დიდი ალბათობით, ახალი წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე აღარ გაწვრთნის. შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ამავე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კიდევ ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია.

საუბრობენ ფეხბურთის ფედერაციაში დაწყებულ "საკადრო წმენდაზე", რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პერსონათა გარდა, სხვებსაც შეეხოთ. მაგალითად - ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ ხურცილავას, ასევე, სფფ-ის პრესსამსახურისა და სხვა სტრუქტურების არაერთ თანამშრომელს...

სანამ კონტრაქტები დასრულდება...

ამ დროისთვის, ფეხბურთის ფედერაციაში არც ალექსანდრე ჩივაძის, არც ოთარ გაბელიასა და არც სხვების გათავისუფლებას არ ადასტურებენ.

საქმე ისაა, რომ მწვრთნელებსა და თანამშრომლებს ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებთ. შეფასდება მათი მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით მიიღებენ - ასეთია ქართული ფეხბურთის მმართველთა პოზიცია.

შექმნილი სიტუაციიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ფეხბურთის ფედერაცია წლის ბოლომდე მიიღებს რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტილებას (ან უკვე მიღებული აქვს და ფორმალურად, მათი კონტრაქტების დასრულებას ელოდება). მათ შორის, გვეცოდინება ისიც, დარჩება თუ არა თანამდებობაზე ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი.

კვამლი და ცეცხლი

და მაინც, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, ნათქვამია. როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაციაში სერიოზულად ფიქრობენ ცვლილებებზე ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის რანგით მეორე გუნდის სატურნირო მდგომარეობითაა განპირობებული ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

60 წლის ჩივაძე, ვინც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდიც გაუწვრთნია (სხვათა შორის, სტატისტიკურად ჩივაძეს დღემდე საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ქართველ თუ უცხოელ მწვრთნელებს შორის), ახალგაზრდულ ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას.

სამართლიანობისთვის, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შესარჩევი ციკლის წილისყრისას ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან არ გაუმართლა. ჩვენი გუნდი ერთ ჯგუფში მოხვდა ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთის, ესტონეთისა და სან მარინოს 21-წლამდელებთან ერთად.

ამ დროისთვის, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს VI ჯგუფში 6 შეხვედრაში დაგროვებული ამდენივე ქულით მეოთხე ადგილი უჭირავს და კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი აღარ აქვს.

...როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, ყველანი შევთანხმდით, რომ ეს იყო ურთულესი, ანუ, როგორც ვამბობთ ხოლმე - "სიკვდილის ჯგუფი". ამის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას თუ არა, ამ მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლას მაინც ითხოვდა. მოთხოვნას საფუძვლად ის ედო, რომ ეს თაობა თავიდანვე შეეჩვია გამარჯვებებს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე თამაში და იქ წარმატების მიღწევა.

შესარჩევი ციკლის ზუსტად ნახევარი რომ გაილია, ყველანი მივხვდით - ამ მიზნის მიღწევა კი არა, მისთვის ბოლომდე ბრძოლაც კი შეუძლებელი იქნებოდა. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ მას ასეთივე გაგრძელება აღარ მოჰყოლია, ცალკე - ფეხბურთელთა ტრავმების და ცალკე - მეტოქეთა სიძლიერის გამო.

ჩივაძის გზა

ჩივაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სან მარინოსთან მატჩით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ის შეხვედრა იოლად მოვიგეთ - მოწინააღმდეგის კარში სამი ბურთი გავიტანეთ, საკუთარი კი "მშრალად" შევინახეთ.

ამის შემდეგ იყო გასვლითი შეხვედრა ხორვატიის ნაკრებთან. ვერც ჩვენ და ვერც იმ შეხვედრის მასპინძლებმა საუკეთესო თვისებები ვერ წარმოვაჩინეთ. უსახური მატჩი ხორვატებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.

ამის შემდეგ თბილისს ჯგუფის აშკარა ფავორიტი, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ეწვია. ესპანელებთან ისე ვიბრძოლეთ, როგორც შეგვეძლო. პირინეელებს ვუგებდით კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, ახალგაზრდული "ფურია როხას" სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა - 5:2 სტუმართა სასარგებლოდ.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ესტონელ ახალგაზრდებთან თბილისში გამართულ შეხვედრაში. ჩივაძის შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ამას მოჰყვა ესპანეთთან გასვლითი მატჩი. სასწაულს ჩვენი ბიჭებისგან არც არავინ ელოდა, თუმცა საბოლოო ანგარიში ძალზე უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - 0:5. ესაა, ქართველები საკუთარ საჯარიმოში არ გამოკეტილან და ძლიერი მეტოქის კარში რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ...

ძალიან დასანანი იყო გორში, შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მარცხი. საქართველოს მეტოქეზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ უთამაშია. გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი, რომელიც იმ დღეს ძლიერად მქროლავ ქარს გავატანეთ და... ცივსისხლიანმა სკანდინავიელებმა ერთი ზუსტი დარტყმით დაგვსაჯეს.

მივიღეთ ის შედეგი, რაც ჩივაძის კრებულს ევროპირველობაზე გასვლის შანსს არ უტოვებს. იყო მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებისა, რომელთა თაობაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

მიზეზები

ჩვენი სუბიექტური აზრით, მიგვაჩნია, რომ თუ ყველაფერს აფთიაქარის სასწორზე ავწონით, ამ დროისთვის შედეგი ცოტა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არგუმენტები, ცხადია, ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც ექნება.

ერთ-ერთი უპირველესი არგუმენტთაგანი იქნება ის, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არც ერთი მატჩი არ უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ხშირი იყო ტრავმები და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა პირველ პლანზე ეროვნული ნაკრების ინტერესები იდგა (და სავსებით ბუნებრივადაც).

ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდულ ნაკრებს შედეგს ნაკლებად სთხოვენ. ამ გუნდის ამოცანას ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდება წარმოადგენს. ასეთი მიდგომის პირობებში ჩივაძეს ნამდვილად ვერავინ უსაყვედურებს: ეროვნულ გუნდში ახალგაზრდულის არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა...

პირადად ამ სტრიქონების ავტორის აზრია, რომ უმჯობესია, ამა თუ იმ ფეხბურთელმა ერთ კონკრეტულ ნაკრებში ამოწუროს თავისი შესაძლებლობები და მერე დაწინაურდეს, თუმცა ისიცაა, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება, მედია და, მათ შორის, თქვენი მონა-მორჩილიც ხშირად ითხოვდა ეროვნულ გუნდში წარჩინებული ახალგაზრდების დაწინაურებას...

რეალურად კი ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ბიჭები ჯერ კიდევ უნდა გაიზარდონ იმისთვის, რომ ქვეყნის უმთავრეს კრებულს სარგებლობა მოუტანონ, ოღონდ ეს ჩივაძისა და მისი შტაბის ბრალი ნამდვილად არ არის.

დიახ, არ არის მათი ბრალი, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. იქ რომ საუკეთესო ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანაკრებო დონისა და სისწრაფეებისთვის ხარ მზად...

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ერთია, როცა ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობს ჭაბუკთა ნაკრებში, მეორე კი - როცა თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების ასაკშია.

სამწუხაროდ, იმ ორ წელიწადში ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რეგრესის გზით მიდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, ოღონდ ეს სულ სხვა, ძალიან ვრცელი წერილის თემაა...

რას გვარგებს ფორმალიზმი?

ზოგადად, მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონესთან ერთად ამ ფეხბურთელების ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ისიც, რომ ჩვენს პირველობაზე იშვიათად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ისიც, რომ საქართველო ახლაღა ხდება ნამდვილი ევროპა.

ამასთან დაკავშირებით ხმა აიმაღლეს ჯერ ეროვნული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ, მერე კი ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა კახა ცხადაძემ. ახლა ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდებულია, ძირითად შემადგენლობაში, სულ მცირე, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც დააყენოს.

ქართველები რა სიტუაციიდან არ მოვნახავთ ხოლმე გამოსავალს და ჩვენმა მწვრთნელებმაც იპოვეს ეს გამოსავალი - ორი ახალგაზრდა იწყებს თამაშს ძირითადში, მაგრამ რად გინდა? სულ მცირე, ერთ მათგანს სათადარიგოთა სკამზე სათამაშოდ გამოწყობილი პარტნიორი ელოდება, რათა... მეათე-მეთხუთმეტე წუთის ფარგლებში შეცვალოს.

სანამ ასეთ ფორმალიზმამდე დავიყვანთ ყველაფერს, მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. საინტერესოა, საერთოდ რა ესაქმება უმაღლეს ლიგაში გუნდს, რომელსაც ორი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი, კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვერ გაუზრდია?!

ეს იქით იყოს და, ზოგადად, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ძალიან რთული ნატურაა. მით უმეტეს, თუ ის უკვე უცხოეთშია დამკვიდრებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ძალიან ბევრ მათგანს პროფესიონალიზმი აკლია, თავი უკვე შემდგარი ვარსკვლავი ჰგონია, მწვრთნელსაც ებუტება, ქომაგსაც და მედიასაც. არადა, მას ავიწყდება, რომ მისივე პროგრესში სამივე ამ კომპონენტმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს. ვერც ამას დავაბრალებთ ჩივაძესა და მის შტაბს.

რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე ლაპარაკიც, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული ამა თუ იმ მატჩში შემადგენლობის შერჩევისას.

დასკვნის მაგიერ...

მოკლედ, დიდი ალბათობით, ახალი წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფეხბურთის ფედერაციას კი ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა მოუწევს მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

საერთოდ, ახალ წლამდე დარჩენილი, 2015 წლის ბოლო მონაკვეთი ბევრ საინტერესოს გვპირდება. ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

QAQUCA
kobiahvils jer heeqmna dzlieri hempionati,mere am hempionatidan dzlieri fexburtelebi miecodebina hivadzisatvis,tu ver miagcevda carmatebebs mere moexsnat.dzalian mainteresebs aci visac danihnaven axalgazrduls gaikuans jgufidan.???
QAQUCA
kaladze im nakrebis kapitania sakutar karhi rom gaqonda golebi,axla gazpromis motamahea,tviton icis vinaa.
tea
შეეშვით ამ არველაძეს,ხომ წავიდა უკვე,ეხლა ამ ახალ და უარეს ტრაგედიაზე ვისაუბროთ,ეს კალაძე ბოლოს და ბოლოს ენერგეტიკის მინისტრია,სპორტის თუ ბოღმის.......
ბექა
მთელი უბედურება ისაა რომ არც ჩივაძეს და არც სხვა ვინმეს მათი პროფესიონალიზმის მიხედვით არ ათავისუფლებენ,მათი მთავარი დანაშაული უპირველესად კალაძის მიმართ ისაა(იმიტომ რომ კობიაშვილი იქ არაფერს არ წყვეტს,ისევე როგორც ქვეყანაში პრემიერი არაფერს არ წყვეტს)რომ არველაძეს ედგნენ გვერდით,მე არველაძის ადვოკატი არ ვარ,მე უბრალოდ ამ პრინციპით გათავისუფლების წიმააღმდეგი ვარ,ნახეთ სამწუხაროდ ძალიან მალე მოაენატრება ქართულ ფეხბურთს რეზოც და დომენტიც
ilo
ჩივაძემ ფეხბურთის თამაში მაინც იცოდა და სოლიდური სპორტული პენსია ეკუთვნის, ამ არველაძემ არც თამაში იცოდა და ამდენი ფული კი ჭამა და სადაა სამართალი?
eko
რაც არველაძემ შთანთქა ფედერაციიდან, მაგდენი მიშას არ უჭამია ქვეყნიდან, ხომ შერჩათ ორივეს, ესაა ეს ქვეყანა სამწუხაროდ
turo
დომენტის და არველაძეს რომ შერჩათ ფულების მაგრად ჭამა , ეხლა სხვაც იტყვის იმათ რატომ აჭამეთო და ძალიან სწორიაა
merabi g.
1. ფეხბურთის ფედერაცია საპენსიო ფონდი არაა, რომ წასულის დამსახურებისათვის საქმისთვის არასაჭირო ხალხს ხელფასი უხადონ 2.ფედერაციაში საჭირო არაა 300 შტატი და თანამშრომლების ნაწილს ცხადია გაუშვებენ 3.თუ ფედერაციის წინა შემადგენლობა არაეფექტიანად და ხარვეზებით მუშაობდა, და ეს ასე იყო, რა გასაკვირია, რომ თანამშრომლების ნაწილი გაუშვან? მარტო დომენტი და არველაძე აქცევდნენ ქვეყანას?
ლუკა
ჩვენი ვეტერანების ჩანაცვლება ძნელი იქნება, მაგრამ ცვლილებები მოითხოვს ახალ სისხლს, ახალ ენერგიას და ახლებურ მიდგომებს. მადლობა ჩივაძეს, გაბელიას, ხურცილავას და სხვა ღვაწლმოსილ ვეტერანებს. ვუსურვოთ მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. გამოცდილი ვეტერანი მწვრთნელები და კარგი სპეციალისტები ყოველთვის დასაქმდებიან ფეხბურთში.
vato
მივესალმები ამ ამბავს. ჩივაძეს და მის გუნდზე რა ვთქვა. კი როგორც ფეხბურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართულ ფეხბურთში მაგრამ როგორც ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა აი უკვე 20 წელზე მეტია გასული და რასაც მიაგწიეს ქართული ფეხბურთის განვითარებაში სახეზეა.
valeri tatuashvili
ნამდვილად,დომენტიჩების და ვაზელინების დრო უნდა მორჩეს.მე საშა ჩივაძეზე ძალიან,არც ერტი ფეხბურტელი არ მყვარებია,მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას,რომ მას Yველას გუნდში უნდა ვხედავდეთ.დროა,თვითონ ბატონი ალეკსანდრეც დაფიქრდეს ამაზე.
tngh
ჩივაძე და ხურცილავა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში "ოქროს" ასოებით არიან შესული. თანაც სამუდამოდ. მათი ავად მხსენებლები კი, ალბათ ცალკე სიაში მოხვდებიან...
დათო
მთელი ფედერაცია გასაწმენდია! დიდი ცოცხით! ჩივაძე და ხურცილავა ძალიან კარგია თუ გაუშვებენ! ამოვიდა ყელში ამათი ფეხბურთისადმი ემსაკუთრე განწყობა! ფეხბურთი არის ხალხის და არა თნდაც ჩივაძის დარი დიდი ვეტერანის! და კიდე შენგელიებით დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული, მთლიანი შემადგენლობა უდნა შეიცვალოს! ასე ხდება ყველგან და ასე უდნა მოხდეს აქაც! ტრაგედია იმაში რომ ახალ კადრებს მიეცეთ ბოლომდე თავიანთ გუნდთან მუშაობა ანმდვილად არაა, პირიქით! ვფიქრობ რომ ნამუსი რომ ჰქონდეთ არველაძის გუნდის წევრებს, იგივე გიორგი კაციტაძეს განცხადებას თავად უნდა წერდნენ! ასევე მთელი პრესს სამსახური, რომელიც არველაძეს და დომენტის კბილებით იცავდა და ახლა ტონა ვაზელინით დადიან!
niko
ჩივაძეს შედეგი აქვსო რომ იძახით, მაშინ ფეხბყრთელებიც სხვა დონის იყვნენ ეს ერთი და მეორე ის რომ მეორე ციკლის დასაწყისი მან მთლიანად ჩააგდო და შემდეგ სხვა მწვრთნელის ხელში ამოქაჩა ნაკრებმა და ერთი გოლი დააკლდა რომ ისევ მესამე ადგილზე გასულიყო ასე რომ იმ დროში ჩვენც გვიცხოვრია და არ გვინდა კორუმპირებული ხალხის გაპრავება.
mkiTxveli
ჟურნალისტი ვერ იტყვის, ეს გაუშვით, ის დანიშნეთო. აქ მგონი სწორია აქცენტები და ყველა ჰო და არის მოყვანილი. მე მომეწონა სტატია
გუჯა კახაძე
ზოგადი საუბრები შედეგს არასდროს მოიტანს!!!! "კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ერთია, როცა ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობს ჭაბუკთა ნაკრებში, მეორე კი - როცა თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების ასაკშია. სამწუხაროდ, იმ ორ წელიწადში ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რეგრესის გზით მიდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, ოღონდ ეს სულ სხვა, ძალიან ვრცელი წერილის თემაა... საინტერესოა, საერთოდ რა ესაქმება უმაღლეს ლიგაში გუნდს, რომელსაც ორი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი, კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვერ გაუზრდია"?! ამდენი ზოგადი საუბრის ნაცვლად დაასახელეთ მწვრთნელები, ვინც ფეხბურთელი ვერ გაზარდა!!!!
tngh
ბ-ნ ალექსანდრე ჩივაძეს საუკეთესო შედეგი აქვს არა მარტო როგორც ნაკრების მწვრთნელს, არამედ როგორც ფეხბურთელსაც საქართველოს ისტორიაში. ვისაც ამაში ეჭვიც კი ეპარება, მას ვურჩევ სატატისტიკას და ფეხბურთის ისტორიას ერთხელ მაინც გადახედოს.
კლიმენტი
"სხვათა შორის, სტატისტიკურად ჩივაძეს დღემდე საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ქართველ თუ უცხოელ მწვრთნელებს შორის" - ამას რომ წერთ, რა საუკეთესო შედეგზეა ლაპარაკი იქნებ დაგეკონკრეტებინათ? იმას თუ გულისხმობთ, თითო-ოროლა ტესტის სათამაშოდ რომ იწვევდა ფეხბურთელებს, რომ სტატისტიკაში ჩაწეროდათ ნაკრებში ითამაშაო, მაშინ მართალია. მოკლედ, თუ შეიძლება ნუ მისტირიხართ მაგ კაცს - ჯერ არ მომკვდარა!
giga
კარგია, ... უნდა გაასუფთავონ ფედერაციაც და ნაკრებებიც, მარა სხვა ... არ უნდა ჩაანაცვლონ.
goga
რა დავაბრალოთ ჩივაძეს ეს გვითხარი თორემ ეგრე ამგელოზი გამოგყავს და მისი შეცვლაც სისულელეა თურმე. თქვი პირდაპირ თუ რამის თქმა გინდა, მასე არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო არ გამოდის საქმე. ვიცით რაც ევალება კარგ ფეხბურთელს, კარგ მწვრთნელს და ა. შ. მაგრამ ასევე ვიცით რომ კარგ ჟურნალისტს პირდაპირობით აფასებენ პირველრიგში.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...