დღეს საღამოს ურუგვაიში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი იწყება. საქართველო მონტევიდეოში ა ჯგუფში, კენიის, ტონგასა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ბ ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა; ხოლო გ ჯგუფში გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი მოხვდნენ.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ, დუბაის ეტაპზე 5-იდან ორი თამაში მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა.

ურუგვაიში კაცთა ტურნირი 20:55 საათზე იწყება. საქართველო პირველ თამაშს 21:39 საათზე ტონგას წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დუბაიში მე-6 ადგილი დაიკავა; ნაშუაღამევს, უკვე 9 მარტს გამთენიისას, ჩვენი დროით 02:48 საათზე დუბაის ეტაპის გამარჯვებულ კენიას შევხვდებით; ჯგუფურ ეტაპს 9 მარტს, 21:24 საათზე პორტუგალიასთან მატჩით ვასრულებთ. დუბაიში მან მე-10 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გადის, დანარჩენი 4 კი მე-9-მე-12 პოზიციებისთვის აგრძელებს ბრძოლას. მონტევიდეოს ეტაპი 10 მარტს დასრულდება, მესამე ეტაპს კი 18-19 მაისს გერმანია, მიუნხენი უმასპინძლებს.

თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდს საერთო ცხრილში ქულები ეწერება, რომელთა დაჯამების შედეგად 4 საუკეთესო, მსოფლიო სერიის ბოლო ოთხეულთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ესპანეთში, მადრიდში ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 მოწინავე 12-გუნდა ელიტის, მსოფლიო სერიის საგზურს მიიღებს.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

სოსო
ისე ჩანს,ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით და საბოლოოდ,9 ადგილზე !
სოსო
ხომ ითამაშეს,შედეგები საიდუმლოა?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის