"...მერე მოვიდნენ ბიჭები ჩემთან და მითხრეს, ასეთი რამ აღარ განმეორდება, ეს დღე დავივიწყოთო"
გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ბოლო ორი სანაკრებო მატჩი (უკრაინასა და პოლონეთთან) შეაფასა. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის დამრიგებელმა სხვა არაერთ საინტერესო საკითხზეც ილაპარაკა...

საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

პოლონეთი-საქართველო 4:0 - არაპროფესიონალზმი [VIDEO+PHOTO]

- თავდაპირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მსურს, სამძიმარი ვუთხრა თბილისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. უნდა გითხრათ ისიც, რომ ველაპარაკე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და ისინი მზად არიან, საკმაოდ სოლიდური თანხით დაუდგნენ გვერდით სტიქიით დაზარალებულებს...

ახლა გადავალ ბოლო ორი მატჩის ანალიზზე. დავიწყებ ყველაზე უსიამოვნოთი. ის, რაც მოხდა პოლონეთთან შეხვედრის ბოლო ოთხ წუთში, ეს იყო წარმოუდგენელი და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მომხდარში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. როცა მეორე გოლი გავუშვით, დავჯექი. არ უნდა დავმჯდარიყავი.

როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა სწორედ მაშინ ჩათვალეს, რომ ყველაფერი დასრულდა...

მას შემდეგ, რაც პოლონეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაწინაურდა, 25 წუთის განმავლობაში სერიოზული ფეხბურთი ვითამაშეთ. აღმოჩნდა, რომ მეორე გოლმა გაგვტეხა. ეს ევროპელს არასოდეს მოუვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. არ უნდა დავმჯდარიყავი!..

ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ კონცენტრაცია...

ყველანაირად გავარჩიე უკრაინასა და პოლონეთთან მატჩები. აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან თითქმის ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში უპირატესობა გვაქვს. მაგალითად, კარისკენ 15-ჯერ დავარტყით. თუ ამ ორ შეხვედრას გავამთლიანებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 1070 თუ 1080 გადაცემა გააკეთა...

თუ უფრო დეტალურად ჩავუღრმავდებით, უკრაინასთან მატჩის პირველი ტაიმი შესანიშნავად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში განვახორციელეთ დაგეგმილი შეცვლები და ამან ტაიმის დასაწყისში ცოტა არია თამაში...

ორი გაშვებული გოლის შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა. ჩვენი მხრიდან ხშირი იყო კარში დარტყმები და ბურთიც ჩვენი იყო. ამან მოიტანა რწმენა, რომ შეგვიძლია პირველ ნომრად თამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია...

პოლონეთთან შეხვედრას რაც შეეხება, პირველი 25 წუთი ჩავაგდეთ. რომ არა ლორიას ორი "სეივი" და ამისულაშვილის თავგანწირული თამაში, რომელმაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ანგარიში სხვა იქნებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ პოლონეთთან მატჩში აქტიურები იყვნენ ჩვენი გუნდის მარჯვენა და მარცხენა მცველები...

უკრაინასთან 27 ფლანგური გადაცემა შესრულდა, პოლონეთთან - 20. ვარშავაში იყო ბოლო, გამამწვავებელი პასების ნაკლებობა და ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ...

ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ, ვქმნით ახალ თამაშს და ამ პროცესში შეიმჩნევა ბევრი პოზიტივი. მესმის, რომ ქომაგს აინტერესებს შედეგი. თავის მხრივ, ის მართალია და გვჯერა, შედეგიც გვექნება...

როცა გამოქვეყნდა სანაკრებო სია, იმთავითვე გაისმა კითხვები ამასთან დაკავშირებით - დიახ, ჩვენ ძველი ნაკრებიდანაც ვუხმეთ ფეხბურთელებს. ეს იმიტომ, რომ გაგვერკვია, ვინ შეიძლება გამოგვადგეს ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში და ვინ - არა...

ამასთან ერთად, მინდა ვთქვა ისიც, რომ ეროვნული ნაკრების სრულფასოვანი წევრები არიან მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა დვალი. ჩემი აზრით, აუცილებელია, კოორდინირებულად ვიმუშაოთ ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან, რადგან ამ ბიჭებს მხოლოდ ვარჯიში კი არა, სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ.

- ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებში თვალსაჩინოა მარჯვენა მცველის პრობლემა. რას იტყვით ამაზე?

- მოდით, ნუ ვიტყვით ასე... მე მიმაჩნია, რომ უჩა ლობჟანიძემ პოლონეთთან საკმაოდ კარგად ითამაშა. სხვა საქმეა, რომ მხოლოდ მას ვერ დავეყრდნობით. არჩილ არველაძესთან ერთად ვისაუბრეთ ამ თემაზე და უნდა შეიქმნას სია, რომელშიც რამდენიმე ფეხბურთელი გვეყოლება მოაზრებული ერთ პოზიციაზე...

ავიღოთ თუნდაც მარცხენა მცველის პოზიცია. აქ გვყავს გიორგი ნავალოვსკი და გვყავს გია გრიგალავა. ჩვენ გრიგალავასაც მოვიაზრებთ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. თუმცა ჯერ მასთან ვერ დავამყარეთ კონტაქტი...

საერთოდ, ავსტრიულმა შეკრებამ საკმაოდ ბევრი რამ გამოაჩინა. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ გოგიტა გოგუას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, მათ შორის, საყრდენის პოზიციაზეც და ეს ძალიან კარგია. გოგუათი კმაყოფილი დავრჩი, ოღონდ, ეგ იყო, რომ ბოლოს ჰემატომა აღმოაჩნდა, კუნთი გაუწყდა...

იგივე ცინცაძე ავიღოთ. მას ყველანაირი პირობა აქვს, რომ იქცეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. სხვა საქმეა, როცა ფეხბურთელს ვარჯიშზე უყურებ. იქ მას სხვანაირად აფასებ. კმაყოფილი დავრჩი ცინცაძით და იმავე პაპუნაშვილითაც. ნაკრების კანდიდატად შეგვიძლია მოვიაზროთ აგრეთვე ნიკა კაჭარავა...

ცინცაძის შეშვება მინდოდა პოლონეთთან მატჩში, მაგრამ მაინც გადავიფიქრე. ძალიან სათუთი თემაა... ახალგაზრდა ფეხბურთელი, ასეთი თამაში...

- რამდენად გაამართლა თქვენ მიერ არჩეულმა ტაქტიკურმა სქემამ?

- ამ სქემას სჭირდება ერთი რამ - სამი ცენტრალური მცველის წინ უნდა იყოს ერთი ფეხბურთელი. მეორე ტაიმში მინდორზე ბუბა დაუშვილი შევუშვით და იმ ბოლო ოთხ წუთამდე ყველაფერი იყო კარგად...

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ პრესინგზე, მის ნაირსახეობაზე... მაგალითად, ეგრეთ წოდებულ "მეორე პრესინგზე". სწორედ ამის შედეგად აართვა ბურთი მეტოქეს ჯანო ანანიძემ და გადააწოდა გიორგი ნავალოვსკის, რომლის დარტყმულიც ძელს მოხვდა...

არ მოვერიდებით ცვლილებებსაც. მაგალითად, სერიოზულ თამაშში სანდრო კობახიძეს აღარ დავაყენებთ საყრდენის პოზიციაზე. მას სხვა ადგილს შევურჩევთ.

- ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგში" გადავიდა, აკაკი გოგია - "ბრენტფორდში". ვიცით, რომ როლანდ გიგოლაევსაც აკვირდებით...

- ჩვენ გვახარებს ჰუფნაგელის პროგრესი და ის, რომ ასეთ ძლიერ გუნდში გადავიდა. ასევე ისიც, რომ აკაკი გოგია ითამაშებს ინგლისის ჩემპიონშიფში. გოგიას აუცილებლად დავუძახებთ საქართველოს ნაკრებში. რაც შეეხება გიგოლაევს, მას ჩვენ მოვიაზრებთ მარცხენა მცველის პოზიციაზე და ჯერჯერობით ვაკვირდებით. მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე კი გვყავს უფრო კვალიფიციური მოთამაშეები. ასე რომ, შანსი ყველა მოთამაშეს ექნება...

- ადრე საქართველოს ნაკრებში სულ იყო კონფლიქტები. ამ შემთხვევაში როგორაა? მოგყვებათ გუნდი?

- საერთოდ, არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც სკამზე ჯდომით კმაყოფილი იქნება. ინდივიდუალური საუბრებითა თუ მიდგომით შევძელით, რომ დღეს გუნდში კარგი კლიმატია...

ერთი ვარჯიში იყო მხოლოდ ავსტრიულ შეკრებაზე, რომელიც ჩავარდა, ბიჭებმა ვერ შეასრულეს დავალებები... მერე მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, ასეთი რამ აღარ განმეორდება, ეს დღე დავივიწყოთო. მეორე დღეს ჩვენ ჩავატარეთ ფანტასტიკური ვარჯიში...

ახლა ჩვენს ფეხბურთელებს აღარ აქვთ გაყინული თვალები, ეს თვალები ბრძოლის ჟინითაა ანთებული... პირადად ჩავაწერინე კონტრაქტში ის პუნქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უნდა დაიკავოს მინიმუმ მესამე ადგილი. მე მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს ამის ძალა შესწევს.

ჩვენ ვუმატებთ. ჯერ შედეგი არ არის, მაგრამ თუნდაც შეტევაში ლაგდება თამაში. მალტა "დავახრჩვეთ". ლამაზი ფეხბურთით არ მოგვიგია, მაგრამ ახლა შედარებით დალაგებულია შეტევაში თამაში.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მეექვსე კალათაში იქნება. ეს საქმეს ართულებს...

- რა თქმა უნდა... ჩვენთვის ყველა ქულას აქვს ოქროს ფასი. ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროშესარჩევი ციკლის დარჩენილი მატჩები შედეგიანად ჩავატაროთ.

გვჭირდება ნაკრებში დაზვერვის დეპარტამენტი?

...პრესკონფერენციის ბოლოს სიტყვა აიღო ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა.

- დღევანდელი ფეხბურთი ომია და ომში საჭიროა დაზვერვა. ალბათ, კარგი იქნებოდა, ნაკრებში შეგვექმნა "დაზვერვის დეპარტამენტი" და ვეტერანი ფეხბურთელებისთვის მიგვეცა მოწინააღმდეგეების გაშიფვრის საშუალება...

კახა ცხადაძე:

- თქვენ იცით, რომ დიდ პატივს გცემთ. ამ ეტაპზე არის ფორმირებული საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 12 თუ 14 ასისტენტი იყოს სამწვრთნელო შტაბში, როგორც ეს არის ანჩელოტის ან მოურინიოს შემთხვევაში. მე მოვისმენ ყველა თქვენს აზრს და ინფორმაციას. ამას გპირდებით!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
სანამ ეროვნულ ჩემპიონატზე გუნდებს ბილეთებიდან ფული არ შეუვათ, მანამდე ყველა მწვრთნელისთვის გილიოტინა იქნება საქართველოს ნაკრები. ცხადაძე რო კაი მწვრთნელია, ისევე როგორც ქეცბაია არაერთგზის დამტკიცებული აქვს.
aleqsi
კახი მწვრთნელი არ არის,უბრალოდ ცოტა ხნით ფულს იშოვის და გაუშვებენ.ბუბა შემოუყვანია თურმე და ყველაფერი კარგად იყო, და რო დამჯდარა ორი გოლიც ზემოდან იმიტომ გაუშვიათ, უბრალოდ ვინ სად დარბოდა ეგ თქვი რა , სიმართლე იქნება.
kimchenir
თქვე დალოცვილებო ერთი რაგბისტების ხელმძღცანელობასთან გაიარეთ რამე რჩევას მოგცემთ თამაშის ტაქტიკას დაგიხაზავენ
Zaza
კახა მართალი ხარ ძმაო.ბოლო პასის პრობლემაა ნაკრებში.ამას თუ დაძლევთ,ჩემი აზრით ცუდი გუნდი არ გვეყოლება.მომავალი აუცილებლად კარგი გვაქვს.თუკი ვინმეს მიაჩნია,რომ თემურა ამ სამივე თამაშს მოიგებდა,არაა მისი საქმე ფეხბურთი.მან ფიგურულ ციგურაობას უნდა უყუროს.
zura
ვისთან გინდა შედეგი? გერმანიასთან? პოლონეთთან? უკრაინასთან ლორიას დაეძინა თორე არ წავაგებდით
jhjk
ფსდფ
alex delpiero
რო დგეხართ ხო რას ამბობ შედეგებს ვგებულობთ შენ კიარ დაჯექი დზმაკაც პოლონეთმა დაგსვაა ეგა აბა პეხბურთი ესეთი გოლების შემდეგ ვიგაც დგას ვიგაც კიდე ზიიიიიიიიიის:) არაუშავს ყველაფერი წინააა :)
zuka
დაიცკეთ თავიდან ოგონდ ხომარდაიგვიანეთ ზალიან
გია
აშკარად ჩანს რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ჯანსაღი დამოკიდებულებაა.ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და ამიტომ წაგებებსაც თავისი გამართლება აქვს.მე მჯერა ცხადაძის.
მორიგი ციკლისთვის ვემზადებით:)
თქვენ სკლეროზი გაქვთ, თუ თავს ძალით ისულელებთ? მერამდენე შემთხვევაა, როცა ასე გვაგოიმებენ? აი, ამ ციკლში თუ არაფერი გამოვა, მომავლისთვის ვემზადებით... მეტი რა უნდა მოგვივიდეს, რომ ამ ზღაპრებს და სადღეგრძელოებს არ დავუჯეროთ? კაი, ბოლოდან მესამე თუ არა, ბოლოდან მეცამეტე ხომ მაინც ვართ ევროპაში? ამით რამე იცვლება? რავა ყველა ჩვენ გვატყუებს ამის დედა ვატირე?! შემტევ ფეხბურთს თამაშობენ ხომ? და თქვენ გიხარიათ, რომ კუთხურის ალამთან, ოქრიაშვილმა მოწინააღმდეგემოატყუა... ყოჩაღ!ამას უკვე გიბრალტარელი მეხანძრეებიც ახერხებენ. ტაბლოს შეხედეთ:0-4. გაანებეთ თავი ყველაფერს. თამაში 90+დამატებული წუთები გრძელდება. რა მნიშვნელობა აქვს ბოლო 3 წუთში გაგიტანენ 3 გოლს თუ პირველ ათ წუთში გატანილით მოგიგებენ? პირველ ტაიმში მოგვიმთავრებენ საქმეს და ვტრაბახობთ-მეორე ტაიმში გოლი არ გავატანინეთო. მეორეში გაგვიტანენ და პირველში ხომ არ გავატანინეთო. გეყოთ რა ხალხის აგლახავება. მსგავსი თვითკმაყოფილება ანდორის ნაკრებს აღარ აქვს. გააუქმეთ დროებით მაინც ფედერაციაც და ნაკრებიც.
Rezi
კახა გამოცდილი მწვრთნელია და ბევრს მიაღწევს ნაკრებში.არაფერი შავდება ახალმა გუნდმა ახალი მწრთვნელით რომ 4 დან 3 წააგოს,მთავარი ისაა რომ რაღაც ახალი შემატა კახამ ნაკრებს,ელემნტარულად ბურთი დაიჭირეს და პასებს აკეთებენ.რომი ერთ დღეში არ აშენებულა.ვაცადოთ და რაღაც გამოვა
feola
ბოლოჯერ გეუბნებით სასწრაფოდ! ვასილ მაისურაძეს ჩააბარეთ გუნდი სანამ დრო კიდევ არის,თუ გვინდა მსოფლიოზე მოვხვდეთ 2018-ში.
kaxa
Eset grma iluziebshi kopna ar mogbezrdat.? 1 taimi 5: 0 unda morcheniliko.ra mondomeba ris brdzola.gadagviares.tumca mainc progresi chans.cxadadzec tipiuri crua
dave
წარმატებები კახას, ეროვნულ ნაკრებს და მის ყველა წევრს, მაგრამ კახასთვის სკამი არ დამანახოთ, ან თუ მაინცდამაინც "პროტოკოლი" მოითხოვს მწვრთნელისათვის სკამს, კახას დაუდეთ დიდი ჭიკარტი :)
555
ოთხი თამაშიდან სამი წააგო და მწვრთნელი მაინც კმაყოფილია. სულ მომავლის იმედათ არიან ეს საცოდავები, აბოლებენ ხალხს და გასდით კიდეც. ამბობენ ნიჭიერი თაობები მოვიდაო და ეს სასაფლაოზე ეძებს ფეხბურთელებს. ჩვენს მარჯვენა მცველს, რომ მწვრთნელი შეაქებს მისი რა უნდა იწამო.
ემზარი
კახა ცხადაძის მსჯელობები საინტერესოა ის გამოცდილი მწვრთნელია რა თქმა უნდა ბევრი მუშაობაა საჭირო რომ გაუმჯობესდეს ნაკრების თამაში წაგებები მწარეა და დასანანი განსაკუთრებით იასეთი რაც პოლონთთან მოხდა როცა გუნდი იბრძოდა არ უდებდა ტოლს მრისხანე მეტოქეს ვერ ვიტყვი რომ პოლონეთი მოგებას არ იმსახურებდა მაგრამ ამ ანგარისით ნამდვილად არა ფეხბურთელებმა გული არ გაიტეხონ თამაშს ყოველთვის აქვს აზრი იმედი ყოველთვის არის მთავარია არ დაიკარგოს იმედი იყოს ბრძოლის ჟინი და გამარჯვებებიც აუცილებლად იქნება ფარერები თითქმის სულ აგებდნენ მაგრამ აი საბერძნეთს ორივე მატჩი მოუგეს იმ საბერძნეთს რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა