სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ ხვალ, 17 ოქტომბერს, Toyota Chellenge-ს ფარგლებში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ჩიტასთა’ პირველ თამაშს გამართავს.

ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

იტალიური ტურნესგან განსხვავებით, სადაც ‘შავმა ლომმა’ ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონის’ წინააღმდეგ 30-30 კაციანი განაცხადებით ითამაშა, ბლუმფონტეინში მოედანზე 23 მოთამაშე გავა.

ბოლო თამაშის შემდეგ (‘ბენეტონთან’ 12 სექტემბერს) სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა - ერთი ხაზში და ერთი შერკინებაში. ცენტრში დემურ თაფლაძის ნაცვლად თამაშს ზაურ ლუტიძე იწყებს, ხოლო შერკინების მესამე ხაზში ლაშა ციხისთავის ადგილს სანდრო მამამთავრიშვილი დაიკავებს. მამამთავრიშვილს იტალიაში არ უთამაშია და გუნდს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე დაემატა.

მთლიანობაში შემადგენლობა ასე გამოიყურება: პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები - დავით აბდუშელიშვილი და კახაბერ დარბაიძე; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში მამამთავრიშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და გიორგი სინაურიძეს ვიხილავთ.

ღერძზე თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე დადგებიან; ცენტრში ლუტიძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება; ფრთებზე თამაშს აკაკი ტაბუცაძე და შალვა აფციაური იწყებენ, ხოლო ფულბეკი ოთარ მეტრეველია.

Toyota Chellenge. 17 ოქტომბერი. 20:00 საქ. დრო

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.ზაურ ლუტიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. ლაშა ციხისთავი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ალექსანდრე თოდუა, 23. ლუკა თაყაიშვილი.

მარქაფიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი, ბურჯები ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბადრი ციხისთავი, მეორეხაზელი გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელი ლაშა ციხისთავი; ჰავბეკი გიორგი სპანდერაშვილი, ფრთა ალექსანდრე თოდუა და ფულბეკი ლუკა თაყაიშვილი.

შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ იმავე ‘ჩიტასს’ 26 ოქტომბერსაც შეერკინება.

Rugby.ge

ზურა
ყყრება სადმე შეიძლება ?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის