9 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ეროვნულ სტადიონზე ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრას გამართავს
9 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ეროვნულ სტადიონზე ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე კანადის ეროვნული ნაკრებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კანადის ნაკრებების დაპირისპირება ეროვნულ სტადიონზე 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მატჩის წინა დღეს გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტებსაც ესაუბრენენ.

ტაილერ არდრონი, კანადის ნაკრების კაპიტანი:

"ერთი კვირის წინათ მაორებთან მატჩში ჩვენი გუნდის თამაშის სისტემამ კარგად იმუშავა, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთი ხშირად წინ გვივარდებოდა. ამით ჩვენმა ძალიან ძლიერმა მეტოქემ ისარგებლა და მოგვიგო.

საქართველოს ნაკრებთან მატჩი, რომელიც სოლიდური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს რეიტინგში ერთმანეთთან ახლოს ვიმყოფებით და, ამიტომ, მატჩის შედეგმა შესაძლოა ჩვენი გუნდების განლაგებაში სერიოზული კორექტივები შეიტანოს.

გუნდის კაპიტანმა აარონ კარპენტერმა მაორებთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო და ტესტებზე ვერ ითამაშებს. ის ჩვენი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც, მაგალითად, საქართველოს ნაკრებისთვის მამუკა გორგოძეა".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ჩვენი გუნდის მწვრთნელთა შტაბი ინტერნაციონალურია. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა ჩვენგანს ერთნაირი სარაგბო მსოფლმხედველობა გვაერთიანებს. მაიკ ბრედლის საქართველოს ნაკრებში მოწვევის წინ ბევრი ვესაუბრე, მე მის წინააღმდეგ მითამაშია კიდეც. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის.

დიდიე ბესი ფრანგია. ის შერკინების გაწვრთნაში დაგვეხმარება. მას რეკომენდაცია საფრანგეთში მოთამაშე ჩვენმა წამყვანმა მორაგბეებმა გაუწიეს. მის თაობაზე დავეკითხე "კლერმონის" მწვრთნელს ვერნ კოტერსაც. დიდიე საფრანგეთში წარმატებული მწვრთნელია და, ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს კარგ სამსახურს გაუწევს.

ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში კიდევ ორი ქართველი მწვრთნელია, ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე, რომლებსაც უკვე საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაუგროვდათ და უდიდეს სამუშაოს ასრულებენ.

კანადის ნაკრები ძალიან კარგი, მზარდი გუნდია. მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, თუმცა ის მაქსიმალურად გამოვიყენეთ. თუ გუნდმა დავალების შესრულება და ფიზიკურად მეტოქის დაჩაგვრა შეძლო, ვფიქრობ კარგი შედეგი უნდა მივიღოთ.

პროგრამა მინიმუმი ნოემბრის ტესტებზე კარგი თამაშის ჩვენებაა. მაქსიმუმ კი, გვინდა, სრულად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ის რაც აქამდე ვიმუშავეთ, ვეცდებით, ბოლომდე ვუჩვენოთ რაგბის ქართველ ქომაგს".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"ვფიქრობ, თამაშისთვის ნაყოფიერად მოვემზადეთ. კანადის ნაკრები საკმაოდ სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ეტყობათ, რომ დიდი ხანია ერთად არიან საწვრთნელ შეკრებაზე. ერთი მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს ახალზელანდიელ მაორებთან.

მათ თამაშში შევნიშნეთ გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოყენებაც შეიძლება. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გაიმართა. "ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტებზე ინგლისური კომპანიის "ზარქსის" მიერ შეკერილი კვართებით იასპარეზებენ.

იხილეთ: "ბორჯღალოსნების" ახალი ფორმის პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO]

ნოემბრის ტესტები

9 ნოემბერი

საქართველო-კანადა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. გიორგი ჩხაიძე.

16. სიმონ მაისურაძე, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ქონორ თრეინორი, 12. ჰარი ჯოუნზი, 11. ფილ მაკქენზი, 10. ფილ ანდერვუდი, 9. ფილ მაქი. 1. ჰუბერთ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. ენდრიუ თიდემანი, 4. ჯონ ფელანი, 5. ბრეტ ბუქებუმი, 6. ჯებ სინკლეი, 7. ჯონ მუნლაითი, 8. ტაილერ არდრონი.

16. ჯეკ ილნიცკი, 17. დი ჯეი სიარს-დიურუ, 18. ბენუა პიფერო, 19. ტაილერ ჰოთსონი, 20. ადამ ქლიბერგერი, 21. ჯიმი მაკქენზი, 22. ნიკ ბლევინსი.

16 ნოემბერი

საქართველო-აშშ

23 ნოემბერი

საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად რჩება
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი
საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რუსებთან დიდ სტუმრიანობას ველით - "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში [PHOTO]
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
მაიკ ბრედლი: მჯერა, გლოსტერელები მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" უქომაგებენ
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან