დღეს "ბორჯღალოსნები" ვაკის სტადიონზე, ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ
დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ვაკის სტადიონზე, ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს მეტოქე ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს. იქამდე კი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.

მილტონ ჰეიგი: ესპანეთთან ამ სეზონის ყველაზე რთული მატჩი გველის

ესპანეთის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" შერკინება ზუსტად ისეთივე შემადგენლობით ითამაშებს, როგორითაც ორი კვირის წინათ პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზა. უკანა ხაზში კი ორი სიახლეა. შუამარბ მერაბ შარიქაძის ნაცვლად გარემარბი თამაზ მჭედლიძე ითამაშებს, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი შუამარბადაც მოიაზრებს. მჭედლიძის ნაცვლად ფრთაზე მარქაფიადან დაწინაურდა გიორგი აფციაური. შარიქაძეს ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა აქვს თადარიგში მყოფ "ლელოს" მეორეხაზელ ნოდარ ჭეიშვილს, ვინც თუ მოედანზე შევა, 238-ე "ბორჯღალოსანი" იქნება.

ეროვნულ ნაკრებში 90-ე კეპს მიითვლიან ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი და შუამარბი დავით კაჭარავა. "მეკო" თუ ამ შეხვედრაში 19 ქულის აღებას შეძლებს "ერთა თასის" მონაწილეთაგან პირველი დაძლევს 700-ქულიან მიჯნას, შალვა სუთიაშვილი კი ნაკრებს მეათედ უკაპიტნებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებთან აქამდე 16-ჯერ გვითამაშია. აქედან "ბორჯღალოსნებმა" 12 შეხვედრაში მოიგეს, სამი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს. საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ზედიზედ 21 მატჩი მოიგო. ბოლო მარცხი ჩვენმა გუნდმა 2012 წლის 11 თებერვალს, სწორედ ესპანეთის ნაკრებისგან იგემა მადრიდში - 18:28.

ესპანეთის ნაკრები თბილისში საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით გვეწვია. ლომების" თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა რუმინელებთან მატჩის შემდეგ გუნდში 16 ცვლილება განახორციელა. გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალბედაცაა. ესენია: რაფაელ დე სანტიაგო (მადრიდი), პაბლო სანჩესი, დანიელ ბრიტოსი (ორივე - ვალიადოლიდი) და ოიერ გოია (ორდიზია).

საქართველოს ნაკრები: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე

ესპანეთის ნაკრები: ხოსე ლუის დელ ვალე (კისნეროსი), რაფაელ დე სანტიაგო (მადრიდი), პაბლო ფონტესი, ადამ ნიუტონი (ალკობენდასი), ხუან ინსაუსტი (ერნანი), ოიერ გოია (ორდიზია), ჯო ჰატკინსონი, ხავიერ სანსი (ორივე-ინდერპენდიენტე), პაბლო სანჩესი, მანუელ რუისი, დანიელ ბრიტოსი, დევიდ გრიფიტსი, სილვიო კასტელიონი (ყველა-ვალიადოლიდი), ანტუან სანჩესი (ელ სალვადორი), მარტინ პერესი (მასი), ხერომ სივილი, გაუტიერ მინგუიონი (ბორდო), დავიდ ბარერა (ვანი), სერხი სევილა (ორიაკი), ხაიმე ნავა (დიჟონი), ხულენ გოია (მონლეონი), ხუან ანაია (გალვეგიანსი), დანიელ სნი (ჰევლოკ ნორსი).

საქართველო-ესპანეთის ყველა მატჩი

2000.04.03 მადრიდი 32:36

2001.17.03 რუსთავი 43:10

2002.24.03 მადრიდი 34:18

2003.22.02 ეროვნული 34:3

2004.22.02 ტარაგონა 6:6

2006.28.10 ვაკე 37:23

2007.17.03 მადრიდი 17:31

2008.26.04 ეროვნული 22:20

2009.28.02 მადრიდი 55:11

2010.27.02 ეროვნული 17:9

2011.12.02 ვაკე 60:0

2012.11.02 მადრიდი 18:25

2013.09.03 ვაკე 61:18

201408.03 მადრიდი 24:17

2014.14.06 ავჭალა 23:13

2015.28.02 მადრიდი 26:13

ევროპის ერთა თასი 2016. III ტური

27 თებერვალი

საქართველო-ესპანეთი

რუმინეთი-რუსეთი

გერმანია-პორტუგალია

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. საქართველო 2 2 0 0 +88 10(2)

2. რუსეთი 2 2 0 0 +28 9(1)

3. რუმინეთი 2 2 0 0 +28 9(1)

4. ესპანეთი 2 0 0 2 -5 2(2)

5. პორტუგალია 2 0 0 2 -51 0(0)

6. გერმანია 2 0 0 2 -78 0(0)

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები": ეს შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია!
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო VS რუმინეთი - იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს!
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მსაჯის დაჭრის ფაქტზე "არმიას" წარმომადგენელს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
საქართველო-რუმინეთი 38:9 [თამაში დასრულდა]
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები": ექვსი ერისთვის მზად ვართ და ვისაც ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს!
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
საქართველოს ნაკრების მორაგბე ინგლისურ კლუბში გადავიდა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
"ქორნიშ პირატსის" მწვრთნელი: ნოდარ ჭეიშვილი საქართველოში კარგად არის გაწვრთნილი
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ჩამოდით, გვეთამაშეთ [VIDEO+PHOTO]
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
ლეგიონერები - სუთიაშვილის მეორე ლელო
რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი
სავსე ტრიბუნების დროა!
"ვეცდები, ზურა ჟვანიას მსგავსად დავამსხვრიო სტერეოტიპი" - ნოდარ ჭეიშვილი ინგლისის ჩემპიონშიფში ითამაშებს
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
საქართველო-ესპანეთი 38:7 [მიმდინარე, მეორე ტაიმი]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს