ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]

საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]

"ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დროა, ელიტარული დონის ნაკრებებთან რეგულარულად ითამაშოს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 23 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა და მორიგი ნათელი ფურცელი ჩაწერა როგორც ქართული რაგბის ისტორიაში, ასევე თითოეული გულანთებული ქომაგის გულსა თუ გონებაში.

"ბორჯღალოსნებმა" უდიდესი მონდომებისა და თავდადების ხარჯზე მსოფლიოს რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფ სამოას უძლიერეს ნაკრებს 16:15 სძლიეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დროა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ელიტარული დონის ნაკრებებთან რეგულარულად ითამაშოს.

თბილისში სამოა გარკვეული დანაკლისით იყო ჩამოსული, თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც სხვადასხვა სახის ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე მოისაკლისა, რაც მატჩის წინ თანაბარ სიტუაციაში აყენებდა ორივე გუნდს.

სტადიონზე მისული 15 ათასი გულშემატკივარი თავდაპირველად სტვენით შეხვდა სამოელთა მიერ შესრულებულ მისალმება "სივა ტაუს", თუმცა ემოციური ფონი მალევე ჩაცხრა და ის მხურვალე ტაშში გადაიზარდა.

იხილეთ ვიდეო

შეხვედრა დაიწყო და მატჩის პირველი წუთებიდანვე იგრძნობოდა, თუ როგორ უფრთხოდნენ ქართველი მორაგბეები სხარტ სამოელებს. "ბორჯღალოსნები" საკუთარი ნახევრიდან ხელით შეტევას ერიდებოდნენ და ცდილობდნენ, მაღალი აბრაგანები დაეკიდათ მეტოქის ტერიტორიაზე და უკვე იქ ეთამაშათ პრესინგი და შეეწუხებინათ სტუმრები.

სამოელებმა ამით მშვენივრად ისარგებლეს და ხელდახელ აქტიურად შემოგვიტიეს. მათმა კაპიტანმა კაენ ფოტუალიჰიმ სწრაფად გაათამაშა საჯარიმო და კარგი კონტრშეტევაც წამოიწყო. კუნძულელებმა რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს ფლანგზე, თუმცა მამუკა გორგოძემ მშვენივრად ჩახურა თავდაცვითი ხაზი და მეტოქეს უკან დაახევინა. იქვე მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაშგარეს წესის დარღვევა აღნიშნა და მორიგი საჯარიმო უბოძა სტუმრებს, მაგრამ მათმა მგეზავმა ტუსი პისიმ კარში არაზუსტად დაარტყა.

ორიოდე წუთში "ბორჯღალოსნებმა" საპასუხო შეტევა წამოიწყეს, მარჯვენა ფლანგზე მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრეს, თუმცა ამჯერად სამოამ დაარღვია თამაშის წესები, რითაც მერაბ კვირიკაშვილმა მშვენივრად ისარგებლა და ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.

მალევე გამოიკვეთა სათამაშო სურათი. აუტსა და შერკინებაში ჩვენი ნაკრები გაცილებით უკეთესად ირჯებოდა, ხოლო მაღალი სათამაშო ტემპი და ხელდახელ შეტევები სამოას უკეთესად გამოსდიოდა.

სტუმრებმა თამაში გაშალეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. მარბიელმა ჯეკ ლემიმ "ბორჯღალოსანთა" ხაზი გაარღვია და მისი შეჩერება მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრშიღა მოხერხდა. სამოამ მშვენივრად ისარგებლა იმ ფაქტით, რომ ქართველებმა ვერ მოასწრეს დაცვის გადაწყობა და ახალზელანდიური "ჰარიქეინზის" გარემარბმა ალაპაატი ლეილუამ პირველი ლელო გაიტანა, პისიმ ვერ გარდასახა - 5:3.

ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში მატჩის მთავარმა არბიტრმა კისრის არეში ბოჭვისთვის 10 წუთით გაასინბინა "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მამუკა გორგოძე და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სამოა აუცილებლად გამოიყენებდა რიცხობრივ უპირატესობას.

თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა სრული კონცენტრაცია მოახდინეს და დაცვაში მედგრად დადგნენ. მერაბ შარიქაძემ წელს ქვემოთ ბრწყინვალე ბოჭვა გაუკეთა მეტოქეს. სამოელს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რომელიც კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა აიტაცა და 30 მეტრი ირბინა. სტუმრებმა მისი შეჩერება მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე შეძლეს.

კვირიკაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბურთი მეტოქის ძელებს შორის გაატარა - 6:5.

სამოას ნაკრებმა მყისიერად გაზარდა ზეწოლა და რამდენიმე მძაფრი იერიშიც განახორციელა. ერთ მომენტში პისის მიერ ფეხით შეგორებულ ბურთს "ბორჯღალოსანთა" ჩათვლის მოედანში სტუმართა ერთბაშად ორი მორაგბე შეჰყვა, თუმცა გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ იმარჯვა და სიტუაცია განმუხტა.

25-ე წუთზე მამუკა გორგოძე სინბინიდან დაბრუნდა, თუმცა ვერც კაპიტანმა გვიშველა მორიგი ლელოსგან. "ბორჯღალოსანთა" ჩათვლის მოედნიდან ოცდაათიოდე მეტრში ჯეკ ლემი მოულოდნელად მოეხსნა აგორებულ მოლს, ოსტატურად აუარა გვერდი ერთბაშად რამდენიმე მოწინააღმდეგეს და კიდესთან ლელო გაიტანა, რომელიც პისიმ ამჯერად გარდასახა - 12:6.

მატჩის პირველი ნახევარი საბოლოოდ ასეც დასრულდა, თუმცა, როგორც მორაგბეებმა, ასევე გულშემატკივარმაც აშკარად დაინახეს და დაიჯერეს, რომ სამოას დამარცხება ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

მეორე ტაიმის სტარტი იდეალური გამოვიდა მასპინძლებისთვის. სამოას 22-მეტრიან ზონასთან ახლოს ქართველებმა მეტოქე შერკინებაში დაჩაგრეს. გიორგი ჩხაიძემ ბურთი აიტაცა და მოკლე ფრთაზე შეუტია. ათიოდე მეტრში სამოელებმა მისი შეჩერება მოახერხეს, თუმცა გიორგი ბეგაძემ არ დააგდო შეტევის ტემპი, რაქიდან დროულად გამოიტანა ბურთი და მგეზავ ლაშა ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ, "ჯვარზე" შუამარბი მერაბ შარიქაძე შეიყვანა.

20 წლის მორაგბემ პატარა საოცრება ჩაიდინა. მოკლე დისტანციაზე ჯერ ერთდროულად ორ მბოჭავს დაუსხლტა ხელიდან, შემდგომ კი სამი სამოელის წინააღმდეგობაც გადალახა და ლელო კარის ძელთან ახლოს გაიტანა. კვირიკაშვილმა იოლად გარდასახა - 13:12.

იხილეთ ვიდეო

სამოა დაიბნა. კუნძულელები არ ელოდებოდნენ მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას. მათ რამდენჯერმე ზედიზედ დაარღვიეს თამაშის წესები, რისთვისაც არბიტრმა, ამჯერად, მათი შერკინების მეორეხაზელი ტეოფილო პაულო გაასინბინა.

"ბორჯღალოსნებს" შეეძლოთ, მოპოვებული საჯარიმო კარში დაერტყათ, მაგრამ კაპიტანმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო: ბურთი აუტში გადაიტანეს და ლელოს გატანაზე გააკეთეს აქცენტი. მასპინძლებმა აუტი სუფთად მოიგეს, მოლის აგორებაც მოხერხდა, თითქოს ისინი შესულებიც იყვნენ მეტოქის ჩათვლის მოედანში, მაგრამ მსაჯმა ბურთის დამიწების მომენტი ვერ დააფიქსირა, ხოლო მომდევნო ფაზისას მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ბურთი დაკარგეს და, შესაბამისად, სამოამ სიტუაცია განმუხტა.

სათამაშო უპირატესობა ხელთ უკვე ქართველებს ეპყრათ და ისინი სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას მორკინალების აგრესიული თამაშის ხარჯზე. ათიოდე წუთის განმავლობაში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ბურთი "დაუმალეს".

ერთ ეპიზოდში კოტე მიქაუტაძემ მშვენივრად დააფარა სამოელთა მგეზავის ფეხით დარტყმულს, თუმცა დამატებაზე ვეღარ მიასწრეს მასპინძლებმა და, შესაბამისად, ლელოს გატანის ეს შანსიც დაიკარგა.

სამოელები დროულად გამოფხიზლდნენ, მათ ხელდახელ თამაშით გადალახეს მოედნის ცენტრი და ქაოტურ შეტევაში ქართველთა დაცვის ხაზიც გაჭრეს. მერაბ კვირიკაშვილმა ბოლო წამს შეძლო მეტოქის შებოჭვა, თუმცა მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე.

პისიმ საჯარიმო ზუსტად დაარტყა და კვლავ დააწინაურა საკუთარი გუნდი - 15:13.

"ბორჯღალოსნებს" უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. მათ გაზარდეს ზეწოლა და მცირე შტურმიც მოაწყვეს. ჯერ შეცვლაზე შესულმა ბექა წიკლაურმა სცადა არეკნის გატანა, თუმცა ვერ გამოიყენა ეს შანსი. მომდევნო ეპიზოდში კი უკვე შერკინებით მიეძალნენ ქართველები და მეორე ლელოს გატანაც შეეძლოთ, თუმცა მსაჯმა გარკვევით ვერ დაინახა ბურთის დამიწება...

სამაგიეროდ, შენიშნა სამოელთა მხრიდან ოფსაიდის წესის დარღვევა და "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა. კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რკინის ნერვების მქონე მორაგბეა და ამჯერადაც უპრობლემოდ გაატარა ბურთი ძელებს შუა - 16:15.

თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთი რჩებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს წინ ელოდა მთავარი გამოცდა. სტუმრებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და მრავალფაზიანი იერიში წამოიწყეს, რომლის დროსაც ორჯერ წინ დაუვარდათ ბურთი, რამდენჯერმე რაქი ჩაიხურა, თუმცა რეფერი ჯიუტად აგრძელებინებდა მათ შეტევას.

ქართველმა მორაგბეებმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს და სამოელებს საბედისწერო შეცდომა დააშვებინეს, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული "ბორჯღალოსნებმა" ქართველ ერს ელიტარული დონის ნაკრების დამარცხებით მიულოცეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უდიდესმა მონდომებამ და თავგანწირვამ შესაძლოა კონკრეტულ მატჩში მოწინააღმდეგეებს შორის სათამაშო კლასში სხვაობა გადაფაროს.

მასპინძლებმა ტრადიციული დერეფანი მოუწყვეს სტუმრებს, ხოლო სამოა ქართველ გულშემატკივარს მორიგი "სივა ტაუთი" დაემშვიდობა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ

სტივენ ბეთჰემი, სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ გამარჯვებას. მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ეს მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაგრძელებულა.

მასპინძლებმა აშკარად დაგვჩაგრეს შერკინებაში, აუტში, ძალისმიერ თამაშში და ღირსეული გამარჯვებაც იზეიმეს.

მხოლოდ ერთი მატჩით დასკვნების გამოტანა ძნელია, თუმცა, ჩემი აზრით, მეორე ეშელონის ნაკრებებს უფრო ხშირად უნდა ეძლეოდეთ ელიტარული დონის ნაკრებებთან თამაშის საშუალება".

კაენ ფოტუალიჰი, სამოას ნაკრების კაპიტანი:

"ძალიან ნასიამოვნები დავრჩი იმ ატმოსფეროთი, რომელიც სტადიონზე იყო შექმნილი. გულშემატკივართა მხარდაჭერამ უდიდესი დახმარება გაუწია საქართველოს ნაკრებს. დღეს, უბრალოდ, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მონდომებას ტყუილად არ ჩაუვლია. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრისთვის და ჩვენ ეს ერთად შევძელით.

მზად ვართ, ასეთი დონის გუნდებს კიდევ არაერთხელ ვეთამაშოთ. ზაფხულში, არგენტინასთან გამართულმა მატჩმა გარკვეული სიახლე შეგვძინა, რაც ახლა გამოვიყენეთ".

მამუკა გორგოძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე:

"სპორტის ყველა სახეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, მაგრამ მორაგბეებზე ისინი ძალიან დადებითად მოქმედებენ.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა... ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ ეს თამაში".

ტესტები

უელსი-ტონგა 17:7

იტალია-არგენტინა 14:19

რუსეთი-აშშ 7:28

პორტუგალია-კანადა 8:52

ესპანეთი-იაპონია 7:40

რუმინეთი-ფიჯი 7:26

შოტლანდია-ავსტრალია 15:21

საფრანგეთი-სამ. აფრიკა 10:19

ირლანდია-ახალი ზელანდია 22:24

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]

საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]

• ნწ

26–7 იმარჯვა ფიჯიმ,ბოლო წამამდე ვუყურე

• ზწ

ძალიან გთხოვთ, გაასწორეთ ტესტების ანგარიშები! რუმინეთი ფიჯის კიდევ 10 წელი ვერ მოუგებს! ფიჯიმ მოიგო 20-7 და არა რუმინეთმა...

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

მსოფლიო თასი. A ჯგუფი: რუსეთმა მეორე მარცხი სამოასთან იწვნია [VIDEO]

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

მსოფლიო თასი. A ჯგუფი: ირლანდიამ რუსეთს მშრალი ანგარიშით მოუგო

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ

კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

სავსე ტრიბუნების დროა!

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

საქართველო VS სამოა - "ბორჯღალოსნები" ელიტარული რაგბის კარიბჭესთან

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

საქართველო-სამოა 20:16

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს [VIDEO+PHOTO]

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

"უფრო მძიმე თამაშები წინაა და "ბორჯღალოსნები" ყოველთვის ვერ მოიგებენ..."

"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს