ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები არის ინგლისელი, უელსელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი მორაგბეების გაერთიანებული ნაკრები, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაში ტურნეს მართავს. წელს ავსტრალიის ჯერი დადგა. პირველი თამაში ბრისბენში ლომებმა 27-19 ანგარიშით მოიგეს, ახლა კი მელბურნში, კრიკეტის არენაზე რეკორდული რაოდენობის, 90 307 დამსწრეთა წინაშე გამარჯვება წილად კვლავ ევროპელებს ხვდათ.

ავსტრალია 26-29 ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები

აღსანიშნავია, რომ გუშინ ერთ-ერთი გვერდითი მსაჯი ქართველი ნიკა ამაშუკელი გახლდათ. ის 2 აგვისტოს ავსტრალიასა და ლომებს შორის სიდნეიში გასამართ ტესტ-მატჩში უკვე მთავარი არბიტრის ფუნქციებს შეითავსებს. ასევე, ამ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დამყარდა: ლომებს ზედიზედ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ტურნე თურმე არასდროს მოეგოთ. ისინი "კენგურუებს" 2013 წელსაც შეხვდნენ სამმატჩიან დაპირისპირებაში და გაიმარჯვეს, ხოლო გუშინდელი გამარჯვებით მთლიანად წლევანდელი ურთიერთდაპირისპირების გამარჯვებულებიც გახდნენ.

შეხვედრაში ანგარიში ავსტრალიელებმა ორი ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მე-15 წუთზე ლომების მორკინალებმა ივარგეს: ლელოს ხაზთან ტომ შიანი ავსტრალიელ მორაგბეებს პირდაპირი მნიშვნელობით გადაახტა და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ამის შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს და დიდხნიანი ჯაჯგურის შემდეგ ჯეიმს სლიპერმა ლომები დაალელოვა. პარალელურად, სტუმრები 14 კაცით დარჩნენ, რითაც მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა ისარგებლეს და ჯერ 28-ე წუთზე ჯეიკ გორდონის ლელოთი სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და ორიოდ წუთში ლენ იკიტაუს მიერ ხაზის გაჭრის შემდეგ ტომ რაითმა ანგარიში 23-5 გახადა. ამან ლომებს ცივი შხაპი გადაასხა, მალევე გააქტიურდნენ და 35-ე წუთზე ლამაზი გათამაშების შემდგომ ტომ ქარიმ ლელო მიითვალა, აქედან სამ წუთში კი ჰიუ ჯოუნსი სხვაობას ამცირებს და პირველი ტაიმიც ასე მთავრდება - 23-17.

მეორე ტაიმში თავიდან ისევ "უოლაბებმა" იყოჩაღეს და ტომ ლინაგმა თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა, მერე რამდენიმე სახიფათო შეტევაც დააორგანიზეს, მაგრამ ზემოთხსენებული ჯარიმა მასპინძლებისთვის ამ თამაშში აღებული ბოლო ქულა აღმოჩნდა. მე-60 წუთზე ლომებმა 13-ფაზიანი შეტევა ააწყვეს, რაც ტად ბირნის ლელოთი დასრულდა. ფინ რასელის გარდასხვის შემდეგ სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, ლომებს თამაშის მოსაგებად ჯარიმის გატანაც ჰყოფნიდათ, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო წუთზე სტუმართა ირლანდიელმა ფულბეკმა უგო კინანმა თამაში თავის თავზე აიღო და შეხვედრის გადამწყვეტი ლელო დადო. ფინ რასელმა ამჯერად ვერ ივარგა და საბოლოო ანგარიშიც ასეთია: 26-29.

შემადგენლობები:

ავსტრალია - შერკინება - 1. სლიპერი, 2. პორეცკი, 3. ალაალატოა, 4. ფროსტი, 5. სკელტონი, 6. ვალეტინი, 7. მაკრაითი, 8. უილსონი (კაპ.) - ხაზი - 9. გორდონი, 10. ლინაგი, 11. პოტერი, 12. იკიტაუ, 13. სუა’ალი’ი, 14. იორგენსენი, 15. რაითისათადარიგო: 16. პოლარდი, 17. ბელი, 18. რობერტსონი, 19. უილიამსი, 20. გლისონი, 21. ტიზანო, 22. მაკდერმოტი, 23. დონალდსონი,

მთავარი მწვრთნელი: ჯო შმიდტი (ახალი ზელანდია)

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები - შერკინება - 1. პორტერი (ირლანდია), 2. შიანი (ირლანდია), 3. ფურლონგი (ირლანდია), 4. იტოჯე (ინგლისი, კაპ.), 5. ჩესუმი (ინგლისი), 6. ბირნი (ირლანდია), 7. ქარი (ინგლისი), 8. კონანი (ირლანდია) – 9. გიბსონ-პარკი (ირლანდია), 10. რასელი (შოტლანდია), 11. ლაუ (ირლანდია), 12. აკი (ირლანდია), 13. ჯოუნსი (შოტლანდია), 14. ფრიმენი (ინგლისი), 15. კინანი (ირლანდია)სათადარიგო: 16. კელეპერი (ირლანდია), 17. გენჯი (ინგლისი), 18. სტიუარტი (ინგლისი), 19. რაიანი (ირლანდია), 20. მორგანი (უელსი), 21. მიტჩელი (ინგლისი), 22. ფარელი (ინგლისი), 23. კინგჰორნი (შოტლანდია)

მთავარი მწვრთნელი: ენდი ფარელი (ინგლისი)

ლელოები: 23, სლიპერი; 28, გორდონი; 31, რაითი -- 16, შიანი; 35, ქარი; 38, ჯოუნსი; 60, ბირნი; 80, კინანი

გარდასახვა: ლინაგი (1/3) -- რასელი (2/5)

ჯარიმები: ლინაგი (3/3)

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
სემ ვერბარტონი ოთხი თვე იუქმებს
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
ავსტრალიელებს არ ეშინიათ: ჩემპიონატს გრაფიკის მიხედვით გააგრძელებენ
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
"ბრიტანელი ლომების" მესამე და გადამწყვეტი მატჩი
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიური ტურნე ტრიუმფით დაასრულეს
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
უორენ გეთლენდს ნოემბერში სკალპის აღება უნდა
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
"ბრიტანელი ლომების" გუნდში უცნაური ამბები ხდება