გასულ ხუთშაბათს (6 ივნისს) ცნობილი გახდა, რომ "შავი ლომი" ჩელენჯ თასზე ითამაშებს. პირველ ქართულ ფრენჩაიზს როგორც ქართულ, ისე და უფრო მეტადაც უცხოურ მედიაში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და მრავალი წარმატება უსურვეს. მოდით გადავხედოთ უცხოურ მედიაში "შავ ლომზე" რას წერენ:
პირველ რიგში ტურნირის ორგანიზატორი EPCR (ი-პი-სი-არ)-ის თავმჯდომარე დომინიკ მაქეი: "ტურნირში "შავი ლომის" ჩართვა და ჩიტაზის დაბრუნება ასახავს ჩვენ უწყვეტ მოვალეობას გავაფართოვოთ ტურნირი და წარმოვაჩინოთ ახალი და საინტერესო ტალანტები მსოფლიოს რაგბის გულშემატკივრებისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ – ქართველთა ჟინი და ფიზიკურობა უფრო გაზრდის ტურნირის დაძაბულობას".
დეილი მეილი (DailyMail): "ელიტური რაგბის კარიბჭის დამსხვრევაზე” საქართველოს ამბიციურმა იმედებმა დამატებით კიდევ ერთი სტიმული მიიღო – მათი სანაკრებო ფრენჩაიზი ევროპულ შეჯიბრებებში ერთვება. აღმოსავლეთ ევროპელებმა გამარჯვებები საერთაშორისო ასპარეზზეც მოიპოვეს (უელსთან და იტალიასთან) და უფრო მეტად განვითარებას ნიშნებიც ჩანს: გასულ თვეში მათმა 20-წლამდე ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა. "ბორჯღალოსნებიც" მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ გაუმჯობესების გასაგრძელებლად მათ მეტი თამაში სჭირდებათ პლანეტის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ. ეს საუბრები კვლავ გრძელდება ტესტების თვალსაზრისით, რადგან მსოფლიო რაგბი ცდილობს დაასრულოს თავისი ახალი სტრუქტურა 2026 წლიდან ახალი ჩემპიონატის განხორციელებით, რომელიც მალე დადასტურდება. მაშინ, როცა საქართველოს საუკეთესო მორაგბეები საფრანგეთის კლუბებში თამაშობენ, რაგბის კავშირი ბევრს მუშაობს შინაური რაგბის გასაძლიერებლად. მათ 2021 წელს შექმნეს ფრენჩაიზი "შავი ლომი" და ახლა 2023/24 სეზონიდან ისინი ჩელენჯ თასზეც ირაბებენ".
პლანეტ რაგბი (Planet Rugby): "ამ ტურნირზე "შავი ლომის" ისტორიული დებიუტია, ისინი მე-3 ჯგუფში არიან და სტუმრად ჩელენჯის ძირძველ ჩემპიონებს "გლოსთერს" და "კლერმონს" ეთამაშებიან, ხოლო სახლში "კასტრს" და "სქარლეთსს" მიიღებენ. აქვე გთავაზობთ პლანეტ რაგბის ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა ალავიძესთან: "რაგბი ევროპის ზე’თასის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ "შავი ლომი" მზადაა ერთი საფეხურით ზემოთ აინაცვლოს და საუკეთესოებს შეეჯიბროს: საფრანგეთიდან, ინგლისიდან და URC-ის ჩემპიონატიდან. როდესაც ჩვენ მორაგბეებს ელიტურ მოწინააღმდეგეებთან თამაშის საშუალება მიეცათ, შედეგმაც არ დააყოვნა და ეს თვალნათლივაც გამოჩნდა ჩვენი ეროვნული და 20-წლამდე ნაკრების შედეგებიდან. წინა წლის ნაკრების წარმატებული სვლიდან ჩანს, რომ ეს ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რათა მომავლისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგას".
ბიბისი (BBC): "ქართული "შავი ლომი" და აფრიკული "ჩიტაზი" მიწვეული გუნდის სტატუსით 2023-24 სეზონის ჩელენჯ თასში ჩაერთვებიან. ამ ორი გუნდის დამატებით ორგანიზატორებმა ჯგუფური ეტაპის 18 გუნდი საბოლოოდ გამოაცხადეს. ტურნირი ისევ ჯგუფურ ფორმატს დაუბრუნდა და მისი სტარტი დეკემბერშია დაგეგმილი".
რაგბიპას (RugbyPass): "ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან "შავი ლომი" ხდება პირველი ქართული კლუბი, რომელიც EPCR-ის პროფესიულ ტურნირში იასპარეზებს".
შავი ლომის ჩელენჯში ჩართვას ასევე ცნობილი გამოცემები გამოეხმაურნენ, როგორიცაა ბრიტანული "თაიმსი" (Times.co.uk) და "რაქი" (Ruck.co.uk) აფრიკული "სუპერსპორტი" (Supersport), "ევროსპორტი" (Eurosport), "პლანეტსპორტი" (PlanetSport), ჟურნალი Rugby World, "ბარონსი" (Barron`s), აფრიკის რაგბის კავშირი (SA Rugby), ფრანგული RTE სპორტი, France24, Rugby365 და სხვა.
ასევე სოც-მედიის საშუალებით მოგვესალმნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, ისტორიულად ქართველებით დახუნძლული "კლერმონი" და გიორგი კვესელაძის ყოფილი ინგლისური კლუბი "გლოსთერი".
Rugby.ge
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის