საქართველოს 7-კაცამ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი, დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საემირო) ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგეს, რითაც თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა პლეი-ოფში მოვლენები ჩვენ საწინააღმდეგოდ განვითარდა.

პირველი მატჩი ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტ ურუგვაისთან გვქონდა და მეტოქე პირველ ტაიმში ორი ლელოთი დაწინაურდა. შესვენების შემდეგ, მე-10 და მე-11 წუთებზე, საქართველომ ორი ლელო გაიტანა, აქედან ერთი სერგი ჩხაიძემ გარდასახა და ჩვენმა გუნდმა 12:10 იმარჯვა.

მეორე შეხვედრაშიც ანგარიში მეტოქემ, ჰონკონგმა გახსნა, რაზეც სოსო მათიაშვილმა გარდასახული ლელოთი უპასუხა, თუმცა აზიელებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს – 7:19.

პაპუა-ახალი გვინეასთან მატჩის დებიუტიც რთული გამოდგა. მეტოქე აქაც 10 ქულით დაწინაურდა, რაზეც მე-4 წუთზე ლელოთი საბა არჩვაძემ უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკოლოზ რეხვიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და სერგი ჩხაიძის გარდასახვით დავწინაურდით. მე-9 წუთზე არჩვაძემ დუბლი შეასრულა, სოსო მათიაშვილმა გარდასახა და 19:10 ვიმარჯვეთ.

რადგან ურუგვაიმ ჰონკონგს 33:0 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჰონკონგმა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე გაგვასწრო და საქართველო თასის 1/4-ფინალში საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა.

იქ მომავალი ფინალისტი ჩილე შეგვხვდა და მე-3 წუთზე მსაჯმა არჩვაძე წითელი ბარათით გააძევა, რამაც თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია. ამ დროს ანგარიში 0:0 იყო. კაცნაკლულმა საქართველომ ერთი ლელო გაიტანა, თავი გიორგი ჯობავამ გამოიჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 7:26.

დებულების თანახმად, მე-7 ადგილისთვის ჰონკონგს შევხვდით, რომელიც ჩვენთვის უხერხული მეტოქე აღმოჩნდა. ამჯერად მათ 6 ლელო გაიტანეს, 38:0 იმარჯვეს და საქართველო მე-8 ადგილს დასჯერდა.

სულხან ჩიხლაძის ახალი ნაბიჯი

დუბაის ჩელენჯერის სერიაზე საქართველო, ნაკრები გუნდის გარდა, მსაჯითაც იყო წარმოდგენილი. სულხან ჩიხლაძე სამსაჯოდ პირველად მიიწვია მსოფლიო რაგბიმ და მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მან დუბაიში ცენტრალურ მსაჯად ჯამში 7 შეხვედრა განსაჯა, საიდანაც ერთი ქალთა ტურნირის იყო, დანარჩენი ექვსიდან ერთი კი - ბრინჯაოს ფინალი.

„პირველად ვიყავი მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე და ის წინამორბედებისგან ხარისხობრივად ძალიან განსხვავებული იყო. აქ ის მსაჯები ვიყავით მიწვეული, რომლებმაც თავი რეგიონულ ტურნირებში გამოვიჩინეთ. მენტალურად და ფსიქოლოგიურად ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი და მოედანზე თავისუფლად გავდიოდი. ყოველი მომდევნო თამაში ხარისხობრივად უკეთესი იყო და შეფასებებსაც ყველა ჯერზე ძალიან კარგს ვიღებდი“.

„სტაბილურობიდან გამომდინარე, ბრინჯაოს ფინალის განსჯა მანდეს, რომელშიც ურუგვაი გერმანიას ეთამაშებოდა და ის მთელ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. დაძაბულობიდან გამომდინარე, ხშირი იყო უხეშობა, გაწევ-გამოწევა, მაგრამ სირთულეებს კარგად გავართვი თავი, ყველა მნიშვნელოვანი მომენტი კარგად განვსაჯე და საუკეთესო შეფასება სწორედ ამ თამაშის შემდეგ დავიმსახურე“ – განაცხადა სულხან ჩიხლაძემ.

მან უკვე დაიწყო მზადება მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპისთვის, რომელიც 18-19 მაისს გერმანიაში, მიუნხენში გაიმართება. შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბი ყველა მსაჯს ჩელენჯერის ორ-ორ ტურნირზე (სამიდან) იწვევს.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

სოსო
7 კაცა რაგბი.ძალიან სწრაფად სათამაშო,თვალსასეირო სპორტია.ძალიან სწრაფადაც მიმდინარეობს,რადგან მცირე სათამაშო დროა და ტურნირის რამდენიმე დღეში დამთავრება შეიძლება.15 კაცა რაგბში 5 დღეზე მცირე შუალედს,თამაშებს შორის,ვერ მისცემ და მონაწილეთა რაოდენობაც,ძალიან დიდია.ოლიმპიადა,საკმაოდ შეზღუდულ ვადებში ტარდება ხოლმე. ასეთ მცირე ვადებში,დიდი რაგბის ტურნირის გამართვა,შეუძლებელი იქნება.
ჟორა
სულ რამდენი გუნდი მონაწილეობდა?
ეეე
ამიზა რას მიდიოდნენ იქ, მე-8 ადგილს ისადაც მისცემდნენ?DDDDDDDDDDDDDDD
თენგაბი
ზუსტად არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ შობა-ახალწლების სადღესასწაულო სუფრების, მაგრამ ასეთი კატასტროფული ანგარიშებით არ უნდა ვაგებდეთ. აქ გამოითქვა აზრი და მეც ვეთანხმები, რომ დიდი რაგბის პარალელურად, შვიდკაცას ჩემპიონატიც ჩატარდეს. თან დიდ რაგბს დაეხმარება, ხელით თამაშის და სისწრაფის გაუმჯობესების ხარჯზე, თან ოლიმპიური სახეობაა და იქნებ მედლებსაც გამოვკრათ ხელი.
zura222
7 კაცა არანაირი რაგბი არაა ! ეს იგივეა ჩვეულებრივი და ამერიკული ფეხბურტი ერთ ვარიანტში რომ გაიყვანო ! არადა ოლიმპიადაზე მაინც და მაინც 7 კაცა შეტენეს @@
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სულხან ჩიხლაძის ახალი ეტაპი – უკვე მსოფლიო რაგბის ეგიდით
10 მსაჯით ევროპაში
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
სულხან ჩიხლაძე - ამსტერდამი, ალგარვე და კრაკოვი
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
სულხან ჩიხლაძის 5 ტურნირი ევროპაში
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
სუპერთასის ფინალი თბილისში!
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს