საქართველოს 7-კაცამ 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნითი ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც დუბაისა (მე-8) და მონტევიდეოს (მე-9) შემდეგ, საუკეთესო შედეგია.

მიუნხენში, თასის მეოთხედფინალში საქართველო სერიის ლიდერს, მომავალ ჩემპიონ ურუგვაის შეხვდა და დებიუტში სერგი ჩხაიძის ლელოთი დაწინაურდა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა. მეტოქემ წონასწორობა ტაიმის შუაში აღადგინა. სამხრეთამერიკელები შესვენების წინ კაცნაკლული დარჩნენ, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინბინით უკვე ლევან ნარიმანიძე დაისაჯა და ურუგვაიმ ორი ლელო გაიტანა. მერე ყვითელი ბარათი საბა არჩვაძემ მიიღო, მეტოქემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 24:7 გაიმარჯვა.

შედეგად, მე-7 ადგილისთვის ტონგას შევხვდით. ოკეანეთელები ლელო-გარდასახვით დებიუტში დაწინაურდნენ. საპასუხოდ გიორგი ჯობავამ მცველს ფინტებით თავბრუ დაახვია და საპასუხო ლელო გაიტანა, დავით იმნაძემ კი წონასწორობა აღადგინა. შესვენების წინ საქართველომ ორი რეალური სალელოვე შანსი ვერ გამოიყენა, კონტრშეტევაზე ლელო თავად გაუშვა და მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგამ ლელო-გარდასახვით უპირატესობა 14-მდე გაზარდა. საქართველომ მალევე კარგი კომბინაციის შემდეგ რომან მახათაძის ლელოთი და იმნაძის გარდასახვით უპასუხა. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კუნძულელებმა კიდევ ერთი გარდაუსახავი ლელო გაიტანეს, მაგრამ საქართველო მალევე დაბრუნდა თამაშში. შეტევა თითქოს ჩაიშალა, მაგრამ იმნაძემ კარგად ითამაშა, ფრთაზე ხაზი გაჭრა, ლელომდე 50 მეტრი ირბინა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

მეორე გაწითლებულ დროზე შერკინების შემდეგ კარგი კომბინაცია გავითამაშეთ, გიორგი ჯობავამ ფრთაზე ხაზი გაჭრა, ლელოს გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ კარის წინ გადაცემა სერგი ჩხაიძეს გაუკეთა, რომელმაც თავისივე ლელო გარდასახა და საქართველომ 28:26 გაიმარჯვა.

სამი ეტაპის ჯამში საქართველომ იაპონიის მსგავსად 18 ქულა მოაგროვა, მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა და მე-9 ადგილს დასჯერდა. ჩვენს 7-კაცას ივნისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი ელის, სადაც 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვებას ეცდება.

რაც შეეხება წლევანდელ სერიას, ის ურუგვაიმ მოიგო, რომელმაც მიუნხენში, ფინალში, გერმანია 21:19 დაამარცხა. ურუგვაისთან ერთად, მადრიდში გასამართი მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის საგზური კენიამ, ჩილემ და გერმანიამ მოიპოვეს.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

giorgi219
შვიდკაცას განვითარების გეგმა უკვე არსებობს და სწრაფად უნდა დაინერგოს. სწორი მიდგომის და შრომის შედეგად უკეთესი შედეგები მალე იქნება. გარკვეული პროგრესი ისედაც არის და თამაშის ხარისხს ეტყობა. ტურნირიდან ტურნირადმდე უფრო უმატებენ ბიჭები. ახლა მთავარია, პროფესიონალური კონტრაქტები დაიდოს, ქვედა ასაკობრივშიც შეირჩნენ მორაგბეები, შიდა ტურნირებიც ჩატარდეს და გარეთაც მიიღონ მონაწილეობა და მომავალშუ აუცილებლად მოვა შედეგი. გოგოებსაც მეტი ყურადღება სჭირდებათ.
ლაშა
ნეტა ვინ ხართ ასე სისტები, ფული ხომ არ გადაიხადეს თქვენმა პატრონებმა თქვენს ნაკრებში მოსახვედრად თუ რა ჯანდაბა ხდება რომ არასარაგბო ქვეყნებთან ასე უგერგილოდ წააგეთ?!
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
კვერნაძის "ფროზინონემ" გაიმარჯვა და კვლავ ლიდერია
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის