შემადგენლობაში ასეთი პროფესიონალის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა
37 წლის ალექსანდრე იაშვილი 18-წლიანი განშორების შემდეგ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. "იაშკას" დაბრუნება მშობლიურ კლუბში "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

"ლიუბეკი", "ფრაიბურგი", "კარლსრუე", "ბოხუმი", ბაქოს "ინტერი", "სამტრედია" - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც იაშვილმა "დინამოს" გარდა ითამაშა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

1993-97 წლებში იაშვილმა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 89 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. მან ამ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ამდენჯერვე საქართველოს თასი და ორჯერ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს.

იხილეთ ფოტოგალერეა

18 წლის წინ

ვფიქრობთ, იაშვილის დაბრუნებით "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გამართლებული ნაბიჯი გადადგა. ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა შემადგენლობაში ასეთი პროფესიონალის ყოლა.

იაშვილის ასაკით აპელირება კი გაუმართლებელი გვგონია. საქართველოს თასის ფინალში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა - იმერლები უშანსოდ კი დამარცხდნენ, მაგრამ იაშვილი პარტნიორებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ერთ რამედ ღირდა ის პასი, ვეტერანმა შემტევმა გიორგი დათუნაიშვილს რომ გადააწოდა...

მოკლედ, მას კიდევ შეუძლია ფეხბურთის თამაში. ახლა, რაც შეეხებათ სხვა ახალწვეულებს...

ბეგაშვილი, ტვილდიანი, გურული

"დინამომ" დაიმატა 24 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი. ის ბოლოს მარტვილის "მერანის" ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, მომავალ სეზონში დინამოელთა ღირსებას დაიცავს გიორგი გურული, რომელიც ბოლოს ქობულეთის შუქურაში" ირიცხებოდა. გეგუჩაძე მასაც კარგად იცნობს. გურული 26 წლისაა.

ასევე "დინამოში" ითამაშებს 22 წლის მცველი არჩილ ტვილდიანიც, ვინც ასევე "დინამოს" აღზრდილია, ბოლოს კი ისიც "შუქურაში" აგორებდა ბურთს.

ფოტოზე: გიორგი გურული, გიორგი ბეგაშვილი, არჩილ ტვილდიანი

როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია ზაზა ჭელიძის ტრანსფერიც. მას და გეგუჩაძეს არაერთ გუნდში წარმატებით უთანამშრომლიათ. ჭელიძის ოპტიმალური სათამაშო ამპლუა ცენტრალური მცველია, თუმცა მას საყრდენ ნახევარმცველადაც ჩაუტარებია რამდენიმე შეხვედრა. ჭკვიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული, რბილი მანერის ფეხბურთელი - ასეთად ვიცნობთ მას.

გარდა ამისა, "დინამო" მოლაპარაკებას მართავს ლაშა სალუქვაძესა და ალეკო ამისულაშვილთანაც. ცნობილია, რომ სალუქვაძეცა და ამისულაშვილიც ბოლოს ერთად წამოვიდნენ ბაქოს "ინტერიდან".

ისიც გეცოდინებათ, რომ ამისულაშვილის დამატება გორის "დილასაც" უნდა. საბოლოოდ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. როგორც გავიგეთ, ამისულაშვილით ყაზახური "აქტობეცაა" დაინტერესებული.

მოკლედ, ევროტურნირების წინ "დინამო" სახეს იცვლის. ჯერ კიდევ ბევრი რამეა გადასაწყვეტ-დასალაგებელი, თუმცა ფაქტია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ბანაკში საინტერესო ამბები ხდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვახო's
ახლა მითხარი, აბურჯანია, ლაშა დვალი, კიკაბიძე და ზარანდია აქ რატომ უნდა ჩამოვიდნენ?! ერთი გენკშია, ერთი ანორთოსისის ლიდერია, ერთი თურქეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ერთის საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ბასტიაში. ცოტა ლოგიკური რაღაცეები წერეთ, სასაცილოდ რომ არ ჟღერდეს.
oe oeee
ბეგიაშვილი გურული დაუშვილი ჩირგაძე ოვონოები და მისთანები ხო ისედაც გყავდა და მხიედეთ ახალგაზრდებს სანამ არ გააფუჭეთ თაობა
555
იაშვილით შედეგი არ იქნება, სანახავად შეიძლება უფრო მეტი ხალხი მივიდეს.რა ვიცი მაგარი ნიჭიერი ბიჭები შეიკრიბა დინამოშიო ასე ამბობდნენ აქამდე, ახლა კიდევ ერთ გუნდ ახალ ფეხბურთელებს იმატებენ. მე არ მიკვირს, კარუსელი გრძელდება, მაინც, რა მოიგონეს ეს ნაციონალებმა, ყველა რომ იყენებს, ატრიალე ფეხბურთელი გუნდიდან გუნდში და პადიომებით იშოვე ფული, მაგარიალიგა დაგესიზმრებატ თქვე უDრეურებო.
dato
ხიზანაც დაიმატეთ რა,კალა ძესაც არაუშავს და მე მალიარი ვარ ასეთ გუნდში საერთო სურათს ნაღდად არ გავაფუჭებ.
ვახო
რაღა დროს იაშკაა? ახალგაზრდები დაიმატოს ჯობია, გავაშელიშვილი, აბურჯანია, ლ.დვალი, ლ.კიკაბიძე, ლ. ზარანდია, ნ.კაჭარავა და ა.შ. მაგას გამოცდილი ა. კვახაძე, ამისულაშვილი, ვაწაძე, 2-3 კარგი ბრაზილიელი და ეგაა
თბილისი
კარგი თავდამსხმელები გვინდა რაა! კაჭარავა კარგია ცხინვალიდან მგონი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოდან" გორის "დილაში" დაბრუნდა
ვერავის დავიმატებთ, ფული არ გვაქვს - ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა
უმაღლესი ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" მოიგეს
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
სოსო ფრუიძე: 10-გუნდიან ჩემპიონატს დიდი სათადარიგოთა სკამი სჭირდება
ზაზა ჭელიძე: ძნელია ხანმოკლე სეზონში ამდენი გადაწყობა-გადმოწყობა...
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
"ჩიხურას" ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
გიორგი დარასელია: მდგომარეობა რთულია, მაგრამ გამოსწორება შეიძლება
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა