"აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა, რომ ყველა ნაკრები ერთ სისტემაში მოექცეს"

30 ივნისს სფფ-ში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - კახა ცხადაძისა და სფფ-ის სპორტული დირექტორის - არჩილ არველაძის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები შეიკრიბნენ.

შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. როგორც ეროვნული ნაკრების თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, ისინი მუდმივად შეიკრიბებიან სამუშაო ფორმატში.

კახა ცხადაძე: "ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა, რომ ყველა ნაკრები ერთ სისტემაში მოექცეს და საბოლოოდ, ჩემამდე, ანუ ეროვნულ ნაკრებში, სრულფასოვნად მომზადებული ფეხბურთელი მოვიდეს, რომ სანაკრებო შეკრებაზე მისთვის რამის სწავლება არ გვიწევდეს.

ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და ეს შეხვედრები მუდმივ ხასიათს მიიღებს. ჩვენს მომდევნო შეხვედრას სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი დაგეგმავს და მალევე შევიკრიბებით.

დღეს რაც დავგეგმეთ და მოვილაპარაკეთ, ნაკრებების მთავარი მწვრთნელები წინადადებით მივმართავთ სფფ-ის აღმასკომს, რომ მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

საუბარი მაქვს იმ ინიციატივაზე, რაც თავის დროზე თემურ ქეცბაიას ჰქონდა, რომ კლუბებმა განაცხადში შეიყვანონ ოთხი 21 წლამდე ფეხბურთელი და ორ მათგანს თამაშის საშუალება მისცენ.

ამით ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ დაახლოებით 64 ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება სათამაშო პრაქტიკა.

ამასთან, მინდა სპორტის სამინისტროს ვთხოვო, რომ დააფინანსონ ფიზმომზადების მწვრთნელების პროგრამა, რომელიც ნამდვილად არ ღირს ძვირი და ჩვენთან დიდი საჭიროებაა ამ სპეციალისტების.

დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, გადავხედეთ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების იმ 50-კაციან სიას, რომელიც ერთი წლის წინ შეადგინეს ფედერაციის სპორტულმა და ტექნიკურმა დეპარტამენტებმა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა. განვიხილეთ, ვინ როგორ "გაიზარდა" ამ ერთ წელში, ვინ მოუმატა, ვინ მოუკლო და ასე შემდეგ...

ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით მალე დავლაგდებით და ჩავჯდებით ერთიან სისტემაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი მომდევნო შესარჩევში ჯგუფიდან გასვლაა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის შედეგის მალე და ეფექტურად მიღწევა".

სფფ-ის პრესსამსახური

irakli apkhaidze
თუ იცი კვიპროსული კლუბების ბიუჯეტი და ლეგიონერთა რაოდენობა? და საერთოდ კვიპროსის ჩემპიონატი რა ფეხბურთელებით საზრდოობს? ჭაბუკების თამაში ჯობია და გადაღრძუებული, თამაშის ჩაწყობებზე დაგეშილი ფეხბურთელების ჩემპიონატს. ახალგაზრდას მსურველი გაუჩნდება და 2 კაპიკზე მოუსავლეთის ჩემპიონატში მაინც არ წავა
გუჯა კახაძე
მადლობა კახა ცხადაძეს! სპორტის სამინისტრო ფიზმომზადებას სათანადოდ თუ მოხედავს მომავალი შესარჩევიდანაც გავალთ და ჯგუფურ ეტაპზეც ღირსეულად ვიასპარეზებთ!!!!
Walkabout
რა სისულელეა? მეტი საქმე არ გაქვს კახა? ქეცბაიამ უაზრობა თქვა და შენც იმეორებ? რა 21 წლამდე? დინამო ფაქტიურად ბავშვების გუნდია, ასევე ლოკომოტივი, საბურთალო, ვიტ-ჯორჯია, მერანი, სხვადასხვა მიზეზის გამო ისედაც 2 კი არა 5-6 ბავშვით თამაში მოუწევს ბევრ გუნდს უმაღლეს და პირველ ლიგაში... ისედაც ხალხი არ დადის თამაშებზე და საერთოდ ჭაბუკთა ლიგას გინდათ დაამსგავსოთ ჩემპიონატი? იმ ქეცბაიას კიდევ აქ რომ ტიპობდა აბა ანორთოსისში ეთამაშებინა ორი 21-წლამდე ბავშვი ლეგიონერების ნაცვლად და მაგასაც ვნახავდი როგორ მოხვდებოდა ჩემპიონთა ლიგაში კი არა კვიპროსის ჩემპიონატსაც ვერ გაქაჩავდა... მაგრამ ისიც აზრზე არ იყო და გამოდის ესეც აზრზე არ ყოფილა...
ლადო
გენმდივანი ერთი ძმა. სპორტული დირექტორი მეორე ძმა (პრეზიდენტი ცირკაჩი) და თქვენ კიდევ ბილეთების გაყოდვის ვერორგანიზება და ქართული ფეხბურთის ჩაძირვა გიკვირთ!!! ... მართლა ჩალითაა ეს ქვეყანა გადახურული და პატრონი და საშველი არსაიდანაა...:(
გუჯა კახაძე
მადლობა კახა ცხადაძეს! სპორტის სამინისტრო ფიზმომზადებას სათანადოდ თუ მოხედავს მომავალი შესარჩევიდანაც გავალთ და ჯგუფურ ეტაპზეც ღირსეულად ვიასპარეზებთ!!!!
გივი
ქეცბაიასაგან მეტირჩევა უნდა მიიღოთ ყოჩაღ ცხადაძე
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ბიძინა ივანიშვილი: ასეთი მწირი დაფინანსების პირობებში ქართველები მართლა ვაჟკაცობის ტოლფასს ჩადიხართ
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...