"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თბილისის "დინამოს", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს" აწყობთ, მაგრამ დანარჩენმა ცამეტმა გუნდმა რა უნდა ქნას?"
ორშაბათს, 6 ივლისს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ბოლოს სხდომაზე, კახა ცხადაძის წინადადება განიხილეს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ითხოვდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, ყველა მატჩის ძირითად შემადგელობაში, ორი 21-წლამდელი ფეხბურთელი ეთამაშებინა.

აღმასკომი ამ წინადადებას ერთხმად დათანხმდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია.

მას გუნდთან დაკავშირებულ სიახლეებზე სასაუბროდ დავუკავშირდით და ინტერვიუ გამოგვივიდა. თავდაპირველად, ჩელებაძემ სწორედ ზემოთ ხსენებული თემა წამოწია წინა პლანზე...

- აღმასკომის წევრებს პატივისცემით, მაგრამ საყვედურით მივმართავ - სანამ ახალგაზრდების თამაშის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, იქნებ, კლუბებისთვისაც ეკითხათ რამე?

- ამ გადაწყვეტილებაში თქვენთვის მიუღებელი რა არის?

- კარგად მესმის, რომ ახალგაზრდების დაწინაურება სასურველი საქმეა. წინა სეზონში არანაირი დირექტივა არ გვქონია, მაგრამ "შუქურაში" ისედაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვათამაშეთ და დავაწინაურეთ - კომახიძე, ტვილდიანი, ხოჭოლავა, კოპალიანი, თუხარელი...

კახა ცხადაძე ჩემი მეგობარია და მისი ჩანაფიქრი მესმის. მაგრამ ასეთი დაძალება მაინც მიუღებელია. გუნდი ასაკით ვერ აიწყობა, ფეხბურთელების მოედანზე შეყვანის გადაწყვეტილებას მწვრთნელი თავისუფლად უნდა იღებდეს და არა - ხელოვნური შეზღუდვების პირობებში.

- ორი ახალგაზრდის თამაში ხელს რაში შეგიშლით?

- ეს ახალგაზრდები ერთდროულად რომ დამიშავდეს ან ყველას დისკვალიფიკაციის გამო თამაშის გამოტოვება მოუხდეს, მე რა ვქნა? ამ დებულების გამო უნდა წავაგო? ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებითაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაშინ, ჭაბუკთა ჩემპიონატი ჩაატარონ.

ასე სადაა? წამყვან ლიგებში ახალგაზრდების ასეთი ნაძალადევი დაწინაურება არ ხდება, მაგრამ ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში არ იზრდებიან ფეხბურთელები? იქნებ, ამაზე დავფიქრებულიყავით.

- ფაქტია, რომ ამით ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურება მოხდება, ჩვენთან კი მათ ნაკლები გასაქანი აქვთ...

- პირიქით, გუნდში რაც მეტი იქნება კონკურენცია და რაც მეტი ძლიერი მოთამაშე გვეყოლება, ჩემპიონატის დონეც უფრო გაიზრდება და ამ ახალგაზრდების კლასიც. აბა, კონკურენცია თუ არ დაძლია და შემადგენლობისთვის ბრძოლას არ მიეჩვია, ისე ვინ გაიზრდება? მიეჩვევა სასათბურე პირობებს და მერე სადაც უნდა წავიდეს? გადაჩვევა კი გაუჭირდება.

ჩვენი დროის "დინამოში" ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ გავიზრდებოდით და ვერც კონკურენციის დაძლევას მოვახერხებდით.

ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ გუნდებს აწყობთ, რომელთაც საკუთარი საფეხბურთო სკოლები აქვთ - თბილისის "დინამოს", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს", მაგრამ დანარჩენმა ცამეტმა გუნდმა რა უნდა ქნას? ეს ჩვენ მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობაა.

- "ჩვენში" ვის გულისხმობთ?

- კლუბებს! რომ იცოდეთ, მხოლოდ მე არ ვარ უკმაყოფილო, კლუბების უმრავლესობა ამ აზრზეა. ბოლოს და ბოლოს, 2 კაცი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. ეს გადაწყვეტილება მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. სიჭინავასა და ჩივაძეს ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც.

საერთოდ, აღმასკომი, ფედერაცია და კახა ცხადაძე, ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებენ, მანამდე იმ ხალხს უნდა დაეკითხონ, ვისაც კლუბებთან უშუალო შეხება აქვს, ვინც იცის გუნდის ნიუანსები - როგორც ცხოვრობს, რა უჭირს, რა ულხინს...

დაიბარონ მწვრთნელები და დაინტერესდნენ, მოეწონათ ეს გადაწყვეტილება? ახალგაზრდების დაწინაურება სხვაგვარად უფრო აჯობებდა.

- მაინც როგორ?

- რეგიონულ და პირველ ლიგებში ლეგიონერების თამაში აკრძალონ ან ლიმიტი 23 წელზე უფროს მოთამაშეებზე შემოიღონ. ჩვენი მომავალი თაობები სწორედ იქ იწყებენ დიდ ფეხბურთში დამკვიდრებას. ახლა გუნდი თითქმის დაკომპლექტებულია, კონტრაქტები გაფორმებულია და ეს ყველაფერი არსებულ ბიუჯეტზე გვქონდა გათვლილი.

ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რომ იღებენ, რა გამოდის? - ყველაფერი თავიდანაა გადასათვლელი და კონტრაქტები გასაფორმებელი. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, აჭარის ხელისუფლება გვაფინანსებს და მოთამაშეებს ასე თუ ისე კიდევ მოვძებნით, მაგრამ სხვებმა რა უნდა ქნან?!

- გასაგებია თქვენი პოზიცია. სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ. "შუქურას" ახალი ბიუჯეტი დაუმტკიცდა?

- 20 ივლისამდე დაგვიმტკიცებენ. სანამ ხელისუფლებაში არჩილ ხაბაძეა, მანამდე აჭარაში ფეხბურთის სამყაროს სადარდებელი არ აქვს. ის ფეხბურთზე რეალურად ზრუნავს.

- გოგიტა გოგუასთან დაკავშირებით რა ხდება?

- სამწუხაროდ, ვერ დავიმატეთ. დანარჩენი ყველა მოვიდა - ხოჯავა, გეგეჭკორი, ბრაჭული, გუგუჩია, თარხნიშვილი, დოლიძე, გეწაძე, შარიქაძე, ლობჯანიძე, ინგოროყვა, ჭეიშვილი, კაკალაძე და ნიქაბაძე.

- უცხოეთში შეკრება თუ გექნებათ?

- დიახ, ეს ამბავი გადაწყვეტილია - 19 ივლისიდან 21 აგვისტომდე თურქეთში, ერზრუმში მოვემზადებით და საკონტროლო შეხვედრებსაც ჩავატარებთ. სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა უკვე ვიცით, მაგრამ ორიოდ დღეში უფრო დაზუსტებით გვეცოდინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

garika
ამ ჩელებაძეს რაღა უნდა, რას ეკითხებით ამას მეტ პულს როგორც იშოვის ისე აწყობს, რათ უნდა ამას ინტერვიუ
temo
იყიდეთ რა კიდე ვინმე მამ შემადგენლობით გაგვიჭირდება ))
beqa ს
გუნდების გაზრდას მხარი იმიტომ დაუწირეს რომ ფული გააკეთონ, ხო უყურებ აგერ ცელებაძე ბედნიერია ხაბაძე ფულს გვაძლევსო, იმას კი არ მეკითხება მე მაწყობს ჩემი გადასახადიდან გადახდილი თანხა მაგის ჯიბეში წავიდეს თუ არა?! არადა ეგრეა, ხაბაძეს რა ენაღვლება მაგას საქმეს ნუ გააკეთებინებ და არიგებს ასე უაზროდ ფულს იქეთ აქეთ და იმიტომაცაა ქვეყანა გაჩერებული, ეგ ფული რომ შემოაკლდებათ მერე დაიწყებენ ვირთხებოივით ერთმანეთის ჭამას
ქომაგი
ვერ გავიგე, კლუბებს არ უნდა გვკითხონო რომ იძახის, თემურ ქეცბაიამ რომ კითხა კლუბებს, ვინმემ მხარი დაუჭირა? ვიმ,ე გვერდზე დაუდგა? მაშინ მხარს უჭერდა ჩელებაძე ქეცბაიას, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ გასაქანიო იძახდა და ახლა რა შეიცვალა, რატო აღარ მოსწონს ეს იდეა? არადა შემადგენლობებს რომ გადახედო, თითქმის ყველა კლუბში არის 21=წლამდე ასაკის ფეხბურთელები და არ მესმის ამ კაცის ეს აღშფოთება რამ გამოიწვია. არადა ვვერაფერს კატასტროფულს ვერ ვხედავ ამ წამოწყებაში, თავის დროზე თემურისთვის რომ დაეჭირათ მხარი, ეს ეტაპი ახლა გავლილი იქნებოდა და ნაკრებიც შეიძლება წინ ყოფილიყო ცოტა
jango
beqa ასეთი გენიოსი როგორ დაიბადე? ვისაც აკადემია აქვს იმ კლუბებისათვის იყოს ჩემპიონატი და იქნება 4 კლუბიანი უმაღლეის ლიგა არა? გენიოსი ხარ უგენიოსესი :)
zaza
რა აზრი აქვს კლუბის არსებობას,რომელსაც ბავშვთა აკადემია არ გააჩნია?
beqa
გუნდების გაზრდას ხო დაუჭირეთ მხარი. რა შედეგიც გმოვიდა ყველამ კარგად დაინახა. თქვენნაირი ხალხი საერთოთ უნდა ამოიზირკვონ ქართული ფეხბურთიდან.რომ იძახი ეს იმ გუნდებს აწყობთო ვისაც აკადემია აქვთო თუ აკადემია არ გაქვთ უმაგლესში რა ჯანდაბა გინდათ ბიძია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
დილა-ტორპედო 5:1 - გოგიტა გოგუა გოლით დაბრუნდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ლეგიონერები: აკაკი ხუბუტიას გოლი და ლევან კობიაშვილის ტაიმი
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო