საქართველოს 7-კაცამ გერმანიაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე, ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

მიუნხენში პირველი თამაში მასპინძელ გერმანიასთან გვქონდა და დებიუტში გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. ტაიმის შუაში რომან მახათაძემ ჩვენს ნახევარზე გაჭრა ხაზი, ლელომდე 60-70 მეტრი ირბინა და ბოჭვის მიუხედავად ალამთან ცალი ხელით ლელოც დაამიწა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, ეპიზოდი ბურთის წინ-ვარდნად შეაფასა და ლელო გააუქმა.

თამაში რომ განახლდა გიორგი ჯობავამ 100%-იანი ლელოსგან გვიხსნა, თუმცა განმეორებითი ბოჭვისას ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა ორ გარდასახულ ლელოში ასახეს. მეორე ტაიმში გერმანიამ მეოთხე ლელო გაიტანა, რაზეც გაგა ქევხიშვილმა ერთით უპასუხა და გერმანიამ 28:10 გაიმარჯვა.

მეორე თამაში სერიის ლიდერ ურუგვაისთან გვქონდა და მეტოქე გარდასახული ლელოთი აქაც დაწინაურდა. ტაიმის შუაში სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ რომან მახათაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მეტოქემ მეორე გარდასახული ლელოც მიითვალა და 14:5 დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა მესამე ლელო გაიტანეს, რასაც ირაკლი სიმსივეს სინბინი მოყვა და ურუგვაიმ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. გაწითლებულ დროზე გაგა ქევხიშვილმა მეორე ლელო გაიტანა, დავით იმნაძემ გარდასახა და მატჩი ურუგვაის გამარჯვებით დასრულდა – 40:12.

ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა პაპუა ახალ გვინეასთან გვქონდა და ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოსახვედრად მაქსიმალურად დიდი სხვაობით გამარჯვება გვჭირდებოდა. საქართველომ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, იოსებ გუშარაშვილმა და საბა არჩვაძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს, არჩვაძემ ერთი გარდასახვაც გამოიყენა და 22:0 დავწინაურდით.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და ჩვენის მხრიდან ერთადერთი ლელო გიორგი ჯობავამ მიითვალა, ოკეანეთელებმა კი სამჯერ იხეირეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახეს და საქართველომ 27:17 გაიმარჯვა.

ამით მესამეადგილოსნებს შორის პორტუგალიას გავასწარით და თასის მეოთხედფინალში გავედით, სადაც კვლავ კარგად ნაცნობ ურუგვაის შევხვდებით. თამაში საქართველოს დროით 15:44 საათზე დაიწყება.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

სოსო
ეს შვიდკაცაა!აქ შენი ჯანი და მიწოლა ბევრს არაფერს ნიშნავს.ხელის ტექნიკა,სისხარტე,სისწრაფე და ძალიან მაღალ ტემპში,7 წუთიან ტაიმებში,თამაშის უნარია საჭირო.7 კაცა რაგბიში ნავარჯიშებ და ნათამაშებ მორაგბეს დიდ რაგბში თამაში უადვილდება,მაგრამ 15 კაცას მორაგბისათვის 7 კაცა,საკმაოდ ძნელი სათამაშოა.განსაკუთრებით მაღალ დონის ტურნირებზე.15 კაცა რაგბი,მარათონია,7 კაცა კი, სპრინტი.
ლაშა
უკვე გერმანიასთან ვაგებთ! ესენი ვინ არიან, ქართველები?!
სოსო
დღევანდელი ნაკრებისაგან,ეს მაქსიმუმი მგონია.ნეტავი შევცდე!წარმატებებს ვუსურვებ.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის