8 თებერვალს პარიზში ერთა ლიგის 2023/24 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა, წილისყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი - 14-19 ნოემბერს. მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი - 2025 წლის ივნისში.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.

მარტის პლეი-ოფის წინ მნიშვნლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რათა ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მნიშვენლოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი.

რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა ახლა მთავარი მარტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ".

ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.

nakrebi.ge

ზურა
ცხადაძეს ვინც იწუნებთ, ან არ გინახავთ მისი მწვრთნელობის დროს ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე თამაშები, ან პირადული პრობლემა გაქვთ მასთან! სულ(თუ სწორად მახსოვს) სამი თამაში ითამაშა ნაკრებმა მის დროს და აქედან ორ თამაშში - შოტლანდია სახლში და გერმანია გასვლაზე აშკარად დაჯაბნა. მართალია გერმანიასთან წავაგეთ 1:2, მაგრამ ნაღდად შემთხვევით მოგვიგეს. მატჩის შემდეგ ინტერვიუზე გერმანელი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ - "შემთხვევით მოვიგეთ, დიდი შანსი იყო, რომ წაგვეგოო". მითუმეტეს ჩვენთვის ამ თამაშს კალენდალურად აზრი აღარ ჰქონდა, გერმანიას კი ჰაერივით სჭირდებოდა სამი ქულა - პირველი ადგილისთვის, ფინალურ ეტაპზე პლეიოფის გარეშე გასასვლელად.
სვანსკი
ლაურენტისს კი ვაგინებ ხოლმე, მაგრამ კაცმა შეხედა და ამ მწვრთნელიდან,რომ არაფერი გამოვიდოდა გასახდელიდანვე გააგდო, ფედერაციას რატომ აწყობს ეს კაცი ვერ ვიგებ მონღოლეთს,რომ უგებ? მონღოლეთს,რომ მოუგო მწვრთნელი რაში გჭირდება? რა გახდა ერთი იტალიელი სპეციალისტი თავისი საქმის მცოდნე ისეთი კი არა ჩვენთან,რომ სწავლობენ მწვრთნელობას
ირაკლი
ტყუილად აკეთებთ კომენტარს იაშვილო და სანიოლ, დიდი ალბათობით მარტის თამაშების (თამაშის) შემდეგ ფეხებით წინ გამოგიტანენ ფედერაციიდან, თუ მანამდე არ გაასწარით.
სვანსკი
ეჰ ძმაო ხუმრობ ალბათ, მაგრამ სადაა კარგი ცხოვრება,მხოლოდ წინა საარჩევნოდ დაგპირდებიან და და გაქრება ლამაზი სიზმარივით
თენგო
ორი ბრძენი... მთავარია ერთიანობა შეინარჩუნოთ....
სვანსკი
ეს ის შემთხვევაა,როცა გუნდი ქაჩავს მწვრთნელი ვერა, დაუსახეთ ამ მწვრთნელს რაღაც მიზანი ვერ დააკმაყოფილებს გაუშვით,თუ არ უშვებთ და გაწყობთ,მაშინ რაღაცაშია საქმე
გურამ
კახა ცხადაძე დააბრუნეთ ეროვნულ ნაკრებში.
სსს
ცხადაძე ძაან მაღალი დონეა და თანაც მაგას უახლოესი 10 წელი დაკავებული აქვს ისეთი მაღალი დონის გუნდებია რიგში საქართველოს მათთან კონკურენცია გაუჭირდება.ცხადაძე არ გამოვა ალბათ და იქნებ დარსაძე ეცადათ.
ზურა
კახა ცხადაძე სჭირდება ნაკრებს, თუ გვინდა, რომ ევროპაზე გავიდეთ და იქაც კარგად ვითამაშოთ. ყველაფერთან ერთად მისი მწვრთნელობის დროს შეტევაში ყველაზე მეტად გააზრებული და დახაზული კომბინაციები ჰქონდა ნაკრებს. აბა დააკვირდით - ფინალურ ეტაპზე უკვე გასულ ზოგიერთ ნაკრებს ჩვენზე დაბალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. დღეს ჩვენ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მწვრთნელი არ გვყავს ისეთი, რომ ამ ფეხბურთელების რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს.
beqa
არანაირი ილუზია არამაქ ასაკითაც პატარა არავარა დავიჯერო ჯგუფში პირველი ადგილი! მარა სავსებით რეალური მგონია ადგილის შენარჩუნება
ვახო
ჩივაძე თუ გუცაევი? იქნებ კუტივაძე?

ენაბლუ იაშვილი რას იძახის კიდევ არ წავიდა ფედერაციიდან?
ჩელენჯერი
იაშვილმა გაიგო რამე? თუ, ერთი-ორი თვე დაჭირდება იმისთვის რომ გაანალიზოს სად იყო და რა მოხდა?
მოსეხონელი
იმედია სანიიოლი მიხვდება რომ ქოჩოლეიშვილი და აზარივი 3 5 2.5 3 2 ტაკტიკით დააყენოს ძირითადში აზარივთან ლოჩოშვილთან და კაკბაძესთან ერთად.აზაროვიც და ქოჩელეშვილიც 60 40ზე თანაშობენ შეტევა დაცვას.ამიტომ დაზღვევა უნდა დაცვაში.ჩაკვეტაძე ამ შემთხვევაში კვარასთან ერთად შეიძლება. მიზეზი რო ქონდა ერთად როგორ ვათამაშოო კვარას ბუდუს უკან გადაწვს იმედია.კიტეიშვილს და დავითაშვილ დაუყენბდი ჩაკვეს ნახ დაცვაში და არბიძეს დავითაშვილის შემცვლელად გამოვიძახებდი.ასევე გველესიანს და შახტარში გადასულ თუარვცდები ბასილაძეა ხო მარჯვნივ და ცენტრშიც რო შეუძლია თამაში.მასაც გამივიძახებდი.კაშიას კვირკველიას დიდი მადლობა მაგრამ გააცილეთ ეს ბიჭები სახლში მათან ერთად კანკავაც გამოიძახეთ და ღირსეულად გააცილეთ.იმსახურებს ეგ ბიჭი.ეგ კიარ რო გავლთ ევროპაზე იქაც გამოიძახეთ და ათამაშეთ 10 წუთი მაინც რათა მადლობა გადაუხადოთ ამით იმ თავდადებისთვის რაც ნაკრებში დაგვანახა.და დალოცვილებო ტაკტიკური 3 კომბინაცია მაინც ასწავლეთ ამ ბიჭებს ამდენი თამაში სანიოლის და ტაკტიკური შეტევები ვერ ვნახეე:((ნუ გაფლანგავთ ამ თაობის ნიჭს რანიელი იქნებ მალე თავისუფალი აქდან დაელაპარაკეთ არ დაზოგით ის 1 მილიონით ზედმეტი.მოიყვანეთ ეგ კაცი ან იტალიელი საშვალო დონის მწრვთნელი მაინც.ფრანგი არა იტალიელიიი რა ვერ გაიგეთ ამდენი ხანიი იტალიელი რო მოიყვანოთ.
გიგი
ახალი მწვრთნელი, ახალი კაპიტანი და ახალი ფედერაცია
გია_544
ისეთი დონის ფეხბურთელები გვიგროვდებიან, რომ უფრომაღალი დონის მწვრთნელი სჭირდებათ!
გია
ნაკრებს ახალი მწვრთნელი სჭირდება.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია