‘შავმა ლომმა’ სამხრეთაფრიკულ ტურნეზე Toyota Chellenge-ს ფარგლებში ადგილობრივ ‘ჩიტასთან’ მეორე მატჩი გამართა. ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ამით ვერ ისარგებლეს და მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც ‘შავმა ლომმა’ 6 ლელო გაიტანა და 39:38 მოიგო, მეორე მწირქულიანი აღმოჩნდა. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს და კონტრშეტევებზე ლელოები მიიღეს.

საწყისი 25 წუთის განმავლობაში ‘შავი ლომი’ უტევდა, ჯარიმებს კარში არ ურტყამდა და ლელოზე თამაშობდა. ლუკა ცირეკიძეს პასისა და თორნიკე კახოიძეს გარღვევის შემდეგ ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მცველმა შეძლო შემტევისთვის ხელი გამოკვრა, კონტრშეტევას უკვე ‘ჩიტასის’ ლელო და გარდასახვა მოყვა და რადგან 33-ე წუთზე ცირეკიძემ ჯარიმა ვერ გაიტანა, ტაიმი 7:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ჩვენი შეტევებით დაიწყო, ჯარიმა რამდენჯერმე არ დავარტყით, 56-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და შალვა მამუკაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა. 62-ე წუთზე მეტოქის ლელოში მოლით კიდევ ერთხელ შევედით, მაგრამ მამუკაშვილს ბურთი არ დაამიწებინეს.

გამოუყენებელი მომენტების შემდეგ 68-ე წუთზე კონტრშეტევაზე მეორე ლელო მივიღეთ, რამაც ხასიათი წაგვიხდინა, დასკვნით წუთებში კიდევ ორი ლელო გავუშვით და მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.

‘შავი ლომის’ მოთამაშეთა ნაწილს ნოემბერში სანაკრებო შეხვედრები ელის, რის შემდეგაც გუნდი შეიკრიბება და დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება.

Toyota Chellenge. 26 ოქტომბერი.

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - შავი ლომი (საქართველო) 24:5 (7:0)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ლაშა ციხისთავი, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.

1 ლელო: მამუკაშვილი

Rugby.ge

სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ?ტერიტორიულს კი ბატონო,მაგრამ სათამაშო უპირატესობა ის არის,როცა უტევ და საფრთხეს უქმნი მეტოქეს.საფრთხის შექმნა გვიჭირს და ეგ არის ჩვენი უბედურება!ადრეც ჯანში უპირატესობას ვერ ვიყენებდით,რადგან ხელით თამაშის უნარები არ გვკმაროდა და როცა ვიღლებოდით,ძლიერი მეტოქეები,ერთი მეორის მიყოლებით გვიდებდნენ ლელოებს.თითქოს დავიწყეთ,უკანა ხაზიდან შეტევების განვითარება,მაგრამ ხელით თამაშში უამრავ ბურთს ვკარგავდით და ამ თამაშებისათვის,კოკერილი,ეტყობა ისევ ძველ მოდელს დაუბრუნდა.ფიზიკური დომინაციით, ძალისმიერ სტილში ქულების მოპოვება.ფეხით ძალიან სუსტი თამაში და უკიდურესად შენელებული რაქი,შეტევიდან რაიმე ხელშესახების გამორჩენის საშუალებას არ გვაძლევს.ჯარიმებსაც ალბათ მაგიტომ არ ვურტყამდით,რომ კარში გატანის იმედი არ გვქონდა.მხოლოდ ლომში კი არა,ნაკრებშიც ძალიან გვიჭირს კარში დარტყმები და ის ბიჭები,თუნდაც 20 წლამდელებში ძალიან კარგად რომ ურტყამდნენ,დღეს მაშინდელზე გაცილებით უარესად გამოიყურებიან.როცა ზელანდიიდან ჩამოვიყვანეთ მწვრთნელი,მაშინ მიზნად დავისახეთ,რომ ბავშვთა რაგბში რადიკალურად უნდა შეგვეცვალა მიდგომა და ხელით კარგ თამაშზე გაგვეკეთებინა აქცენტი..დღეს რასაც ვუყურებთ,შეუძლებელია ვთქვათ,რომ მიზანს მივაღწიეთ.არც საქართველოს ჩემპიონატში ჩანს,რომ ახალგაზრდები ხელით უკეთესად ირჯებიან,ვიდრე წინა წლებში.ალბათ ბავშვთა მწვრთნელებშიც უნდა იყოს საქმე.რაც თვითონაც არ იციან კარგად,ბავშვს როგორ უნდა ასწავლო?ამიტომ ვტკეპნით ერთ ადგილს.შემოქმედებითად მოაზროვნეთა ნაკლებობაც ძალიან იგრძნობა,ახალგაზრდებში და ეს ისევ ფიზიკური უპირატესობის შექმნის და მის ხარჯზე ფონს გასვლას გვაიძულებს.გვიხარია,როცა ჩვენი 20 წლმდელები,მსოფლიოს ჩემპიონატებზე 10 საუკთესეში ხვდებიან,მაგრამ მინდორზე რომ გამოდიან და მოთამაშეებს ერთმანეთს ვადარებ,აშკარად ჩანს ხოლმე,რომ თითქმის ყველა ქართველი მორაგბე,სანახევროდ დაბინტულები თამაშობენ,მეტოქეებიდან კი,დიდი0-დიდი,ორი ან სამი კაცი იყოს სადღაც ბინტი რომ აქვს შემოხვეული.ეს რას ნიშნავს?იმას ხომ არა,რომ ჩვენ ბიჭებს,ფორსირებულად ვუვითარებთ ფიზიკურ უნარებს და როცა ზრდასრულ ასაკში შედიან,უკვე დამტვრეულ-დანგრეული სხეულები აქვთ,ტექნიკურად კი,საკმაოდ სუსტად არიან მომზადებულები?სხვები გეგმაზომიერად ვითარდებიან,როცა ტექნიკა აქვთ სასწავლი,ტექნიკას სწავლობენ,როცა ფიზიკურად მოძლიერებაა საჭირო,მაშინ კი,ფიზიკურ უნარებს ივითარებენ და ორგანიზმიც შემონახული აქვთ?ჩვენ მწვრთნელებისაგან გამარჯვებებს ვითხოვთ,უცხოელები კი გამოცდილების დაგროვებას და უნარების ათვისებას.საბოლოო ჯამში გამოდის,რომ როცა დრო მოდის,ისინი ჩვენ ბიჭებზე უკეთესად განსწავლულებიც არიან,არც ჯანში ჩამოგვრჩებიან და ჯანმრთელობითაც ჩვენზე შენახულები არიან.ალბათ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევცვალოთ მოთხოვნები,ახალგაზრდული რაგბის მიმართ და მივცეთ მოზარდებს,მათ მწვრთნელებს,იმის საშუალება,ყოველგვარი ზეწოლის გარეშე,გეგმაზომიერად შეისწავლონ სარაგბო საქმე და როცა ზრდასრულ ასაკში შევლენ,მაშინ ყოველმხრივ მომზადებულები შევიდნენ დიდ რაგბში.ბოლო 35 წელია,უმძიმესი წლები გამოიარა ქვეყანამ,ყოველ პატარა გამარჯვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მოზარდებისგანაც მხოლოდ გამარჯვებებს ვითხოვთ,მაგრამ ვაჯობოთ საკუთარ თავებს,მივცეთ ზეწოლის გარეშე ზრდის საშუალება და იქნებ ჩვენ ბიჭებსაც შეუძლიათ,ლამაზი რაგბის თამაში.წინა წლებში,ხშირა გვახსოვს,როცა ცალკეულ თამაშებში,ძალიან მაგარ კომბინაციებს და ტექნიკურ უნარებს ვავლენდით,მაგრამ ეს სტაბილური ვერ ხდებოდა,განსხვავებული მიზნების დასახვის გამო.დავსახოთ მიზნად,შემოქმედებითი რაგბის თამაში და როცა თუნდაც ასაკობრივი ნაკრებებების ორი გამოშვება,ზრდასრულ რაგბში შეაბიჯებს,იქ უკვე ცხადად გამოჩნდება,რომ ეს მიდგომა უფრო მომგებიანი იქნება პირველი ნაკრებისათვის.უკვე რამდენი წელია,თითქოს ადგილზე ვბუქსაობთ,ელიტნაკრებებსაც არ სურთ ჩვენთან ასაკობრივ დონეზე თამაში,ჩვენი სიხისტის გამო.თუკი ჩვენც ტექნიკურ რაგბიზე გადავალთ,იქნებეს უსიტყვო ბოიკოტიც მოგვიხსნან და გვერდით დაგვიყენონ?!ეგეც არ იყოს,ტექნიკური რაგბი ხომ გაცილებით უფრო სახალისო სათამაშო იქნება და ეგეც კიდევ ერთი ფაქტორია.
სერგო
ჯანი არ გვაკლია, მაგრამ რატომ გვყავს ასეთი უკტრეატივო რაგბისტები, ერთდაერთი გამონაკლისი ნინიაშვილია
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის