2025/26 წლების ჩელენჯ თასის გათამაშებაში ‘შავი ლომი’ ფრანგულ ‘მონპელიესა’ და იტალიურ ‘ძებრეს’ თბილისში უმასპინძლებს, ირლანდიურ ‘ქონახთსა’ და ფრანგულ ‘მონტობანს’ კი სტუმრად შეერკინება.

ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. გასულ ორ სეზონში ‘შავმა ლომმა’ თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა - 2023 წელს ‘სქარლეთსი’ უელსში, მისსავე მოედანზე 23:7 დაამარცხა, 2024 წელს კი თბილისში ფრანგულ ‘ვანს’ 22:19 სძლია.

ჩელენჯ თასის ახალი სეზონის პირველ მატჩს ‘შავი ლომი’ 6 დეკემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ფრანგულ გუნდს, ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე ისინი ირლანდიაში გაემგზავრებიან და 13 დეკემბერს ‘ქონახთს’ შეერკინებიან.

2026 წლის პირველი თამაში სტუმრად საფრანგეთში, ‘მონტობანთან’ 10 იანვარს გამართავენ. მან გასულ სეზონში პრო დ2 მოიგო და ახალ სეზონს ტოპ 14-ში იწყებს. ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დაასრულებენ და იტალიურ ‘ძებრეს’ დაუხვდებიან. შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ამ წლის სექტემბერში ტურნეზე იტალიაში გაემგზავრება და ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონთან’ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

📧 ელ.ფოსტა: office@rugby.ge

📞 ტელეფონი: +995 32 2204535

🌐 ვებსაიტი: www.rugby.ge

R

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის