"იქნებ, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ მე და "იაშკა" "სამტრედიაში" ფულისთვის ჩავედით?"
2013 წლის სექტემბერში ზურაბ ხიზანიშვილმა თემურ ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და ეროვნული გუნდიდან წავიდა.

17 წლის ასაკში, იოჰან ბოსკამპის დროს დაწყებული სანაკრებო კარიერა 14 წელიწადს გრძელდებოდა და თუ არა ტრავმა, ხიზანიშვილი ეროვნული გუნდის უცვლელი წევრი იყო.

ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ, ზურაბმა კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. მაგრამ ქეცბაიასთან, რომლის მხარდამხარ ნაკრებშიც უთამაშია და შოტლანდიურ "დანდიშიც", ურთიერთობები აერია და პრესიდან შეიტყო, რომ სამკლავური მოხსნეს...

"ჯვაროსანთა" მაისურით ხიზანიშვილმა უკანასკნელად პარიზში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 2013 წლის 22 მარტს ითამაშა. 2013 წლის 6 სექტემბერს კი იმავე საფრანგეთთან თბილისური მატჩისას სათადარიგოებს შორის იყო. ამას მოჰყვა ფინეთთან თბილისური დაპირისპირება, როცა გაბრაზებული თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსში არ ავიდა, მალე კი ნაკრებიდან წასვლის შესახებაც განაცხადა:

"მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ცხელ გულზე არ მიმიღია... 400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე საამაყოა... თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელ გუნდში ჩემი ადგილი აღარ არის".

ხიზანიშვილის მშვენიერი თამაშებიც გვახსოვს და ჩავარდნებიც. ის ბოლო შესარჩევ ციკლში დამაჯერებელი არ იყო. მისი აზრით, ამას ნაკრებში არსებული მძიმე ფონიც განაპირობებდა...

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ქეცბაიას მემკვიდრე კახა ცხადაძემ ხიზანიშვილი გაფართოებულ სიაში დაასახელა.

33 წლის მცველი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ახლა "სამტრედიაში" თამაშობს, ნაკრების ახალი თავკაცის ნდობამ გაახარა:

- ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ 33 წლის ასაკში - კიდევ უფრო მეტად. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც 17 წლის ბიჭს, როცა იოჰან ბოსკამპმა ნაკრებში პირველად გამომიძახა.

სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მესმოდა, რამხელა ბედნიერება იყო ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში. ახლა ეს კარგად ვიცი და ამიტომ უფრო მიხარია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ჯარიდან სახლში ვბრუნდები.

- გულახდილად თქვით: ნაკრებში გამოძახებას ხომ აღარ ელოდით?

- ასე ვიტყვი: ბოლომდე იმედი გადაწურული არ მქონდა. იმიტომ, რომ ნაკრებში წლების განმავლობაში ვთამაშობდი, კახამ კი თავიდანვე თქვა, რომ გამოცდილებსაც დაუძახებდა. მაგრამ რა დასამალია და, ნაკრებში მოხვედრის დიდი იმედი და ამბიცია აღარც მქონდა.

- ამბიცია რატომ აღარ გქონდათ?

- ამ კონკრეტულ პერიოდს ვგულისხმობ. "სამტრედიაში" ახლახან ჩავირიცხე, თამაში დავიწყე და ფორმის აღდგენას ვცდილობ. კახას ამ ნდობას ასმაგად დავუფასებ.

- "სამტრედიაში" პირველი შეხვედრა, თასზე "ტორპედოსთან", არადამაჯერებლად ჩაატარეთ...

- ბუნებრივიც არის. ჯერ ერთი, ხელოვნურ საფარზე თამაში ჩემთვის უცხო იყო და მიჩვევა მჭირდებოდა. მეორეც - "დინამოდან" წასვლის შემდეგ კარგა ხანს უგუნდოდ ვიყავი. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. ყოველ შემთხვევაში, ისე ნამდვილად აღარ ვარ, როგორც სამი თვის წინ და თან წონაშიც დავიკელი.

მაგრამ მე რომ მინდა და ვიცი, რა არის ჩემი საუკეთესო ფორმა, ცხადია, ისეთ კონდიციებში ჯერ არ ვარ. თუმცა ამ მიწვევამ ისეთი სტიმული მომცა, მარტის ბოლომდე ფორმის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებ.

- იმედი დაგიბრუნდათ, რომ ნაკრებში 100 შეხვედრას ჩაატარებთ?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. ნაკრებში 100 მატჩი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს და საამაყოც იქნება. საფრანგეთთან გასვლაზე 91-ე მატჩი ჩავატარე და მას შემდეგ ნაკრების მაისურით მოედანზე აღარ გავსულვარ.

თუმცა სულაც არ ვფიქრობ, რომ გაფართოებულ სიაში მოხვედრა თამაშის გარანტია იქნება. ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას დამსახურება სჭირდება.

მე არ ვიცი, 100 შეხვედრას ჩავატარებ თუ დღევანდელ მაჩვენებელზე გავჩერდები. ეს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ ნაკრების დონეს კიდევ 3-4 წლის განმავლობაში დავაკმაყოფილებ, რატომაც არა?! სიამოვნებით ვითამაშებ. მაგრამ თუ ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია, თავად შევეშვები.

- საერთოდ, პრობლემა ისიცაა, რომ საქართველოში 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს აღარ სწყალობენ...

- მერე ეს კარგია?! მე რაც მინახავს, 30 წლამდე ფეხბურთელების უმრავლესობა ჯანისა და ენერგიის ხარჯზე თამაშობს. ევროპაში ფეხბურთით სიამოვნებას ამის შემდეგ იღებენ - ჭკუის, გამოცდილების, კლასისა და თავდაჯერების ხარჯზე.

საერთოდ, ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ 30 წლამდე უნდა ითამაშოს და მერე წავიდეს. აცალონ ხალხს, იქნებ, ქართულ ფეხბურთს კიდევ გამოადგნენ. ვინმე იტყვის, რომ 37 წლის იაშვილის "სამტრედიაში" თამაში ცუდია? ისტორიაში ჩაიწერება, რომ ამხელა კარიერის შემდეგ თამაში საქართველოს ჩემპიონატში დაასრულა.

იქნებ, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ მე და "იაშკა" "სამტრედიაში" ფულისთვის ჩავედით? მეგობრებსაც გვერდში უნდა დავუდგე და თუ ცოტა მაინც შეგვიძლია, ქართულ ფეხბურთსაც ვემსახუროთ. თუ ამ სურვილს ვერ ხედავენ, ახსნას არც დავიწყებ.

- რატომღაც, ბევრს ჰგონია, რომ შოტლანდიაში, ინგლისსა და თურქეთში ნათამაშებს სამტრედიაში ცხოვრება გაგიჭირდებათ...

- მეც და იაშვილიც სამტრედიაში ვცხოვრობთ და ჩვეულებრივ, გუნდთან ერთად ვემზადებით. აბა, როგორ იქნება?! ვარჯიშებზე თბილისიდან ხომ არ ვივლით?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fani
ხოდა გეიქცა სამტრედიაში და აგერ ქალი გოუშიშვლდა, მოდი ძამა შენ აწი ვერც სამტრედიას და ვერც ნაკრებს უშველი რამეს და ქალს მაინც მიხედე ბაბასაქ ცხონება.
ბმბ
სამტრედიას ახალი ჰუმელსი მოევლინა, აწი ვინღა გაუტანს მაგათ, იაშკა სხვა თემაა, ახლაც ფორმაშია და ენის ტლიკინიც არ სჩვევია, მაგარი კაცია!
Saba
თემურ ქეცბაიას ნაკრებში თამაში აღარ ისურვაო :DDდდდდდდდდ ეს ნაკრები ქეცბაიასი კი არა მთელი საქართველოსია მერაბ. ისე თვითონ ზურასაც ეგრე ეგონა რო მარტო თEმურის იყო ნაკრები ისე ბაზრობდა :დდდ
რომანი
ხიზანიშვილი თუ ნაკრებში თუნდაც შეცვლაზე შემოვა, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა და მომავალი არა აქვს
ზურა
რა დროს ამის ნაკრებია,ძლივს დარბის და უამრავ შეცდომებს უშვებს ...
SHUKOVANI
რა დროს ამის ნაკრებია შე ვაი ჟურნალისტო, იმის მაგივრად მწვრთნელი გააკრიტიკო, აქებ და ადიდებ. და ეს იცით რატომ ხდება?! ქეცბაიას ხომ უნდა უკბინოს?! ბიჭოოოოოოოოოო, არაფერი არ გეშველებათ.
დიტო
ჩვენს ქვეყანაში ბოღმებს რა გამოლევს რადგან სამტრედიაში გადმოვიდა ყველა ლანძღავს ფულის მონაა და კალაძესთან გაიქცაო
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...