ვინ, რატომ და როგორ ჩამოშორდა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებს
ათასჯერ გაგონილი და თქმული - მწვრთნელის საქმიანობა, პირველ რიგში, გუნდის შედეგით ფასდება და თუ შედეგი კარგია, ვერავინ დაძრახავს მწვრთნელს იმის გამო, ამა თუ იმ ფეხბურთელს რატომ უშვებს გუნდიდან.

ახლა ალექსანდრე ამისულაშვილმა დატოვა ეროვნული ნაკრები და ჩვენთან ინტერვიუში თქვა კიდეც, პირველი არ ვარ, ვინც ამას აკეთებსო.

მოკლედ, ზოგი თვითონ მიდის და ზოგსაც უშვებენ, ეს ყველაფერი კი იწვევს კამათს, რაც სავსებით ბუნებრივია.

თემურ ქეცბაიას მიაჩნია, რომ წინა შესარჩევში მის გაწვრთნილ ნაკრებს უკეთესი შედეგი ჰქონდა, წინასთან შედარებით. ეს მისი აზრია.

ვინ, რატომ და როგორ ჩამოშორდა ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებს - ვფიქრობ, არ უნდა იყოს უინტერესო ამ ყველაფრის მოკლე მიმოხილვა, მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდი ახლახან ამისულაშვილმაც დატოვა.

გოგიტა გოგუა

როგორც მწვრთნელები ამბობენ, მას რთული ხასიათი აქვს. იყო დრო, გოგუა საქართველოს ნაკრებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა ეროვნულ გუნდში მყარად ფეხი ვერ მოიკიდა.

პირველი უთანხმოება თუ კონფლიქტი გოგუას კლაუს ტოპმიოლერთან მოუვიდა.

არ შევსწრებივარ იმას, თუ რა ინციდენტი მოხდა თემურ ქეცბაიასა და გოგუას შორის, მაგრამ რაღაც რომ მოხდა, ფაქტია.

რა დაკარგა საქართველოს ნაკრებმა გოგუას არყოფნით? შესაძლოა, ბევრიც არაფერი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, გოგუამ ფეხბურთის თამაში არ იცისო.

იხილეთ: გოგიტა გოგუა: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

ლევან კობიაშვილი

აქ ყველაფერი ნათელია - ქეცბაიამ ისე ჩამოაშორა ნაკრებს ღვაწლმოსილი ფეხბურთელი, გული ძალიან ატკინა და ეს ყველაფერი ეტიკეტის დაცვის გარეშე მოხდა.

ეს ამბავი ქეცბაიას ნეგატივში ეთვლება.

კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების დღევანდელი მწვრთნელის საქმიანობას "ბლეფი" უწოდა. ქეცბაიას კომენტარი ამ ყველაფერზე უცნობია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია.

იხილეთ: ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

ალექსანდრე იაშვილი

აქაც იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც კობიაშვილთან მოხდა, ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ იაშვილი ქეცბაიაზე მწვავე განცხადებებს არ აკეთებს.

იხილეთ: ალექსანდრე იაშვილი: თუ ნაკრებს ჩემი დახმარება დასჭირდება, ვითამაშებ

დავით სირაძე

ამ თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში 8 გოლი აქვს გატანილი. ის ახლა ნალჩიკის "სპარტაკში" თამაშობს და მიმდინარე სეზონში რუსეთის პირველ დივიზიონში ოდენ ერთი გოლი აქვს შეგდებული.

სირაძეს უცხოურ გუნდებში ბევრი ბურთი არც არასდროს გაჰქონდა, თუმცა ნაკრებში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი: თურქეთთან, უკრაინასთან, შოტლანდიასთან, ესტონეთთან, მალტასთან...

აქ, ალბათ, უფრო გემოვნების საკითხია. ფაქტია, სირაძეს ნაკრებში გოლის გატანა შეუძლია.

იხილეთ: დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

ლევან ყენია

ყენიასა და ქეცბაიას კონფლიქტზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ქეცბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ლამის გამოლანძღა ეს ფეხბურთელი.

"ცივი წყალი დალიოს" - ეს ფრაზა კი მანამდე ყენიამ გააჟღერა "ლელოსთან" ინტერვიუში.

ყენიაზე ვერავინ იტყვის, უნიჭო ფეხბურთელიაო, თუმცა ქეცბაიას ყველა საკითხზე თავისი შეხედულება აქვს.

ყენია ნაკრებში აღარ თამაშობს.

იხილეთ: ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...

ზურაბ ხიზანიშვილი

ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩზე არ ჩამოვიდა და ქეცბაიამ მას კაპიტნობა ჩამოართვა.

დაძაბულობა ამით არ დასრულდა, სტუმრად ბელორუსთან მატჩის შემდეგ რა უთხრა ქეცბაიამ ხიზანიშვილს, ჩვენთვის ზუსტად უცნობია.

მწვრთნელს ვეტერანი მცველი არ გაუშვია ნაკრებიდან, გადაწყვეტილება თავად ზურაბმა მიიღო, თუმცა მიზეზებზე მკაფიოდ და გახსნილად ჯერაც არ უსაუბრია.

ფინეთთან მატჩის წინ ხიზანიშვილი ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.

იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

ალექსანდრე ამისულაშვილი

ჟურნალისტებთან 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ქეცბაიამ მასზე კარგი არაფერი ილაპარაკა და გვაქვს უფლება, ვივარაუდოთ, რომ მანამდეც აღარ მოიაზრებდა მას ნაკრებში დამდეგი შესარჩევისთვის.

იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamuka
ქეცბაია 100% მართალია!!!!აბა ვინ და ვინ არ ჩამოსულა ჩვენთან და ყველანი არვარგა არა???ესენი ფეხბურთელები კი არა სუფთა სიაფანტები არიან.ყველანი მოედანზე რო გადიან თავს იკლავენ ოღონდ არა ჩვენები.ზურამ ჯობია რომ პირი დაკეტოს ისეთი სამარცხვინო შესტომებს უშვებდა ამ ბოლო დროს....
borotsa szlia ketilman...
მართალი ყოფილა ქეცბა ყველასთან - რა გინდათ ამ კაცთან? ყველა ან ბებერია ან კიდევ ფორმაში არაა... დისციპლინა კი საჭიროა
guladi333
თუ მაგარი კაცია ზურგსუკან კი ნუ ლაპარაკობს,პირში უტხრას.მაგრამ მაგას მაგდენი კაცობა სადაა აქვს.
guladi333
სანამ ლამაზია წავიდეს ეს ქეცბაია ნაკრბიდან.მწვრთნელი ფეხბურთელს დედის მ....ს რო შეაგინებს იმ ფეხბურთელს ტამაში როგორ უნდა მოთხოვო?ქართველმა ნორმალურმა ადამიანმა ხიზანაზე,ამისულაზე და კობიზე ცუდი როგორ უნდა თქვას?მაგან თავსი ნარკომან და ლოთ და უზრდელ ზმას მიხედოს.
qutaiseli
BENVO 33 წლის კვირკველია თამაშობს ნაკრებში და 35 წლის კობი ვერ ითამაშებდა?კვირკველიას საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქ მარა როგორც ფეხბურთელი კობისთან ახლოსაც ვერ მივა.გავაახალგაზრდავე ნაკრებიო ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დამისახელე ჯანოს გარდა რომელია ნაკრებში რომელიც ქეცბაიამდე არ იყო ნაკრებში ოქრიაშვილმა და თარგამაძემ კიდე საერთოდ რეგრესი განიცადეს აღარ ათამაშებენ თავის გუნდში.
murtalo
სირცხვილია ქეცბაიას ნაკრებში დატოვება ხალხო, არაა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ღირსი და ეს არაერთხელ დაამტკიცა თვითონ...ჟურნალისტებს კი უნდა რცხვენოდეთ, რომ საათნახევრის განმავლობაში ერთეული გამონაკლისის გარდა ნორმალური კითხვა არ დაუსვეს ტუტუც მწვრთნელს... არაა ლაპარაკი მის უტაქტობასა თუ მისი ნაკრების უტაქტიკობაზე, ვინმეს მაინც ეკითხა პლეიოფის თამაშებისას დაგეგმილი პაუზისას რატომ არ ითამაშა ნაკრებმა ამხანაგურები?...არავინ გვეთამაშბაო არ თქვათ, ნუთუ მალტის, სანმარინოს და ლიხტენშტეინზე საინტერესო არაა ჩვენებთან თამაში, მაგრამ ჩვენს მწვრთნელს დაგეგმილი არდადეგები ჰქონდა კვიპროსის აკადემიის მისახედად...არ თქვათ კიდევ ამხანაგურები ფედერაციამ უნდა დაგეგმოსო, თუ არ გეგმავს ბატონო მოითხოვე და საჯაროდ თქვი ამის შესახებ...მწვრთნელობის კანდიდატები კი ნამდვილად გვყავს და ამის დატოვებას ნებისმიერი მათგანი ვცადოტ, გეგუჩაძე, მაისურაძე, დევდარიანი, ახალი სისხლი სჭირდება ნაკრებს და პირველ რიგში მთავარი მწვრთნელი, თორემ სწორად უთხრეს, ორი წლის შემდეგ იგივეს ილაპარაკებო... უნამუსო თემურ ნუ შეაძულებ თავს შენს გულშემატკივარს, წადი, მიხედე კვიპროსელ ბავშვებს!
ტემრაზი
აუ რაებს წერთ კაი რაა. ქეცბაიას მწვრთნელობა არ შეიძლება. უნდა წავიდეს და მოვიდეს სხვა ვინმე.გეგუჩაძე ან ისეთი ვინც აზროვნებს.უცხოელიც არ უნდა იყოს. რაც შეეხება წასულ ფეხბურთელებს ამ ეტაპზე არც ერთი არ გვჭირდება. ამისულაშვილი ასაკშია და ფეხებს უვლის. დააყენე ამგის ადგილზე ახალგაზრდა ბიჭი ჩვენებური ჭანტურია, კობახიძე კვირკველია ან რომელიმე ახალგაზრდა და მიეცი მოტივაცია. ნახეთ როგორ ითამაშებენ. ნერვებით ავადმყოფი გოგუა ვფიქრობ არც არასოდეს გვჭირდებოდა. მწვრთნელიც ავად გვყავს მაგ მხრივ და ორი გიჟი ჩემმა მტერმა ითმინა. ყენია რაც არის მეორე ბუნდესლიგაში ჩანს და კიდე თუ ვინმეს აქვსმაგისი იმედი არ ვიცი. მაგრამ ჯერ იქ დაამტკიცოს უნდა რა შეუძლია. პერსპექტიული რომ იყო ეგ არაფერს ნიშნავს. მთავარია ახლა რა არის. სირაძე ვისაც კარგი თავდამსხმელი ჰგონია ნუ ეგ ცალკე თემაა. რაც შეეხება კობის და იაშკას ვფიქრობ კობი კიდე შიეძლებოდა ცოტა ხანი, იაშკა უკვე ვაბშე ვეღარ თამაშობდა. თუმცა დღეს ჩემი აზრით არც ერთი უნდა იყოს ნაკრებში. მაგრამ ისიც უდავოა რომ ღირსეულად გაცილებას იმსახურებდნენ. ხიზანიშვილს კიდე როცა ნაკრებში თამაშზე იტყვის ვინმემ ბელარუსიის და სხვა ბოლოდროინდელი თამაშები გაიხსენოს. რამდენი ყლაპა. თუნდაც ალანეთთან თბილისში ბურთს რომ აბრუნებდა უკვე. თუნდაც სხვა თამაშები. დაბერდი? წადი შვილო და დაუთმე სხვას ვინმე ახალგაზრდას. ამ ჩამოთვლილებიდან დღეს არავინ არ უნდა იყოს ნაკრებში. ამათ უნდა მიამატო ზედ ხუბუტია, გელაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, ხმალაძე, დინამოს სხვა ფეხბურთელები (ელგუჯას გარდა და მერებაშვილიც გამოსაძახებელია) უჩა ლობჟანიძე, გრიგალავა, დვალიშვილი (დვალიშვილს არაფერს ვერჩი უბრალოდ ეს კაცი საჯარიმოს თავდამსხმელია რაც ჩვენ არ გამოგვადგენა) და კიდე ზოგიერთი უნდა მიაწმინდო ზედ და სხვები უნდა მოიყვანო. კაშია თავის ადგილზე დააყენო, ჭანტურია გიორგი და ვაკო გამოიძახო და ნორმალური ნაკრები ააწყო. ნაკრებში რომ ითამაშებენ ჰოლანდიაშიც გაეხსნებათ გზა უკეთ მაგ ბიჭებს და ეგაა. ბარდაგია გუნდი კი არა ნაგავია ჩვენი ნაკრები
guja_kakhadze
სტადიონზე მაყურებლის მოზიდვა თუ გინდათ, ნაკრებიდან წასულები და დარჩენილები ათამაშეთ ერთმანეთთან და ვნახოთ ვინ მოიგებს. წასულების მწვრთნელობა კი ვასილ მაისურაძეს ვთხოვოთ!!!!
romani
კობიაშვილი ნამდვილად არ იყო ჯერ გასაშვები, მაგის გაფუწებული თამაში მე არ მინახია, იაშვილი კარგი იყო, უბრალოდ ნელ ნელა ''დაბერდა''და უფრო ლამაზად უნდა წასულიყო. დანარჩენები თავიანთი საქციელიდან გამომდინარე ნაკრებს არ სჭირდებიან
ფეხბურთელის დედა
წარმოუდგენელია, რომ მიუკერძოებელი გულშემატკივარი არ იყოს ფეხბურთის ფედედრაციასა და ეროვნულ ნაკრებში დიდი ცვლილებების მომხრე. როგორ შეიძლება დღეს ქეცბაიას დაცვა. როგორიც უნდა წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყო, არ შეიძლება მაგის მწვრთნელობა, იმდენად გაუნათლებელი და ხეპრე ადამიანია. წარმოუდგენელია მაგის მიერ დაგეგმილი ერთი კომბინაციაც, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება გონებაში ჰქონდეს, მაგრამ ვერ გადმოსცემს, შეიძლება უწიგნურმა ახსნას გაკვეთილი? მართლაც გიჟი უნდა იყო, რომ უწიგნური და ხეპრე მასწავლებელი დაიქირავო, უხადო კატასტროფულად მაღალი ხელფასი და მოსწავლეების წარუმატებლობაში მხოლოდ მათი შესაძლებებლობების სიმწირე დაადანაშაულო.
BENVO
კაირა ადრე თუ იზახებდნენ ამათ იმიტო არ ავატალახეთ ფინალური ეტაპები? ნაკრებში რო მწვრთნელი ყვირილს დაიცყებს თამაშზე ირბინეთო გასაგებია ყველაფერი
qutaiseli
კობიაშვილი ეხლაც ერთი თავით ჯობია ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების ნებისმიერ ფეხბურთელს კლასი ბაბა კლასი.მაინც წავიდოდაო რატო უნდა წასულიყო ერთი ჯობია ვინმე თუ არ შეუძლია თამაში.
a.c.m.gio
დავით თავართქილაძეს გაიგე, რომ ქართველი გულშემატკივრების აბსოლიტურ უმრავლესობას უნდა რომ ქეცბაია დარჩეს და ყიფიანის მოსყიდული ვაი ჟურნალისტები ტვინს ვერ აგვიმღვრევთ. და კიდევ ერთი გთხოვთ ჩაატარეთ გამოკითხვა უნდა წავიდეს თუ არა დავით თავართქილაძე სპორტული ჟრნალისტიკიდან და მერე ნახავთრომ ახლობლებიც ვეღარ გიშველის.
1111
ვისაც არ უნდა, უნდა წავიდეს. ასე ჯობია, ვიდრე ფეხებს მოუფრთხილდეს და მოედანზე იყოს. კობის დაიაშკას რაც შეეხება, ალბათ აქამდე თვითონაც წავიდოდნენ ნაკრებიდან. მადლობა მათ. თუმცა ცოტა სხვანაირად შეიძლებოდა ალბათ მათი გაშვება. ამ ეტაპზე მათი გამოძახება უფრო არალოგიკური იქნებოდა. დანარჩენებს რაც შეეხება, ქეცბაია ისევე ითხოვს ჯიგარის ჩადებას, როგორც თვითონ დებდა და ამას რომ ვერ ხედავს, უტყდება. ისე ტაქტიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ვერც შედეგით ქეცბა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...