოგებული ფრანგულ და ინგლისურ გუნდებს, 2-ჯერ უელსელებს და ერთხელ ირლანდიელებს. თასის მფლობელები ყველაზე მეტჯერ გახდნენ ფრანგული "კლერმონი" და ინგლისური "ჰარლიქუინსი". 2022/2023 წლების სეზონის ფინალში, ბექა გიგაშვილის "ტულონმა" შოტლანდიური "გლაზგო" 43:19 დაამარცხა.

გასულ სეზონში EPCR-ის აუდიტორიამ ჯამში 71 მილიონი გულშემატკივარი შეადგინა, რომლის დიდი წილი საფრანგეთზე მოდის.

2023/24 წლების ჩემპიონთა თასის ჯგუფები

პირველი ჯგუფი: სარასენსი (ინგლისი), ბორდო (საფრანგეთი), ბულსი (სამხრეთ აფრიკა), ბრისტოლი (ინგლისი), ქონოთი (ირლანდია), ლიონი (საფრანგეთი);

მეორე ჯგუფი: ტულუზა (საფრანგეთი), კარდიფი (უელსი), ბასი (ინგლისი), რასინგ 92 (საფრანგეთი), ჰარლიქვინზი (ინგლისი), ალსთერი (უელსი);

მესამე ჯგუფი: მანსთერი (ირლანდია), ბეიონი (საფრანგეთი), გლაზგო (შოტლანდია), ექსეთერი (ინგლისი), ტულონი (საფრანგეთი), ნორსჰემპტონი (ინგლისი);

მეოთხე ჯგუფი: ლა როშელი (საფრანგეთი), სტად ფრანსე (საფრანგეთი), ლესთერ თაიგერსი (ინგლისი), სტორმერსი (სამხრეთ აფრიკა), ლენსთერი (ირლანდია), სეილ შარქსი (ინგლისი).

2023/24 წლების ჩელენჯ თასის ჯგუფები

პირველი ჯგუფი: ტოიოტა ჩიტაზი (სამხრეთ აფრიკა), პო (საფრანგეთი), დრაგონსი (უელსი), ძებრე (იტალია), ოიონა (საფრანგეთი), შარქსი (სამხრეთ აფრიკა);

მეორე ჯგუფი: ოსფრიზი (უელსი), პერპინიანი (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), მონპელიე (საფრანგეთი), ბენეტონი (იტალია);

მესამე ჯგუფი: ედინბურგი (შოტლანდია), კასტრი (საფრანგეთი), კლერმონი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), გლოსთერი (ინგლისი), სქარლეთსი (უელსი).

Rugby.ge

შაკო
ახლაზველაგავერკვიეთ
სოსო
გმადლობ,მეგობარო!ალბათ საშეჯიბრო ფანჯრის ხანგრძლივობაც შეზღუდული აქვთ,თორემ მაინც ყველასთან თამაშით დაკავებული ადგილი მიმაჩნია უფრო სპორტულად,ვიდრე რომელიმე მეტოქესთან არ თამაშით დაკავებული.
ზურა
რუმინული გუნდები არ არიან ?
6გუნდი4თამაში
შეცდომა არაა მართლაც მასეა. ჯგუფში არის 6 გუნდი და თამაშობენ მხოლოდ 4 თამაშს, იმიტომ რომ თითოეულ გუნდს გამოუვიდეს 2 შინ და ორი გარეთ. 5 თამაშში მასე ვერ გამოვა. თითოეული გუნდისათვის 5 გუნდიდან შეირჩევა 4. 1 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 6 2 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 5 3 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 4 4 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 3 5 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 2 6 გუნდი ეთამაშება ზველას, გარდა 1 თუ როგორ შეირჩევა 1,2,3,4,5,6 ზუსტად ვერ გეტყვით. ან წილისყრით ანაც რეიტინგით.
სოსო-ს
5 გუნდიდან 4-ს შეხვდება 1-ს კი არა. ვთქვათ გვაქვს გუნდები 1, 2, 3, 4, 5, 6 1 ხვდება ყველას 6 გარდა 2 ხვდება ყველას 5 გარდა 3 ხვდება ყველას 4 გარდა 4 ხვდება ყველას 3 გარდა 5 ხვდება ყველას 2 გარდა 6 ხვდება ყველას 1 გარდა თუ რომელი გუნდი იქნება 1, 2, 3, 4, 5, 6 და რა პრინციპით შეირჩევა ვერ გეტყვი. სავარაუდოდ ან კენჭისყრით ანაც რეიტინგით.
გ.შ.
ალბათ ხუთს
სოსო
ძალიან სასიხარულოა,მაგრამ 6 გუნდიან ჯგუფში,4 თამაშით ჯგუფური ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენას,რა პრინციპით აპირებენ,ვერც მე მივხვდი.შავ ლომს.პარალელურად,სხვა ტურნირებში მონაწილეობაც აუცილებლად მოუწევთ,თამაშების რაოდენობის გასაზრდელად.ვულოცავ ქართულ რაგბს და წარმატებებს ვუსურვებ!
რამაზ
აშკარად არითმეტიკაში შეეშალათ ჩელენჯკაპის საიტზე. ექვს გუნდიან ჯგუფში შეუძლებელია ხუთი თამაში არ მოგვიწიოს.
გიორგი
ძალიან კარგი ახალი ამბავია. ყველა ქართული რაგბის ქომაგს ვულოცავ, 'შავ ლომს' კი ღირსეულ თამაშს ვუსურვებ ევროპის ელიტური გუნდების წინააღმდეგ პირველ რიგში.
ქორ-პარიკმახერი
კარგი ამბავია, სერიოზული გამომცდელები ეყოლება ჩვენ მორაგბეებს ასევე გულშემატკივრობაც გამოჩნდება ჩვენი
sormona
ჯგუფში ექვსი გუნდია და მხოლოდ 4 გუნდს ვეთამაშებით?
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს