ვიცნობ ლევანს და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავწერო: ის არ არის ცუდი ბიჭი, არც ძველი ბიჭი და არც ამრევი
როცა თანამედროვე ქართველ ფეხბურთელზე წერ, ფრთხილად უნდა იყო, ძალიან ფრთხილად. ჩვენს ფეხბურთში დღეს "ციცინათელები" მოგვიმრავლდნენ - ერთს რომ "გაიფაფხურებენ" და მათი ამბავი იქვე რომ რჩება, ეფემერულად. მერე ისინი არავის ახსოვს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - დღევანდელ ქართულ ფეხბურთში სანთლით გახდა საძებარი ნაღდი, ხალასი ნიჭი, თამაშის დროს რომ წამოგახტუნებს, ქართული ფეხბურთის მარადიულობაზე რომ დაგაფიქრებს და ამ ფენომენის არსებობაში დაგარწმუნებს.

არის ხოლმე, საფეხბურთო არსთა გამრიგე ფეხბურთელს განსაკუთრებულ ბედს არგუნებს. ლევან ყენია განსაკუთრებული ბედის კაცია. მასზე წერა იოლიცაა და რთულიც. მიუხედავად იმისა, რომ საათები მიტარებია ჯერ კიდევ ბავშვი ყენიას ცქერაში, ჩემთვის მართლაც რთულია. რთულია იმიტომ, რომ თვითონ ლევანის საფეხბურთო სვე აღმოჩნდა რთული.

არავინ იცის, სად ითამაშებდა ახლა ყენია, რომ არა ფელიქს მაგათის დესპოტური დატვირთვები. იმ დატვირთვებმა ლევანს "შალკეში" დამკვიდრების შანსი მოუსპო და ესეც არ იყოს, თან გააყოლა ქრონიკული ტრავმა.

ტრავმა, რომელიც მიძინებულ ვულკანს ჰგავს და არავინ იცის, როდის იფეთქებს. ამადაცაა, "სლავიას" შეფობა თვალისჩინივით რომ უფრთხილდება ჩვენებურს და ყველა მატჩში არ ათამაშებს.

არასდროს დამავიწყდება: ტანჩია ბიჭს რაღაც მანქანებით ბურთი ფეხზე მიუწებებია. დასდევენ და ვერ ართმევენ. ის ბიჭი გოლებს მოხდენილ პასებს უნაცვლებს. ის იყო და, თუ საშუალება მქონდა, ყენიას თამაშს არ ვაცდენდი. მით უფრო, ის ჩემს უსაყვარლეს ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს მაგონებდა...

მერე კლაუს ტოპმიოლერმა ლევან ყენიას საქართველოს ნაკრებში უხმო თანაკბილა ჯეელებთან ერთად და იმ ნაკრებმა შოტლანდიას თბილისში უმწარესი მარცხი აგემა. აკი, დაწერეს კიდეც სქოთებმა - ნაკრებთან კი არა, საბავშვო ბაღის ბავშვებთან წავაგეთო...

დღეს ჩვენს ქომაგობაში გავრცელებულია აზრი ყენიას რთული ხასიათის შესახებ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ლევანმა დაუშვა შეცდომა, უგანა საქართველოს ნაკრებს და მაშინდელ მწვრთნელზე გაბრაზებულმა მწარეებიც თქვა, მაგრამ ის შეცდომა მერე მოინანია.

ცხადია, ეს გვარიანი ნეგატივია, თუმცა უშეცდომო არავინაა და როცა საკუთარ დანაშაულს ხვდები, ესეც კარგია.

ვიცნობ რა ლევან ყენიას, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავწერო: ის არ არის ცუდი ბიჭი, არც ძველი ბიჭი და არც ამრევი. მას აქვს თვისება, რომელიც ყველაზე მაგრად უხდება ფეხბურთელს - როცა მინდორზე გადის, არავისი ერიდება. ის საკუთარი თავისთვის თავადაა პირველი ავტორიტეტი და სპორტული თვალსაზრისით - მაგარი თავხედია.

უბრალოდ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ თავიანთი განსაკუთრებულობის გამო. მათთან არ ჭრის რუტინული თუ მენტორული ტონი და თუ თავზე ხელს გადაუსვამ, გაცილებით მეტს გააკეთებინებ. ტკბილ სიტყვას არ დაამადლებ და, მთებს გადააბრუნებენ.

დღესაც ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ თავის დროზე, გიორგი დევდარიანის გარდა, კაცი არ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში, სანდრო იაშვილისთვის ბოლომდე გაეგო. მას ხომ ტკბილი სიტყვით ბევრი შეეძლო და ვინ იცის, იაშვილი რომ არ დაგვეკარგა, დღეს საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელის პრობლემა არც კი ჰქონოდა...

საქართველოში დაკარგული თუ გაფლანგული ნიჭი არავის უკვირს. ადრე ამას კიდევ ვიტანდით. ახლა ამის ფუფუნება აღარ გვაქვს - ერთი ნიჭიერის ადგილას მეორე აღარ მოდის. ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი კრიზისიც ამ ნიჭიერი ბიჭების აუწყობელი კარიერის ბრალი უნდა იყოს.

24 წლის ყენიამ უკვე შეიცვალა ხუთი გუნდი. მან ნახა იმაზე მეტი, ვიდრე ბევრმა პენსიონერმა ფეხბურთელმა. ნახა, ისწავლა, შეიგნო - ის დღეს ნაღდ პროფესიონალად მოჩანს. ჩეხეთის ლიგაში ყველაზე მეტად ფეხბურთელის ამ თვისებას აფასებენ.

სხვისი არ ვიცი და, თავისი სათამაშო ინტელექტითა და გაქანებით პირადად მე ყენია საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი მგონია. ისეთი, ჩვენს საფეხბურთო ნაცარს რომ გაქექავს, ნაკვერჩხალს გააღვივებს და ნაღდ, ალალ ფეხბურთს დაგვანახვებს.

24 წლისა ბევრი მხოლოდ იწყებს. ლევანმაც თავიდან უნდა გაათბოს ქართველი ქომაგის გულები. ამ გულებში დღეს ნიჰილიზმი შეპარულა. ხალხს აღარაფრის იმედი არ აქვს და ეს არანაკლებ საგანგაშო ტენდენცია მგონია, ვიდრე ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელი, ქრონიკული წარუმატებლობა.

უიმედობა კი ვერაფერი ამხანაგია. თვით გალაკტიონს უთქვამს თავის დროზე - "ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"... ლევან ყენიამ გვარიანი დრო დაკარგა, ნიჭი კი არსად დაუკარგავს.

ამ ნიჭმა ხალხს სიხარული უნდა მოუტანოს!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
ბრავო ავტორ კარგი სტატია იყო ძალიან მომეწონა,მიდი ყენოო ბოლომდე ბოღმიანი ხალხი შორს შენგან და ავტორისგანაც
gizog
ლევან, შენ იცი როგორ გაგვახარე გულგატეხილ ფეხბურთის ქომაგებს. ახლა იწყება შენი ნამდვილი საფეხბურთო ასაკი. დიდმა დათომ 1976-ში დაიწყო ნამდვილად დიდი ფეხბურთის თამაში, მაშინ უკვე 25 წლის იყო. უფალმა დაგლოცოს ლევან!
geronti
ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი; დიდი შრომით ბევრს მიაღწევს.
gio
ნიჭიერეი როა ფაქტია და ისიც რო შეუძლია ხალხის გახარება
545
დამიჯერე ყენიაც ნიჭიერია და ავტორიც. თან ისიც გაითვალისწინე, რომ არცერთს ვიცნობ!
გრაფიტე და ჯეკო
კი,კი. როგორ არა. სულ ფელიქს მაგათის დესპოტური ხასიათის ბრალია. რომ არა ფელიქს მაგათი,ყენია უფაში ითამაშებდა,ითამაშებდა რა,ძამენაზე იჯდებოდა. შალკეს ისტორიაში მაინც წერია ყენია,თასზე გატანილი ერთი გოლით. მადლობა თქვას რომ მაგათთან მოხვდა.
545
წადი ბიძია დაგვანებე თავი, რომ შეაწუხე გული ამ უნიჭოს პიარით. თვითონაც უნიჭო.
SHUKOVANI
მიდი ყენოო
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ფელიქს მაგათის იდეა: ნულოვანი ფრის დროს გუნდებს ქულები არ მივცეთ
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
სპორტრეტი. ქანდაკება ვარშავაში - თუ მარიო გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს...
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა
სპორტრეტი. ნიკოლოზ ცქიტიშვილი - რატომ?
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ლევან ყენია: ხშირ ტრავმიანობას ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
ფელიქს მაგათი: "ტიკი-ტაკა" ფეხბურთის არასწორი განვითარებაა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
ეპოქის დასასრული: მისტერ საიმედოობა - ფილიპ ლამი ფეხბურთიდან მიდის
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
"ჩემს გაფუჭებულს სხვას ვერ დავაბრალებ", - დაკარგული ბომბარდირის აღსარება
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება