ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრეზენტაცია: შევთანხმდეთ, რომ ჩვენს გენშია შემტევი ფეხბურთი!

პრეზენტაცია: შევთანხმდეთ, რომ ჩვენს გენშია შემტევი ფეხბურთი!

გია გეგუჩაძემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების განვითარების პროექტი გაგვაცნო

ქართული ფეხბურთის კრიზისი მხოლოდ ფინანსურ და პოლიტიკურ პრობლემებს არ გამოუწვევია. ერთ-ერთი მიზეზი სისტემის არარსებობაც იყო. საბჭოთა პერიოდში არსებული სისტემა მინიმალურ დონეს მაინც განაპირობებდა - ცუდი იყო თუ კარგი, ეს იყო სისტემა და ის მუშაობდა...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, სხვის ნებაზე არსებობას შეჩვეულები, ინერციით ისევ საბჭოურ სისტემასა და მეთოდოლოგიას მივდევდით, საკუთარი კი ვერ შევიმუშავეთ...

გუშინ, 27 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციისა და გია გეგუჩაძის მიერ გამართული პრეზენტაცია სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი. რეალურად, ბოლო 26 წელიწადში პირველად გამოჩნდა სფფ-ის მცდელობა, რომ ქართულ ფეხბურთს მისთვის ბუნებრივი საფეხბურთო ფილოსოფია შეუქმნას და მუშაობა ერთიანი სისტემითა და მეთოდოლოგიით დაიწყოს...

საით მივდივართ და რა გვინდა?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ასაკობრივი გუნდების სპორტულმა ხელმძღვანელმა ახალჩამოყალიბებულ სამუშაო-მეთოდურ ჯგუფზე ილაპარაკა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების პროექტი გაგვაცნო.

მანამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ილაპარაკა:

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ და როგორ წარმოგვიდგენია ასაკობრივი ფეხბურთის განვითარება, რა პრობლემებს წავაწყდით, რა გავაანალიზეთ და რა არის გასაკეთებელი...

პროექტის დამუშავებამდე გია გეგუჩაძე რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს ხალხი ქართული ფეხბურთისთვის საქმიანობს და უნდა იცოდნენ, რისი დანერგვა მოუწევთ სკოლებსა და გუნდებში. უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ და რა გვინდა.

ერთიანი სამუშაო სისტემის შექმნის მცდელობა ქართულ ფეხბურთში დღემდე არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელება და ჯგუფის მუშაობა წარმატებას მოგვიტანს. ყველა ასაკობრივი ნაკრების ერთ სისტემაში მოქცევა ეროვნულ გუნდსაც წაადგება და ფეხბურთელებს მაღალ მოთხოვნებთან შეჩვევა გაუიოლდებათ", - ამბობს კობიაშვილი.

სისტემის აუცილებლობა

გია გეგუჩაძე:

- პროგრამაში ჟურნალისტების როლი უმნიშვნელოვანესია და იმედია, მის გაშუქებაში აქტიურად ჩაერთვებით. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რადგან თქვენ ხედავთ იმას, რასაც ჩვენ შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ.

ეს პროგრამა დროში გაწელილია, თუმცა დღეს თუ არ დავიწყეთ, ხვალ შედეგი არ გვექნება.

პროგრამა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: სულ 7 ასაკობრივი ნაკრები გვეყოლება - U14, U16, U17, U18, U19 და U21. საქართველოში ბევრი ტალანტია, მაგრამ მათი გაზრდის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა.

ამისთვის კი საჭიროა:

1. ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელთა მომზადების სისტემის ჩამოყალიბება და მიმართულების განსაზღვრა;

2. ნაკრების მოთამაშეთა განვითარების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;

3. მუდმივი სასელექციო სისტემის დანერგვა, ნიჭიერი ფეხბურთელების თავმოყრა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;

4. თანამედროვე ფიზმომზადების მეთოდების დანერგვა;

5. თანამედროვე სამედიცინო მომსახურება;

6. ანალიტიკური ჯგუფების ამოქმედება;

7. კოორდინირებული მუშაობა;

8. ფეხბურთელებთან ფსიქოლოგების მუშაობა;

9. ინფრასტრუქტურის განვითარება;

10. საწვრთნელი მეთოდიკისა და იდეოლოგია-ფილოსოფიის ჩამოყალიბება;

11. კადრების მომზადება.

ამ ყველაფრის მთავარი მიზანია სანაკრებო ფეხბურთის წინსვლა, საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა და ბავშვთა, ახალგაზრდების, საკლუბო და რეგიონული ფეხბურთის განვითარება.

როგორი ფეხბურთი გვინდა?

- დღეს არსებულ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავჭრით. პროგრამა სპონტანურ შედეგზე არ არის გათვლილი, ის მოიცავს სამწელიწადნახევრიან ციკლს და იმისთვისაა, რომ ასაკობრივი ნაკრებებიდან მეტი კვალიფიციური კადრი წამოვიდეს...

ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელთა გასაზრდელად პროცესების ერთიან სისტემაში მოქცევა აუცილებელია. მყარ საფუძველს სწორედ ეს ჯაჭვი ქმნის. მიმაჩნია, რომ ამ პროგრამის ამოქმედება ჩამოაყალიბებს სისტემას და შექმნის იმ საფუძველს, რომ წლების შემდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს და ფეხბურთის ფედერაციის მიერ დასახული ამოცანები გადაიჭრას.

საამისოდ კი, აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. ერთ-ერთი უმთავრესი ქართული ფეხბურთის იდეოლოგია-ფილოსოფიის ჩამოყალიბებაა, რათა ვიცოდეთ, როგორი ფეხბურთი გვინდა და რა გამოგვდის უკეთესად...

სულ არის კამათი იმაზე, თუ რა სტილის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. შევთანხმდეთ, რომ ჩვენს გენშია შემტევი ფეხბურთი, სადაც დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსი დაცულია - წინ სწორედ ეს უნდა წამოვწიოთ. დღეს კი ეს ფეხბურთი მიძინებულია. სამაგალითოა 13 მაისის თბილისის "დინამო".

ახლა იტყვიან, მაშინდელი მეთოდები მოძველდაო, მაგრამ ნოდარ ახალკაცის მუშაობაში ბევრი მისაღები მომენტი იყო. ამის გააზრებით, გათვალისწინებითა და თანამედროვეობაში გადმოტანით მხოლოდ მოვიგებთ და ცხადია, სიახლეებსაც დავამატებთ.

ასაკობრივ ნაკრებებში, სკოლებსა და ჭაბუკთა გუნდებში სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და მეთოდიკაც ამაზე დაყრდნობით შევიმუშაოთ. იგეგმება მეთოდოლოგიური წიგნის გამოცემა, რომელიც ყველა მწვრთნელს გამოადგება.

სელექცია

- მწვრთნელთა საინიციატივო ჯგუფში 10-12 ადამიანი გაერთიანდება. იქნებიან უშტატო, მაგრამ პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესში ჩართვით გაიზრდებიან და, შესაძლოა, სამომავლოდ, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებად ჩამოყალიბდნენ...

წარსულში უნდა დარჩეს ის დრო, როცა ნაკრების ფეხბურთელებს მხოლოდ სამი სკოლა ზრდიდა. სასელექციო სისტემის ჩამოყალიბება იმიტომ გვჭირდება, რომ ნიჭიერი ბავშვები არ დავკარგოთ - ეს განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია. ამიტომ სელექციის არეალის გაფართოება მნიშვნელოვანია.

შეიქმნება რეგიონალური ნაკრებები, იქნება კიდევ თბილისის გუნდიც, რომლებიც ტურნირის სახით ერთმანეთში ითამაშებენ. საბოლოოდ, დაკომპლექტდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაკრებები, საიდანაც ნიჭიერებს თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ და საუკეთესო სანაკრებო კანდიდატებს გამოვავლენთ, ეს კი ერთ ხედვას უნდა ეფუძნებოდეს...

ჩვენი მიზანია, ასაკობრივ ნაკრებებში კონკურენცია შევქმნათ, ხოლო საამისოდ, თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ 3 ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. ეს სისტემა ეროვნული ნაკრებისთვის სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელების მიწოდებას უზრულველყოფს...

ფეხბურთელებისთვის შევადგენთ მონაცემთა ერთიან ბაზას. მოთამაშეთა პროგნოზირება მოხდება მათი ფიზმომზადების, ტექნიკის, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა კუთხით. ხოლო ფეხბურთელთა ტესტირება მოხდება იმის დასადგენად, თუ ვინ რამდენადაა მზად, ვინ პროგრესირებს და ვინ - ვერა...

სხვაგვარად წარმატება შეუძლებელია

კახა ჭუმბურიძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

"შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ნაკრებებს სასურველი შედეგები არ ჰქონდეთ, მაგრამ იმედია, გულშემატკივრები ამას გაგებით მოეკიდებიან, რადგან პროგრამის განხორციელებას დრო დასჭირდება.

ოთხი წლის წინ ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ეს იყო კონკრეტულად იმ ნაკრების წარმატება, მაგრამ არ იყო ერთიანი სისტემა.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფეხბურთის ფედერაციას მსგავსი გეგმა არ ჰქონია და მის ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწიოს. სწორედ მსგავსი გეგმის ამუშავების შემდეგ მოიპოვა წარმატება სხვადასხვა ევროპულმა ნაკრებმა და აქ მარტო დიდ ევროპულ ქვეყნებს არ ვგულისხმობ.

მაგალითად, ისლანდია, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 340 ათასია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ამ შედეგს კი სწორედ ანალოგიური გეგმის შემუშავებისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად მიაღწიეს. იგივე შეიძლება ითქვას ბელგიაზე, რომელიც წლების წინ ფიფას რეიტინგში საკმაოდ დაქვეითებული იყო, მაგრამ ერთიანი სისტემის დანერგვის შედეგად ახლა უძლიერესი ეროვნული გუნდი ჰყავთ.

ამ პროგრამის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა წლების შემდეგ მოგვცეს შედეგი, რომელიც ყველას გაგვახარებს. მთავარია, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დავძარით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სანდრო

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ. აბა ტქვენ იცით ბეწდეტ ეს სისულელეები და იყავით

• სანდრო

ნიჭიერი ქართველი ფეხბურტელებისაღვი გზის დამკეტავი ანდა მსთი საქარტველოდან გამყიდავიიდული საქმოსნებიისევ ჭკუის საკიტხავად გყავთ რა დაიჯერება თქვენი? რაც წინამორბედებმა დააკლეს ტქვენ სეასრულებთ დანარცენს! ნიჭჭიერებსდა პრსპექტიულებს ან შანსს არ აზლევთმაშს ვგულისხმობ დ არა ვალის მოხდით დასანახად მხოლოდ გამოძახებასდა პროტექციის მიხედვით არ ჩევტ ფეხბურტელებს ნაკრებებსი ოღონდ ევროპის გუნდსი თამაშობდეს ტუნდაც ჭ ლიგასი და იქედანაც ვარდებოდეს!!!!

• gio

სფფ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს ღებულობს მწვრთნელების გადაადგილებებით, სფფ თითონ არის თავ-გზა აბნეული, ვიღაც უშლის სფფ-ს სწორი გზით რომ იარონ, ზემდგომები!

• fexburteli

ბატონო გია თქვენს გვერდით იმ სამწვრთნელო შტაბში რომელსაც ასე მაღალ ფარდოვნად ახასიათებთ და რეგიონალური ფეხბურთის განვითარების ერთ ერთი რეგიონი ჩააბარეთ არის მწვრთნელი რომელიც მშობელს ეუბნება ეხლა შემინახეთ და რო წავალ გუნდში ყველას წავიყვანო ამას ჩემი ყურით უსმენდი და მოდი და ენდე ეხლა ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმას კარგით რა

• gulshematkivari

რა განვითარების გეგმა ელიტრაუნდზე გასული 17წ რა უქენით რა დროს მწვრთნელის მოხსნა იყო ერთი თვე დაგეცლიათ ავსაჯანასთვის მაისურაძეს ერთ თვეში რა უნდა გაეგო გაანადგურეთ ნაკრები ამდენზე მისული სამივე თამაშის წაგება სამასირცხო იყო მაისურაძეს რა ალაპარაკებს რა განვითარების გეგმა რაც ახალი ფედერაცია მოვიდა ასაკობრივ ნაკრებს არცერთი თამაში არ მოუგია არ გცხვენიათ 17წ ელიტრაუნდი რას გავდა 16წ თამაში რას გავდა და ეხლა 18წ რას თამაშობენ რას ანვითარებთ საინტერესოა ამაზე რატო არაფერს ამბობთ მიაჩუმალეთ ყველა თამაში დავაი რა

• zamTaria

ამათ რაღაც კი იწვალეს მაგრამ ბოლოს ზამთარაძეს რომ მოაწერინეს ხელი მთელი ნაწვალები წყალში ჩაყარეს)))

• giga

იმდენადაა გენში რო ქართველების დნმ-ის გაშიფრვისას ეგრევე შეტევა იშიფრება DDDDDDDDDDDDDDDD

• baadur

ქართულ ფეხბურთზე მსჯელობაც კი სასაცილოდ ჟღერს. იმდენად ღრმად არის ჩაძირული ჭაობში, რომ მისი იქიდან ამოყვანა ფანტაზიის სფეროდ მიმაჩნია. საუბარი კი ბატონო, იცოცხლეთქვა იციან..

• mali

რა კარგია არა!!! ქართველებს თურმე გენში აქვსთ შეტევა და შეტევა. ბრაზილიელებსა და სხვა ტოპნაკრებებს "იმაში". რა გეშველებათ.... ეხ ღრუზინი, ღრუზინი...

• Walkabout

გენი არა დეენკა... პროგრამა რომ საჭიროა ეგ უამათოდაც ყველამ ვიცით მაგრამ ეს რა პროგრამაა? იმ 11 პუნქტს რომ ვკითხულობდი მეცინებოდა, უზოგადესია, არავითარი კონკრეტიკა, ეხლა ვინმემ არ მითხრათ იგულისხმებაო, იგულისხმება გრამაფონშია...)) ქუჩაში 20 წუთით რომ 3-4 კაცი დაილაპარაკებს ფეხბურთზე ეგ წარმოადგინეს და პროგრამა დაარქვეს... ))) რა უნდა გაკეთდეს და მიზანი რა არის ეგ ისედაც ყველამ ვიცით, როგორ უნდა გააკეთოთ ეგ წარმოადგინეთ დეტალურად...))))) ეს ახალგაზრდებში მართალია სისულელე მაგრამ რაღაც წარმოადგინეს მაინც და დიდებშიც უარესია, ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარების პროგრამაო უკვე რამდენი თვეა გაიძახიან და იმის მერე ენ-დი-აი-ს გამოკითხული ადამიანის არ იყოს ერთი კაცი მაინც მანახეთ სადმე ვისაც ეგ პროგრამა შორიდან მაინც დაუნახავს...))))))))))))))

• fcd

Rao gia es axali fulis sachrel sqemas nergav xo,tqvenc yvela mtavrobasavit gvabolebt,gmertmaqnas vcdebode

• ლუკა

მივესალმები ერთიანი სისტემის დანერგვას. ბავშვის მიყვანა ფეხბურთზე მშობელს და ბავშვს უნდა უხაროდეს, უღირდეს და შვილისთვის სერიოზული კარიერის ალტერნატივად მიაჩნდეს. სხვა შემთხვევაში გვეყოლებიან მოყვარულები და არა პროფესიონალები. ფეხბურთი, როგორც პროფესია უნდა გახდეს რეალური არჩევანი. ქართველ გულშემატკივარს აქვს პრეტენზია რომ გუნდებმა და ნაკრებებმა შედეგი დადონ. თავის წილი ფინანსური მხარდაჭერა გულშემატკივარმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ორი ლარის გადახდა გვეზარება და გერმანელი და ინგლისელი გულშემატკივარი არ ჩამოვა აქ თამაშებზე დასასწრებად 30 ევროს არ გადაიხდის ბილეთში. სტადიონებზე უნდა მივიდეს ხალხი და მხარდაჭერა ასე გამოხატონ ქართული ფეხბურთისადმი. 2 ლარი თვეში ქართული ფეხბურთის დასახმარებლად! გასაგებია რომ დაბალი დონეა და სანახაობა არ არის, მაგრამ ბილეთის ფასი შეესაბამება თამაშის დონეს. ფეხბურთის დონე რომ აიწევს ასევე აიწევს ბილეთის ფასიც! სტადიონზე მისული გულშემატკივარი საჭმელს, სასმელს, სპორტულ ინვენტარს ან ატრიბუტიკას რომ შეიძენს, ეს ბიზნესის წახალისება იქნება. ხალხი რომ მივა თამაშზე ფეხბურთელიც მოინდომებს ფეხის განძრევას, სტიმული მიეცემა. გულშემატკივარი და ფეხბურთელი ორივე ერთმანეთს უნდა დაეხმაროს. ერთმანეთის ჯიბრით და ზეციური დახმარების შემყურე არაფერი გამოგვივა. გულშემატკივარი თუ არ დაბრუნდა სტადიონზე ვერ განვითარდება ფეხბურთი. სფფ-მ უნდა მოახერხოს და სტადიონების აშენება და მოწესრიგება დაიწყოს კლუბებთან, მუნიციპალიტეტებთან, ინვესტორებთან ერთად. გულშემატკივრის თამაშებზე მიუსვლელობის ერთერთი მიზეზი რეგიონებში დანგრეული სტადიონებია, სადაც სკამებიც არ არის დამონტაჟებული. გულშემატკივრის გარეშე არ გამოვა არაფერი.

• GUGCHA

რა ვიცი რა ვთქვა ღმერთმა ქნას ეს ყველაფერი გამართლდეს

• dato

გენი რა შუაშია. ბოლო 25 წელი რისი გენიც გვაქვს კარგად ვიცი. ყველა მეტოქესთან სხვადასხვა ტაქტიკით უნდა ათამაშოს გუნდი. რა გვიყვარს ეს ცარიელი სიტყვები - სადღეგრძელოები

• levani kaxeti

აფსუს! რა ტყუილად დაიკარგა ამდენი წელი; მარტო ფულის კეთებაზე იყვნენ გადასულები ის ..... (ძველი ფედერაციები).

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

შევუტიოთ, ოღონდ დაცვაში ჩამოსვლა არ დაგვავიწყდეს!

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია

"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო

მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს