გადაწყვეტილება ლიცენზირებაზე, რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. პირველიდან უმაღლეს ლიგაში ვერავინ გადავა?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ლიცენზიის მაძიებელი 20 კლუბის განაცხადი განიხილა. გადაწყვეტილებები 4 მაისს სფფ-ის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა...

არცერთი პირველი ლიგიდან

ამრიგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფასა და ეროვნული ლიცენზია მხოლოდ 7-მა კლუბმა მიიღო - გორის "დილამ", თბილისის "დინამომ", თბილისის "ლოკომოტივმა", თბილისის "საბურთალომ", ბოლნისის "სიონმა", "სამტრედიამ" და საჩხერის "ჩიხურამ".

უმაღლესი ლიგის 9 კლუბი ეროვნულ ლიცენზიას დასჯერდა: ლანჩხუთის "გურია", ბათუმის "დინამო", "ზუგდიდი", ფოთის "კოლხეთი", მარტვილის "მერანი", თერჯოლის "საპოვნელა", ქუთაისის "ტორპედო", ქობულეთის "შუქურა" და "ცხინვალი".

პირველად მოხდა, რომ ლიცენზია უმაღლესი ლიგის ყველა წარმომადგენელმა მიიღო. ასევე პირველი შემთხვევაა, პირველი ლიგის არც ერთი კლუბის მოთხოვნა რომ არ დაკმაყოფილდა. კომისიამ უარით გაისტუმრა ცხინვალის "ლიახვი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და ზუგდიდის "ოდიში 1919". ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველიდან ვერც ერთი გუნდი ვერ დაწინაურდება. ამაზე მიუთითებდა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადება, რომელიც მცირე ხნის წინ გაკეთდა.

"კლუბების ლიცენზირების კუთხით ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით. ეს აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, როცა კლუბები დაინახავენ, რომ ყველაფერი მათი განვითარებისთვის კეთდება და ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის. ისინი სპორტული კუთხით ძლიერები უნდა იყვნენ და მაშინ ყველა ერთად წინ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ".

ევროპელთა დამოკიდებულება

ევროპაში ლიცენზირების მოთხოვნათა შესრულებას ფეხბურთის განვითარებას უკავშირებენ. ამის დასტურად არაერთი გადაწყვეტილების გახსენება შეიძლება. მაგალითად, 2008 წელს შოტლანდიური პრემიერლიგიდან გარიცხეს "გრეტნა", რომელიც ლიგის წევრი 2002 წელს გახდა, 2007 წელს კი პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო ერთი წლით ადრე, ქვეყნის თასის ფინალში ითამაშა და უეფას თასზე იასპარეზა.

თუმცა, როცა ინგლისელმა ბიზნესმენმა ბრუქს მაილსონმა კლუბის შემდგომ დაფინანსებაზე უარი თქვა, "გრეტნამაც" არსებობა შეწყვიტა. ცხადია, ეს არ ყოფილა ვინმეს შეგნებული ქმედება, მაგრამ პრობლემებზე თვალის დახუჭვა ამ პრობლემების წახალისებას ნიშნავდა და ერთი შეხედვით დაუნდობელი, თუმც ქვეყნის ფეხბურთის მომავლისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღეს.

2008/09 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბულგარეთიდან სოფიის ცსკა-ს (ჩემპიონი) ნაცვლად "ლევსკი" დაუშვეს. მიზეზს მიხვდებოდით - დიახ, ცსკა-მ ფინანსური პრობლემების გამო ლიცენზია ვერ მიიღო და დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

2012 წელს დავალიანებების გამო უეფამ ესპანურ "მალიორკას" ევროპალიგის შემდგომი 4 სეზონის (2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17) გათამაშებაში მონაწილეობა აუკრძალა. 2010 წლის მაისში დამტკიცებული ახალი დებულება კლუბში ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპის გამკაცრებას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არაწამგებიანობა, ანუ თვითგამოსყიდვის პრინციპია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი საფეხბურთო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე მეტს არ უნდა ხარჯავდეს.

"მალიორკა" უეფას პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. კომისიამ დაადგინა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბზე ლიცენზია უსაფუძვლოდ გასცა და პასუხიც მასვე მოსთხოვა.

ესპანელების გარდა, დაისაჯნენ ხორვატული "ჰაიდუკი" და "ოსიეკი", რუმინული "რაპიდი" და "დინამო", აგრეთვე, ბელგრადის (სერბეთი) "პარტიზანი". თავის დროზე, ლიცენზირების შეუსრულებლობისთვის დასჯილან "ფენერბაჰჩე" და "ჯენოა", "კაიზერსლაუტერნი", "სენტ გალენი"...

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მგონი, საკმარისია...

სიმკაცრე ქაღალდზე

ჩვენ გაუაზრებლად ლმობიერები ვიყავით. 2013 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე სფფ-ის აღმასკომმა საკლუბო ლიცენზირების დებულება დაამტკიცა, სადაც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლუბის მიმართ სადისციპლინო სანქციები გატარდებოდა - გაფრთხილებას მოჰყვებოდა 500-ლარიანი ჯარიმა თითოეულ შეუსრულებელ კრიტერიუმზე; ჩემპიონატში 3 ქულის დაკლება; გარკვეული ვადით ფეხბურთელების ტრანსფერების აკრძალვა.

2014/15 წლების სეზონში სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნები უფრო გამკაცრდა და ჩემპიონატში სასჯელად 15 ქულის დაკლება დაწესდა.

მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა ქაღალდზე. თვალის დახუჭვამ კი ქართულ კლუბებს დათვური სამსახური გაუწია - ლიცენზირების ევროპულ სტანდარტს სრულად ვერც ერთი კლუბი ვერ აკმაყოფილებს, სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების თანამშრომლებს კი წყალში ეყრებოდათ შრომა - ფედერაცია და აღმასკომი კლუბებს კრიტერიუმების შესრულებას მკაცრად არ სთხოვდნენ და წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში რამდენიმე კლუბს ულიცენზიოდ ათამაშებდნენ.

ან ვინ გაიხსენებს, რომელ გუნდს დააკლეს 15 ქულა, ან აუკრძალეს ფეხბურთელების რეგისტრაცია? გაუგებარი იყო, რისთვის იწერებოდა ლიცენზირების დებულებები, თუ ის ფარატინა ქაღალდად დარჩებოდა?

წინასაარჩევნო და ზემოთ მოხმობილი განცხადებებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ კობიაშვილის გუნდმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს უღალატოს და არალიცენზირებულები უმაღლეს ლიგაში დაუშვას. თავისთავად, ძალიან კარგია, რომ ადრე თუ გვიან ლიცენზიას ფასი დაედო და გამკაცრდა.

მაგრამ რა ბედი ელით იმ კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილს დაიკავებენ? ან მე-14 პოზიციაზე მყოფს, რომელსაც, დებულების მიხედვით, გადათამაშების მატჩი უნდა ჩაეტარებინა?

სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაცია განმარტებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ამიტომ ისღა დაგრჩენია, მხოლოდ ვივარაუდოთ ასეთი სქემა - სპორტული პრინციპი რომ არ დაირღვეს, ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდება, ხოლო ბოლოდან მესამე საფეხურზე მყოფი - დარჩება. ამგვარად, დიდია ალბათობა იმისი, რომ გარდამავალი ჩემპიონატისთვის 14-გუნდიანი უმაღლესი ლიგა შეგვრჩეს.

დასაშვებია, რომ რომელიმე გუნდმა სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მათ ამის საშუალება 10 მაისამდე აქვთ. საეჭვოა, რამე შეიცვალოს, მაგრამ მაინც არ ვიჩქაროთ...

ცნობილია, რომ ეროვნული ლიგის რეფორმირების პროექტი 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება, მაგრამ უმაღლესიდან თუ 2 გუნდი გავარდა და ვერავინ შემოვიდა, დარჩენილი 14 კლუბით ორი 7-გუნდიანი ჯგუფი გაკეთდება. ამათგან კი ნოემბერში უმაღლესიდან გავარდება არა 6 (როგორც 16-გუნდიანის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული), არამედ 4 კლუბი და ასე მივალთ სრულფასოვან 10-გუნდიან ჩემპიონატამდე (PRO ლიგა 1), რომელიც 2017 წლის მარტიდან აიღებს სტარტს და ამიერიდან, ისევე, როგორც პირველი ეროვნული ჩემპიონატი, "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ჩატარდება.

ჯერ სხვა დეტალები უცნობია. ყველაფერი აირევა, ლიცენზია პირველი ლიგის ერთმა კლუბმაც რომ მიიღოს. რა გამოდის? - ასეთ შემთხვევაში, 15-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება? ამიტომაც უნდა დაველოდოთ 10 მაისს...

რა მოხდება პირველ ლიგაში?

საინტერესოა ისიც, რამდენი გუნდი დარჩება პირველ ლიგაში, თუ იქიდან ვერავინ დაწინაურდება? ამჟამად, იქ 18 მონაწილეა და მათგან 5 პირდაპირ ვარდება. დარჩენილ 13-ს უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი და პლუს, გადათამაშებაში დამარცხებული ერთი კლუბი უნდა დამატებოდა.

წლეულს, რეგიონალლიგიდან ვერავინ გადმოვა და ეს 16 გუნდი, უმაღლესის მსგავსად, 8-8-გუნდიან ჯგუფებად დაიყოფოდა. PRO ლიგა 2-ში ადგილს კი 10 საუკეთესო მოიპოვებდა...

მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ ლიგიდან ვერავინ დაწინაურდება, დარჩება 13 გუნდი და მათ უმაღლესიდან გავარდნილი 2 კლუბი დაემატება.

მოკლედ, ბევრი რამ გაირკვევა 6 მაისს, როცა 12 საათზე, სფფ-ის აღმასკომის მორიგი სხდომა გაიმართება და იმედია, ჯერჯერობით უპასუხო კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მივიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nodo 11
ლიახვს მიეცეს ლიცენზია აეეეე, გადადგეს კობიაშვილი
nodo 11
რა წესია საერთოდ პირველი ლიგიდან უმაღლესში რომ არ გადაგყავთ გუნდები მითუმეტეს ლიახვი და ვიტ ჯორჯია რომლებიც სულ შრომობდნენ უმაგლესში რომ გადასულიყვნენ, საჭიროდ უნდა გადადგეს კობიაშვილი რომელიც არაფრის გამკეთებელია.
33333
რისთვის იკლავდნენ პირველი ლიგის გუნდები თავს თუ უმაღლეს ლიგაში ვერ გადავიდოდნენ, ამით ქართული ფეხბურთის წინსვლა კი არა სწრაფი უკუსვლის დასაწყისის დასასრულია, ძირს უნიათო ფედერაცია და მისი ხროვა.
ზურა ზურაბი12
ლიცენზირება კარგია, მაგრამ გაზაფხული შემოდგომა და 10 გუნდიანი დომხალს არ მივესალმაბი......საქართველოსთვია 12 გუნდა 3 წრედ ან ისევ 16 გუნდიანი ჩემპიონატია ...კარგი
simarTle
თქვენი მამა მარჩენალი რა ... რათქმა უნდა თქვენც უარესი .... იქნებით, რადგან მის ფუით ძღებით და შვილებს ამზადებთ საქართველოს დასაღუპელად. რა კომენტარი არ გავაკეთე? რომ სწერთ და არ აქვეყნებთ?
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
ლიცენზირების პროცესი დასრულდა - 8 ქართულმა კლუბმა უეფას ლიცენზია მიიღო
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის მხოლოდ 2 წარმომადგენელი გავიდა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
"ლიახვი" ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალში გაასაჩივრებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა